მამუკა ნაცვალაძე
03.04.2015

 ხვალ "ერნესტ ვალონსზე", ფრანგული ტოპ 14-ის კლუბ ტულუზას სტადიონზე, ევროპის ელიტ ჯგუფის ფინალური მატჩია საფრანგეთისა და საქართველოს 18 წლამდელებს შორის.

თეა ბეჟიტაშვილი
03.04.2015

 "დროებითი მშვიდობა" უკრაინაში და გაზაფხულზე მოსალოდნელი სამხედრო კონფლიქტის გამწვავება - ასე აფასებენ სპეციალისტები დღეს არსებულ ვითარებას. მათი თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის გაფორმებული მინსკის ხელშეკრულებით კმაყოფილი არც ერთი მხარე არაა.

ნატა გიორგაძე
02.04.2015

 საქართველოში შობადობის მაჩვენებელი გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2014-ში, წინა წელთან შედარებით, 4,8%-ით მეტი ბავშვი დაიბადა. სპეციალისტები შობადობის ზრდას უფასო მშობიარობის პროგრამის ამოქმედებას და მაღალმთიან რეგიონებში მესამე და შემდეგ შვილზე ყოველთვიური შემწეობის დანიშვნას უკავშირებენ, კიდევ ერთ მიზეზად კი პატრიარქის ინიციატივას ასახელებენ.

იაგო ნაცვლიშვილი
02.04.2015

 "არ მიმაჩნია სწორად, რომ პრეზიდენტის გამოსვლას გუშინ არ დაესწრნენ მთავრობის წევრები. ჩვენ საქმე მარგველაშვილთან კი არ გვაქვს, არამედ ქვეყნის მეთაურთან. ქვეყანას, სახელმწიფო ინსტიტუტებს უნდა ვცეთ პატივი და არა კონკრეტულ პიროვნებას," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.

ეკატერინე ბასილაია
02.04.2015

 ალასანია-ჯანელიძის სიტყვიერი დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები გრძელდება - თავდაცვის მინისტრს უკვე მეორედ მოუწია საკუთარი განცხადების გასწორება.

მაკა ხარაზიშვილი
02.04.2015

697 ადამიანი ქონების დაბრუნებასა და სამართლიანობის აღდგენას დღემდე ელოდება. ქონებაჩამორთმეული ბიზნესმენები ამბობენ, რომ პროკურატურაში მათი საქმეები თაროებზე შემოიდო, პროცესები სასამართლოშიც ჭიანურდება.

ია აბულაშვილი
02.04.2015

 ბიზნესმენ ხარძიანის მკვლელობა ხელისუფლების დიდი გამოწვევაა, რომელმაც შეიძლება პოლიტიკური პროცესების დეტონაცია გამოიწვიოს, რადგან პოლიტიკური კომპონენტი აქ ნამდვილად არის, - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას გია ხუხაშვილი და მოვლენების განვითარების ორ - მძიმე და შედარებით რბილ - სცენარზე საუბრობს.

ელზა პაპოშვილი
02.04.2015

 არასამთავრობო ორგანიზაცია "კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივას" წარმომადგენელი ვასო ურუშაძე აცხადებს, რომ თბილისის სამარშუტო ტაქსები კუსტარული გზით გაზზე გადაჰყავთ. მისი თქმით, ამით ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა, ხოლო მოსახლეობისთვის ამ ტრანსპორტით მგზავრობა სახიფათო ხდება.

თიკო ოსმანოვა
02.04.2015

 "კიევიდან თბილისში ტერაქტები იგეგმება," - აცხადებს "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი და მთავრობისგან სააკაშვილისა და ადეიშვილის საქართველოში ჩამოსაყვანად ყველა მეთოდის გამოყენებას ითხოვს, თუნდაც ისეთის, რასაც ისრაელის სპეცსამსახურები მიმართავდნენ-ხოლმე.

ლიკა ამირაშვილი
02.04.2015

"ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე ამოქმედებული კანონი არათუ წინ გადადგმულ ნაბიჯად ვერ შეფასდება, არამედ მდგომარეობას აუარესებს," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" საპარლამენტო მდივანი ლიკა საჯაია.

თეა ბეჟიტაშვილი
02.04.2015

 "მესმის, რომ მთავრობა ვალდებული არაა პრეზიდენტის გამოსვლას დაესწროს, მაგრამ არ უნდა დაავიწყდეს იგივე პრემიერ-მინისტრსა და მინისტრებს, რომ ხათრით თუ ხათრის გარეშე, ეს ადამიანი აირჩია მოსახლეობის უმრავლესობამ, ამიტომ იგნორი პრეზიდენტის მიმართ, ნიშნავს იმას, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობას პატივი არ სცე," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შეფასებისას.

თაკო მათეშვილი
02.04.2015

 "თუ დღევანდელი მთავრობის მიმართ რამე კრიტიკული შეიძლება ითქვას, პირველ რიგში, ეს კოორდინაციის უქონლობაა" - ამბობს არქიტექტორი, ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე დედაქალაქში არსებული სიტუაციის შეფასებისას და დასძენს, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ არქიტექტურული ცხოვრება გამოცოცხლებულია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×