ია აბულაშვილი
30.03.2015

 საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან ხვალ 76 წელი სრულდება. მისი პიროვნების შესახებ განსხვავებული აზრები დღესაც არსებობს, თუმცა ყველა თანხმდება, რომ ჩვენს მეხსიერებაში იგი დარჩა როგორც ადამიანი, რომელმაც არა მარტო ეროვნული თვითშეგნება აამაღლა ქართულ საზოგადოებაში, არამედ როგორც პირველი პრეზიდენტი, რომლის დროსაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაიბრუნა.

მამუკა ნაცვალაძე
30.03.2015

 ქართველმა 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - მონტობანში, სამხრეთ პირინეებზე, ევროპის ჩემპიონატის ელიტ დივიზიონის მეოთხედფინალში უძლიერესი სარაგბო ქვეყნის, ირლანდიის თანატოლთა ნაკრები დაამარცხა და "ბებერი კონტინენტის" ოთხ საუკეთესო გუნდში მოიპოვა დამსახურებული ადგილი.

იაგო ნაცვლიშვილი
28.03.2015

 საპარლამენტო უმრავლესობაში კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატურები უკვე შეთანხმებულია, ამის შესახებ "რეზონანსს" ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და უმრავლესობის ლიდერის მოადგილე გია ვოლსკიმ განუცხადა. თუმცა, მის პოზიციას უმრავლესობაში მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ. "ეროვნული ფორუმის" წევრი ანი მიროტაძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ვოლსკის მიერ დასახელებული კანდიდატურები "ოცნების" კანდიდატურებია და არა უმრავლესობის. მიროტაძის ცნობით, კონსულტაციები ამ საკითხზე გრძელდება.

ვახტანგ შამუგია
28.03.2015

 უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობამ იკლო. დაპირისპირებული მხარეები მინსკში 12 თებერვალს დადებულ ხელშეკრულებას მეტ-ნაკლებად იცავენ, თუმცა, ეპიზოდური ხასიათის ლოკალური შეტაკებები დროდადრო მაინც ხდება.

ეკატერინე ბასილაია
28.03.2015

 მმართველ კოალიციაში "თავისუფალი დემოკრატების" ბედი შესაძლოა სხვამაც გაიზიაროს, ამის მიზეზი კი შეიძლება გუნდში არსებული უთანხმოების გასაჯაროება გახდეს.

სალომე სარიშვილი
28.03.2015

ომბუდსმენი კულტურის სამინისტროს ონის მუზეუმისთვის ახალი შენობის გადაცემას სთხოვს და აცხადებს, რომ შესაბამისი ინიციატივით სამინისტროს უკვე მიმართა. სახალხო დამცველის განცხადებით, მუზეუმის შენობა ავარიულია, რაც იქ განთავსებული სამუზეუმო ექსპონატების დაზიანების საშიშროებას ქმნის. ამ ფაქტს "რეზონანსთან" საუბრისას ონის მუზეუმის თანამშრომელიც ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ კულტურის მინისტრმა მათ დახმარების პირობა უკვე მისცა.

თიკო ოსმანოვა
28.03.2015

24 მარტს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების უსაფრთხოების კომიტეტის წარმომადგენლებმა როკის გვირაბთან ქართული მწვანილით დატვირთული სატვირთო ავტომობილი დააკავეს. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, დიმიტრი სანაკოევის თქმით, ზოგიერთი ქართული პროდუქტისთვის რუსული ბაზარი უკვე ერთ წელზე მეტია გაიხსნა, თუმცა, საქართველოს მოქალაქეები პროდუქტის რუსეთში ექსპორტისთვის შემოვლით გზებსაც დღემდე აქტიურად იყენებენ.

მარიამ აფციაური
28.03.2015

 ონლაინ სესხის მიმართ ინტერესი იზრდება. "რეზონანსის" მიერ ჩატარებულმა მცირე კვლევამ აჩვენა, რომ თანხის გამოტანის მსურველნი, ძირითადად, ახალგაზრდები და საშუალო ან საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანები არიან. ონლაინ სესხით სარგებლობის პრაქტიკით "ეისითიც" დაინტერესდა და გამოკითხვა 419 ზრდასრულ თბილისელს შორის ჩაატარა, რის მიხედვითაც დაადგინა, რომ ონლაინ სესხებს ყველაზე მეტად 18-24 წლის ახალგაზრდები ეტანებიან (21%). ასაკის მატებასთან ერთად კი კრედიტით სარგებლობის მაჩვენებელი იკლებს. რესპონდენტები ამის მიზეზად ონლაინ თამაშების მიმართ ახალგაზრდების დამოკიდებულებას ასახელებენ.

მაკა ხარაზიშვილი
28.03.2015

საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, შარშან ელექტროენერგიის იმპორტმა 51 მილიონ დოლარს გადააჭარბა, 2013 წელს კი - 30 მილიონ დოლარს შეადგენდა. შარშან იმპორტის მკვეთრ გაზრდაზე გავლენა ენგურჰესის მიერ ელექტროენერგიის წარმოების შემცირებამ მოახდინა.

ელზა წიკლაური
28.03.2015

 დოლარმა შესუსტება დაიწყო. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ამერიკულ ვალუტასთან მიმართებაში, თითქმის 5-6 პუნქტით გამყარდა ევრო. გაძლიერდა რუსული რუბლი, აზერბაიჯანული მანათი, უკრაინული გრივნა და სომხური დრამიც კი. ქართულ ლარსა და თურქულ ლირაზე კი დოლარის პოზიციების შესუსტება ჯერ არ ასახულა, პირიქით, მარტში ლირა - 3,1%-ით, ლარი კი 2,7%-ით დაეცა. სპეციალისტების პროგნოზით, ლარზე დოლარის საერთაშორისო შესუსტება გავლენას არც მომავალში მოახდენს და ეროვნული ვალუტა გაზაფხულის მიწურულს შეიძლება კიდევ უფრო დაეცეს.

თეა ბეჟიტაშვილი
28.03.2015

 ინფარქტი, ინსულტი, სტენოკარდია, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია - ეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების არასრული ჩამონათვალია. მსოფლიოში ყოველ წელს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შედეგად 12 მილიონი ადამიანი იღუპება. აღნიშნული დაავადებები საქართველოშიც ძალიან ხშირია.

მარი მგალობლიშვილი
28.03.2015

 საქართველოს ეროვნული ნაკრები 29 მარტს ევროპის ჩემპიონატის მორიგ შესარჩევ შეხვედრას გერმანიის წინააღმდეგ გამართავს. ეს ნაკრების ახალი მწვრთნელისთვის, კახა ცხადაძისთვის პირველი ოფიციალური შეხვედრაა. საქართველო-გერმანიის მატჩის ბილეთები სრულად გაიყიდა, თამაში ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო-არენაზე" გაიმართება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×