მარი მგალობლიშვილი 25.03.2015
საქართველოს ნაკრები მიმდინარე წელს პირველ ოფიციალურ შეხვედრას, ევროპის შესარჩევ მატჩს გერმანიის ნაკრებთან გამართავს. აღსანიშნავია, რომ "ჯვაროსანთა" თავკაცის კახა ცხადაძის დებიუტიც ოფიციალურ მატჩში გერმანიასთან იქნება.
|
მაკა ხარაზიშვილი 24.03.2015
იანვარ-თებერვალში ექსპორტი 26%-ით შემცირდა. ჯერჯერობით ეროვნული ვალუტის მცირედით გამყარების ნიშნებიც კი არ ჩანს. მოსახლეობას ისევ უმუშევრობასა და სამომხმარებლო პროდუქტის გაძვირებულ ფასებთან უწევს ბრძოლა. ამ ფონზე საზოგადოების ოპტიმიზმი და მთავრობისადმი ნდობა ნელ-ნელა პესიმიზმითა და უნდობლობით იცვლება. ეკონომისტები კი მომავალს იმედიანად უყურებენ და აცხადებენ, რომ თებერვლისა და მარტის ზოგიერთი ეკონომიკური მონაცემი ოპტიმიზმის შესაძლებლობას იძლევა.
|
თაკო მათეშვილი 24.03.2015
ინსტიტუციური ცვლილებები, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესის შემოღება, მათი ანაზღაურების ზრდა და დაცულობის გარანტიები - ესაა არასრული ჩამონათვალი იმისა, რაც იურისტების აზრით, უზენაესი სასამართლოს ახალმა თავმჯდომარემ პირველ რიგში უნდა გააკეთოს, რათა სასამართლოს დამოუკიდებლობა და საზოგადოებაში მისდამი ნდობის ზრდა უზრუნველყოს.
|
იაგო ნაცვლიშვილი 24.03.2015
"არიან ქვეყნები, რომელთა მხრიდანაც გაძლიერებული მხარდაჭერა გვაქვს რიგის სამიტზე, იგულისხმება ბალტიისპირეთი, შვედეთი და ა.შ. ამ ქვეყნებისგან დიდი მხარდაჭერა გვაქვს, მაგრამ არავისთვის დასამალი არ ყოფილა, რომ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა სიტუაციას ამუხრუჭებს.
|
თეა ბეჟიტაშვილი 24.03.2015
უკრაინა, შესაძლოა, იარაღს ევროპისა და არაბეთის სახელმწიფოებიდან იღებდეს, თუმცა სამხედრო სპეციალისტების თქმით, ქვეყანა სამხედრო ტექნიკას თავადაც აწარმოებს. "ერთადერთი, რაც უკრაინას ესაჭიროება, არის ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, რომლითაც შეუძლია რუსული ტანკების ეფექტურად შეჩერება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე.
|
მამუკა ნაცვალაძე 24.03.2015
"ნოუ კამპზე" მორიგი ელ-კლასიკო შედგა. პრიმერადივიზიონის 28-ე ტურის მატჩში კატალონიურმა "ბარსელონამ" 2:1 საკუთარ არენაზე დაამარცხა მადრიდის "რეალი" და პაპა კარლოს გუნდი ოთხქულიანი უპირატესობით ჩამოიტოვა.
|
ელზა წიკლაური 24.03.2015
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, შესაძლოა, საქართველომ მიგრაციული შოკი მიიღოს. იმის გამო, რომ ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ისევ მძიმეა, საქართველოდან წასვლის მსურველთა რაოდენობა დიდი ალბათობით კიდევ უფრო გაიზრდება. სპეციალისტების ვარაუდით, ეს მხოლოდ მოკლე პერიოდში მოხდება, დროის გასვლის შემდეგ კი, როდესაც ჩვენი თანამემამულეები მიხვდებიან, რომ ევროპაში თავის რჩენა ადვილი არ არის, უკან დაბრუნდებიან.
|
მარი ჩიტაია 24.03.2015
ავეჯის ბიზნესისთვის კიდევ ერთი წარუმატებელი წელი დაიწყო. მდგომარეობა ამ სფეროში კვლავ არასახარბიელოა. ავეჯის იმპორტიორები და მწარმოებლები არსებულ პრობლემას ფინანსურ კრიზისს მიაწერენ, თუმცა ამ ბიზნესს რეალურად გაცილებით ადრე გაუჭირდა, როგორც კი სამშენებლო სექტორში კრიზისი გაჩნდა.
|
ელზა წიკლაური 24.03.2015
გაეროს დასკვნით, 2030 წლისთვის მსოფლიოში სასმელი წყლის რესურსი 40%-ით შემცირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე 15 წლის შემდეგ მტკნარ წყალზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამ დროს კი საქართველოში, სადაც სასმელი წყლის უდიდესი რესურსი არსებობს, მისი დამუშავებისა და ექსპორტისთვის, პრაქტიკულად, არაფერი კეთდება. წყლის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობის სურვილით ამ დრომდე არც "აწარმოე საქართველოსთვის" მიუმართავს ვინმეს, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი კი, რომელიც წყლის რესურსის რაციონალური გამოყენების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების მიზნით შეიქმნა, ისევ პასიურობს.
|
მაკა ხარაზიშვილი 24.03.2015
საქართველოში ხორბლის ნათესი ფართობები შემცირდა. ამის მიზეზი შარშანდელი გვალვაა. 2014 წლის ზაფხულში კახეთში, დაახლოებით, 5 ათასი ჰექტარი ხორბლის ყანა მთლიანად დაიწვა. გლეხებმა და ფერმერებმა იზარალეს, ამიტომ შემოდგომას ახალი მოსავლის მოსაყვანად აღარც რისკი გაწიეს და მათ ხორბლის დასათესი ფულიც აღარ დარჩათ. სოფლის-მეურნეობის სამინისტროში ახალი ჯიშების სელექციაზე მუშაობენ, რომელიც თითოეული რეგიონის ნიადაგზე იქნება მორგებული.
|
მარი ჩიტაია 24.03.2015
სარეკლამო ბიზნესს საქართველოში ისევ პრობლემა აქვს. პიარტექნოლოგები მიიჩნევენ, რომ ინვესტიციების შემცირება სარეკლამო ბაზარზეც ნეგატიურად აისახა და მდგომარეობა სასიკეთოდ ვერც უახლოეს პერიოდში შეიცვლება. სპეციალისტების შეფასებით, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, სარეკლამო ბაზარზე კლებაა.
|
მაკა ხარაზიშვილი 24.03.2015
დსთ-ს ქვეყნებთან ექსპორტი 53%-ით შემცირდა, ევროკავშირის ქვეყნებთან კი - 9%-ით გაიზარდა. ქართული პროდუქტებიდან ყველაზე მზარდი თხილის ექსპორტია, რომელიც უკვე პირველ ადგილზე მყოფ ავტომობილების ექსპორტს მიუახლოვდა. მთლიანობაში ექსპორტი 26%-ით შემცირდა და შესაბამისად უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 55%-ია.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|