თაკო მათეშვილი
21.03.2015

 ნიკა მელია წამყვანის ამპლუაში, 10 გამომსვლელი - მათ შორის ექსპრეზიდენტი სააკაშვილი "სკაიპით", ორი მსვლელობა, მომავალი აქციების დაანონსება - ესაა არასრული ჩამონათვალი იმისა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დღევანდელ აქციაზეა დაგეგმილი. აქციას, რომელიც 4 საათზე თავისუფლების მოედანზე დაიწყება, უფლებადამცველები დააკვირდებიან.

ეკატერინე ბასილაია
21.03.2015

 "ნაციონალური მოძრაობის" აქცია იქნება ისეთივე მასშტაბის, როგორც გასული წლის ნოემბრის აქცია აფხაზეთის თემაზე, დაახლოებით 15-20 ათასი ადამიანით, - ასე მიიჩევს პოლიტოლოგების დიდი ნაწილი. თუმცა იმან, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" აქციის წინა დღეს შეცვალა შეკრების ადგილი და რუსთაველის ნაცვლად მხარდამჭერებს 16 საათისათვის თავისუფლების მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა, გააჩინა იმის მოლოდინი, რომ მიტინგი საკმაოდ ხალხმრავალი უნდა იყოს, ბევრად უფრო დიდი, ვიდრე მათი ბოლო აქციის დროს დაფიქსირებული 20 ათასი.

თიკო ოსმანოვა
21.03.2015

 "უზენაეს სასამართლოში თავმჯდომარის მოადგილეები და პალატის თავმჯდომარეები კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით არიან დანიშნული. შესაბამისად, საკანონმდებლო დებულებებს ვემორჩილები და კანონის გარეშე ვერაფერს გავაკეთებ. თუმცა, ვნახოთ, მუშა რეჟიმში რა და როგორ გამოიკვეთება. ამასთან დაკავშირებით რაიმე განზრახვით იქ ნამდვილად არ მივდივარ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბარში უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, რომელიც უფლებამოსილების შესრულებას ორშაბათიდან შეუდგება.

თიკო ოსმანოვა
21.03.2015

 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მზადაა შეხვდეს თავის რუს კოლეგას, თუკი საუბრის თემა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები და ამ პრობლემის მოგვარების გზების ძიება იქნება - ასე პასუხობენ თბილისში რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებას ორი პრეზიდენტის შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით.

ია აბულაშვილი
21.03.2015

ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად თანხმობა, სავარაუდოდ, 30-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა. ამის შესახებ იტყობინება რუსული მედია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი, ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობები საჯარო მხოლოდ აპრილის დასაწყისში გახდება.

ლიკა ამირაშვილი
21.03.2015

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ადგილი ისევ ვაკანტურია. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ვაკანტურ ადგილზე განცხადება 4-მა კანდიდატმა შეიტანა.

მარი ჩიტაია
21.03.2015

 შავი ლითონისა და ალუმინის ჯართზე მოთხოვნაც და ფასიც შემცირდა. ჩამბარებელ პუნქტებში აცხადებენ, რომ წინა წლებთან შედარებით, ჯართის შესყიდვა განახევრდა, შესაბამისად, მინიმუმადე დაეცა ექსპორტიც, რასაც "საქსტატის" მონაცემებიც ადასტურებს.

ელზა წიკლაური
21.03.2015

 სწრაფი ჩარიცხვის აპარატებით ამა თუ იმ გადასახადის გადახდა უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მოსახლეობა განურჩევლად ასაკისა, მიიჩნევს, რომ თანხის ამ მეთოდით გადახდა საკმაოდ მოსახერხებელია. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების პოპულარობაზე მეტყველებს "ეისითის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიც, რომლის მიხედვით ათიდან ცხრა თბილისელს, ანუ გამოკითხულთა 90%-ს, ბოლო 3 თვის განმავლობაში ერთხელ მაინც გადაუხდია თანხა სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით.

მაკა ხარაზიშვილი
21.03.2015

საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასი ისევ თავქვე მიექანება. თუკი ტენდენცია შენარჩუნდა, ქართველ ნავთობიმპორტიორებს 5-თეთრით გაძვირებული ბენზინის ისევ გაიაფება მოუწევთ. ჯერჯერობით ბენზინის საერთაშორისო ფასი გაუფასურებულ ლართან მიმართებაში საწვავის გაიაფების შესაძლებლობას არ იძლევა. უცხოელი ანალიტიკოსები, წლის ბოლომდე "შავი ოქროს" კიდევ უფრო გაიაფებას ვარაუდობენ.

სალომე სარიშვილი
21.03.2015

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქციის პარალელურად, 21 მარტს, დღის 2 საათზე, სამების საკათედრო ტაძართან არასამთავრობო ორგანიზაცია "სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი" კონტრაქციას გამართავს. კიდევ ერთი აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც იქნება, რომლის ორგანიზატორი კოალიცია "ერთსულოვნებაა", თუმცა, როგორც კოალიციაში აცხადებენ, აქცია არ უკავშირდება "ნაციონალურ მოძრაობას" და სულ სხვა შინაარსისაა.

მაკა ხარაზიშვილი
21.03.2015

 ბიძინა ივანიშვილმა ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. ყოფილი პრემიერის აზრით, ქვეყნის მთავარი ბანკის დაგვიანებულმა რეაქციამ ბაზარზე აჟიოტაჟი გამოიწვია, რამაც ლარის დევალვაციას შეუწყო ხელი. გიორგი ქადაგიძე კი ისევ თავის მართლების რეჟიმშია და ამბობს, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იყო ადეკვატური და თანმიმდევრული.

თეა ბეჟიტაშვილი
21.03.2015

 ვარჯიში ჯანსაღი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ნებისმიერი ექიმი, დიეტოლოგი თუ ფიტნეს ინსტრუქტორი დიეტის დაცვის გარდა ფორმაში ჩასადგომად და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის დასაცავად, ყოველთვის ვარჯიშს გვირჩევენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×