ელზა პაპოშვილი
20.03.2015

 "არ არის გამორიცხული, ვინმემ რამე იცოდეს და თავს იკავებდეს იმის გამო, რომ პოლიციასთან ურთიერთობა არ სურთ. წარმოუდგენელია დღისით, მზისით, პურზე წასული ბავშვი ვინმეს არ დაენახა და, მითუმეტეს, თუ საეჭვო პირებთან ერთად იყო, აუცილებლად შეამჩნევდნენ. გამომძიებელი, რომელიც ამ საქმეს იძიებს, ამბობს რომ კარდაკარ დადის და ხელჩასაჭიდი ჯერ ვერაფერი ნახა," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას კასპის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი სოფელ ქვემო ჭალაში 14 წლის მოზარდის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით.

თეა ბეჟიტაშვილი
20.03.2015

 ახალი ავტობუსების შეძენა, საცობები, მოსაწესრიგებელი შუქნიშანი, ფეხით მოსიარულეთათვის გადასასვლელების გაკეთება, პარკირების სისტემის მოწესრიგება - ეს იმ პრობლემების ნაწილია, რაც "დემოკრატიული მოძრაობიდან" დედაქალაქის საკრებულოს წევრის, საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტის, შალვა ოგბაიძის თქმით, მერიის სატრანსპორტო სამსახურმა უახლოეს პერიოდში უნდა მოაგვაროს.

სალომე სარიშვილი
19.03.2015

 9 მაისს ოფიციალური მოსკოვი ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღეს სამხედრო აღლუმით აღნიშნავს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ღონისძიებაზე მიწვეული 68 სტუმრიდან მზადყოფნა 26 ქვეყნის ხელმძღვანელმა უკვე დაადასტურა, თუმცა არის თუ არა ამ სიაში საქართველო, ჯერჯერობით გაურკვეველია. ამაზე კონკრეტული პასუხი ვერც საგარეო საქმეთა სამინისტროში და ვერც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვერ მივიღეთ.

ია აბულაშვილი
19.03.2015

 "საზოგადოება 2030" ნაწილობრივ შეიძლება გახდეს "ქართული ოცნების" ე.წ. კადრების სამჭედლოც და გარკვეულწილად იმ ინტელექტუალური დეფიციტის შემავსებელიც, რაც აშკარად იგრძნობა პარტიასა და სახელისუფლებო სტრუქტურებში," - აცხადებს დამოუკიდებელი ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.

მარი ჩიტაია
19.03.2015

 ლარმა დოლართან მიმართებაში ისევ გადააბიჯა კრიტიკულ ზღვარს. ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 დოლარი 2,2 ლარია. ეროვნული ვალუტა რამდენიმე დღის წინ თითქოს ცოტათი გამყარდა, მაგრამ შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ დაიძრა მაქსიმალური წერტილისკენ. სპეციალისტების ნაწილი ლარის მცოცავ რეჟიმში გაუფასურებას "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციას უკავშირებს და ამ პროცესში ისევ ეროვნულ ბანკს ადანაშაულებს.

თეა ბეჟიტაშვილი
19.03.2015

 გუშინ კრემლში ვლადიმირ პუტინმა და ლეონიდ თიბილოვმა მოსკოვსა და ცხინვალს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ეკატერინე ბასილაია
19.03.2015

 ბუბა კიკაბიძე ამბობს, რომ უკრაინაში პრესკონფერენციაზე მისი მოულოდნელი განცხადება, რომ მეუღლესთან ერთად უკრაინის ხელისუფლებისათვის პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას აპირებს, თურმე ხუმრობა ყოფილა, რომელიც ვერავინ გაიგო.

ელზა პაპოშვილი
19.03.2015

 16 მარტს სვანეთის უბანში, არსენალის ქუჩაზე ოჯახური კონფლიქტის დროს ქმარმა ცოლი დაახრჩო. დაღუპულია 32 წლის სუზანა სტეფანიანი, რომელიც მეუღლემ, 35 წლის რაფიკ სტეფანიანმა იმსხვერპლა. ოჯახს 12 წლის ვაჟი დარჩა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

თაკო მათეშვილი
19.03.2015

სამგორის რაიონში მდებარე 121-ე საბავშვო ბაღში, სადაც 428 აღსაზრდელია, დირექტორმა დაავადებული ხორცი აღმოაჩინა, რომელიც მას კომპანია "ფუდსერვისმა" მიაწოდა. საკითხით სურსათის ეროვნული სააგენტო დაინტერესდა და ხორცი შეამოწმა. მასში პარაზიტი სარკოცისტოზი (სარკოსპორიდიოზი) აღმოჩნდა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

ლიკა ამირაშვილი
19.03.2015

 სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, შპს-ების "რაჭას", "გიოს", "პროგრესი ალვანისა" და "პინოს" მიერ წარმოებული გაყინული ხინკალი და პელმენი არ მიირთვას. აღნიშნულ პროდუქტში პათოგენური მიკროორგანიზმიებია აღმოჩენილი, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

მარიამ აფციაური
19.03.2015

 ლარის გაუფასურება, საკვებ პროდუქტებზე, მედიკამენტებზე ფასის ზრდა, საბანკო კრედიტები, გაზრდილი გადასახადები, დამძიმებული ეკონომიკური მდგომარეობა მოსწავლეებსაც შეეხო. როგორც "რეზონანსის" მიერ ჩატარებულმა მცირე გამოკითხვამ აჩვენა, ძალიან ბევრი მშობელი კერძო სკოლაში ათასობით ლარის გადახდას ვერ ახერხებს. სწორედ ამიტომ ნაწილი იძულებულია ბავშვი საჯარო სკოლაში გადაიყვანოს.

მაკა ხარაზიშვილი
19.03.2015

 ქართული ხორცისთვის მეზობელი ქვეყნის ბაზარი საბოლოოდ დაიხურა. ფერმერების ინფორმაციით, აზერბაიჯანელ იმპორტიორებს ხორცს მინიმალურ ფასად 1 კილოგრამს 4,5 ლარად სთავაზობენ, თუმცა ამ ქვეყნიდან მოთხოვნა საერთოდ აღარ არის. არადა, წინა წლებში აზერბაიჯანში ხორცის ექსპორტის მკვეთრი ზრდის გამო, ქართველმა ფერმერებმა კრედიტები აიღეს და სახორცე პირუტყვის მოშენება დაიწყეს. ახლა კი მათ ბიზნესს სერიოზული საფრთხე შეექმნა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×