მამუკა ნაცვალაძე 18.03.2015
დღეს დორტმუნდში ადგილობრივი "ბორუსია" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მერვედფინალის განმეორებით მატჩში ტურინის "იუვენტუსს" უმასპინძლებს. იუპ კლოპის შეგირდები ერთგვარად ფავორიტები არიან, მათ სტუმრად სასურველი ანგარიშით დათმეს მატჩი 1:2. სტუმრად გატანილ გოლის ფაქტორი ასეთი რანგის შეჯიბრებებში ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტია ხოლმე. ვნახოთ როგორ გამოიყენებს მას გერმანული კლუბი "ბებერი ქალბატონის" წინააღმდეგ.
|
მაკა ხარაზიშვილი 17.03.2015
2004 წლიდან საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 2,608 მილიარდი ლარი დაიხარჯა. ამ მიმართულებით ყველაზე დიდი თანხა წელს დაიხარჯება - 645 მილიონი ლარი და სულ ბოლო 11 წელიწადში მოწესრიგებული გზებისთვის გაწეული ხარჯი, დაახლოებით, 3,253 მილიარდ ლარს მიაღწევს. მიუხედავად ამისა, საქართველოში უგზოობა დღემდე ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. სპეციალისტები ამბობენ, რომ დღესაც ქვეყანაში დიდი რაოდენობით უხარისხო ბიტუმი შემოდის და მილიარდობით საბიუჯეტო თანხა წყალში იყრება.
|
ელზა წიკლაური 17.03.2015
საკვებსა და პირველადი მოხმარების პროდუქციაზე ფასის ზრდამ მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა უკვე საკმაოდ დაამძიმა. ამაზე მეტყველებს "რეზონანსის" ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგიც, რომლის მიხედვით, ლარის დევალვაციისგან გამოწვეულმა პროდუქციის გაძვირებამ გამოკითხულთა 85,4% დააზარალა, მათგან კი 58% - "ძალიან".
|
ელზა წიკლაური 17.03.2015
დოლარში სესხის მქონე კლიენტებისთვის პირობების შემსუბუქების იდეის გაჟღერებიდან თითქმის სამი კვირა გავიდა, თუმცა კონკრეტული ციფრი თუ რამდენმა ადამიანმა მიმართა ბანკებს ვალის რესტრუქტურიზაციის თხოვნით, ჯერჯერობით უცნობია. ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებენ, კომერციული ბანკების ნაწილი კი ამ მონაცემს არ ასაჯაროებს.
|
მარი ჩიტაია 17.03.2015
სამშენებლო მასალები 20-25%-ით გაძვირდა, ხოლო რეალიზაცია 100%-ით შემცირდა. დიდუბის "გამოფენის ბაზრობის" ტერიტორიაზე მომუშავე ინდმეწარმეები ამბობენ, რომ კრიზისი აქვთ და მუშაობა თითქმის შეუჩერდათ. მათი ინფორმაციით, ადგილობრივი წარმოების სამშენებლო მასალებზე ფასები მეტ-ნაკლებად შენარჩუნდა, ხოლო ყველა დასახელების იმპორტული საქონელი გაძვირდა.
|
მაკა ხარაზიშვილი 17.03.2015
ბათუმის ნავთობტერმინალი პრობლემებს ვერ აუდის. ტერმინალსა და გადამზიდავ კომპანიებს შორის არსებულ დავაში ჩაერთო ეკონომიკის სამინისტრო, საკითხს სწავლობს კონკურენციის სააგენტოც. პორტში შექმნილი ვითარების გამო, ბათუმმა ტვირთის ნაწილი უკვე დაკარგა, პრობლემები შეიქმნა აზერბაიჯანთან. შემოსავლების შემცირებას სამსახურიდან თანამშრომლების დათხოვნა მოჰყვა.
|
ნატა გიორგაძე 17.03.2015
საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა ისევ შემცირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2014 წლის თებერვალთან შედარებით, წელს თებერვალში უცხოეთიდან 21,7%-ით ნაკლები თანხა გადმოირიცხა. თუ კლება ასეთი ტემპით გაგრძელდა, გამორიცხული არ არის, რომ წლის განმავლობაში ფულადი გზავნილების მოცულობა დაახლოებით 30-40%-ით შემცირდეს.
|
თაია არდოტელი 17.03.2015
რა სცენარით განვითარდება პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში, მოსალოდნელია თუ არა მასობრივი არეულობა, არის თუ არა დესტაბილიზაციის საფრთხე, ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ძალადობრივი ქმედებები. საზოგადოების ნაწილი შექმნილი ვითარებით შეშფოთებულია და მიიჩნევს, რომ მასობრივი არეულობაა მოსალოდნელი.
|
თეა ბეჟიტაშვილი 17.03.2015
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, თუკი ყირიმში მოვლენები "უარყოფითად განვითარდებოდა", მოსკოვი ნებისმიერი ქმედებისთვის, მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის მზად იყო.
|
იაგო ნაცვლიშვილი 17.03.2015
"ნატო მნიშვნელოვნად აძლიერებს თავის ფლანგებს - მხედველობაში მაქვს დამატებითი კონტინგენტის გადასხმა ბალტიისპრეთის ქვეყნებში. ანუ ალიანსმა რუსეთის საწინააღმდეგოდ შემაკავებელი ფაქტორი აამოქმედა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ზალკალიანი.
|
თიკო ოსმანოვა 17.03.2015
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა პარლამენტში კიდევ ერთხელ გადაიდო. ქვეყნის პირველი პირი ყოველწლიური მოხსენებით საკონმდებლო ორგანოში 18 მარტის ნაცვლად 31 მარტს გამოვა. წინასწარი ინფორმაციით, პრეზიდენტის გამოსვლას მთვარობა არ დაესწრება და არც დებატები გაიმართება.
|
მარი მგალობლიშვილი 17.03.2015
კარლოს ტევესი და დარიო კორონელი ბავშვობის განუყრელი მეგობრები იყვნენ. ისინი არგენტინაში ერთად იზრდებოდნენ და ბურთსაც ერთად აგორებდნენ. თუმცა მეგობრების გზები მაშინ გაიყარა, როდესაც კორონელიმ ჯანსაღ ცხოვრებას ნარკოტიკები არჩია, ხოლო ტევესმა ფეხბურთის თამაში.
|