მარიამ აფციაური 14.03.2015
მართვის მოწმობის აღება არ ნიშნავს იმას, რომ მანქანის ტარება იცი. "რეზონანსის" მიერ ჩატარებულმა მცირე გამოკითხვამ აჩვენა, რომ უმეტესობა მძღოლობას "პრავის" აღების შემდეგ სწავლობს. ამ ფაქტს ადასტურებენ ავტოსკოლებშიც. მათი აზრით, პროგრამა და კანონი სრულიად შესაცვლელია.
|
მაკა ხარაზიშვილი 14.03.2015
ხუდონჰესის მშენებლობის საკითხი ისევ გაურკვეველია. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ამბობს, რომ სამშენებლო სამუშაოების დაწყებაზე საუბარი ნაადრევია. გარემოს დაცვის არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფოს კომპანიასთან ხელშეკრულების გაუქმებას სთხოვს და აღნიშნავს, რომ ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ "ტრანს ელექტრიკას" არც ოფისი გააჩნია და არც საქმიანობის წარმოებისთვის აუცილებელი ლიცენზია.
|
მარიამ ხიდაშელი 14.03.2015
ზამთრის კურორტებზე ტურისტების სიმცირეა. ზამთრისთვის უჩვეულო თბილი ამინდის გამო ბაკურიანში სასტუმროების მუშაობამ საგრძნობლად იკლო. თოვლია სვანეთში, მაგრამ მხოლოდ ეს ფაქტორი დამსვენებლების მოსაზიდად საკმარისი არ აღმოჩნდა.
|
თაკო მათეშვილი 13.03.2015
"ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც საქართველოს მომავალს რუსეთთან ალიანსში ხედავენ, თავიანთ მოსაზრებას ბოლო პერიოდში უფრო თამამად აცხადებენ. ეს კი პრორუსული ძალების გააქტიურებაზე მეტყველებს - ამგვარ მოსაზრებას აფიქსირებენ "რეზონანსთან" საუბრისას საგარეო ურთიერთობის სპეციალისტები და აქვე იმასაც დასძენენ, რომ ამის მიზეზი რეგიონში მიმდინარე პროცესებია.
|
ელზა პაპოშვილი 13.03.2015
თბილისის მერიაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვილებები განხორციელდა - დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის ახალი წევრები დაასახელა: ვიცე-მერად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უკვე ყოფილი პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი, ხოლო მერის მოადგილედ ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე დაინიშნენ. მათ ამ თანამდებობებზე ალექსანდრე მარგიშვილი და ალუდა გოგლიჩიძე შეცვალეს.
|
იაგო ნაცვლიშვილი 13.03.2015
"პოლიტიკური რეიტინგის მიმართულებით, ვფიქრობ, რომ ყველაზე რეალური სურათი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. რეალურად ალბათ ისევ ის სურათია დღესაც. რაც შეეხება ალასანიას "თავისუფალი დემოკრატების" პოზიციას, ამის განსაზღვრა რთულია.
|
თიკო ოსმანოვა 13.03.2015
"აფხაზურ მხარესთან ენერგეტიკული მიმართულებით თანამშრომლობა იძულებითი ნაბიჯია და პოლიტიკურად არაფრის მომტანი არ იქნება", - ასეთია პოლიტოლოგთა აზრი "ენგურჰესის" გარშემო დე-ფაქტო მთავრობისა და ენერგეტიკის სამინისტროს შორის არსებულ თანამშრომლობაზე. მინისტრ კახი კალაძის თქმით კი, აფხაზურ მხარესთან ენერგეტიკული მიმართულებით ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს.
|
სალომე სარიშვილი 13.03.2015
გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლს, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების 300 000 - ათასწლიან უწყვეტ განვითარებას ასახავს, შესაძლოა, ეროვნული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭოს. არქეოლოგიური ზონა კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ იგოეთთან მდებაროებს, სადაც ხანგრძლივი კვლევების შედეგად უძველესი არტეფაქტები აღმოჩინეს.
|
მარიამ აფციაური 13.03.2015
თბილისის სახედლმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანატისადმი სტუდენტების მიერ გაწეულმა წინააღმდეგობამ შედეგი გამოიღო. ისინი "რეზონანსთან" ბიოფიზიკის სამაგისტრო პროგრამის გაუქმებას ჩიოდნენ. გარეთ დატოვებულ მაგისტრებს დოქტორანტებიც შეურთდნენ, თუმცა აქ პრობლემა სულ სხვაგვარად იდგა. დეკანატმა მათ სწავლის საფასური 2550 ლარით გაუძვირა, რაც სტუდენტებს დიდ ზარალს აყენებდა. გაწეული ძალისხმევის შედეგად გაუქმებული ბიოფიზიკის სამაგისტრო პროგრამა აღდგა, ხოლო დოქტორანტებისთვის თანხის შენარჩუნებას დღეს უკვე რექტორი და აკადემიური საბჭო ითხოვს.
|
მარი ჩიტაია 13.03.2015
სავალუტო კრიზისმა უძრავი ქონების ბაზარს სერიოზული დარტყმა მიაყენა. დედაქალაქის მთელ ტერიტორიაზე ბინების რეალიზაცია კატასტროფულადაა შემცირებული. დოლარის კურსთან ერთად, პრობლემა ბინის მყიდველებს იპოთეკურ სესხებზე ხელმისაწვდომობის სირთულემაც შეუქმნა. ათიდან შვიდ კლიენტს სესხი არ უმტკიცდება.
|
მაკა ხარაზიშვილი 13.03.2015
აგარის შაქარი უკრაინიდან და რუმინეთიდან იმპორტირებულ შაქარს კონკურენციას ვეღარ უწევს. სამომხმარებლო ბაზარზე შაქრის განსხვავებული ფასებია. სხვადასხვა სუპერმარკეტში 1 კილოგრამი შაქარის ღირებულება 1,09 ლარიდან 1,6 ლარამდე მერყეობს. ადგილობრივი შაქრის მწარმოებელ კომპანია "ქუალითი შუგარში" აცხადებენ, რომ უკრაინიდან შაქარი დეპინგური ფასით შემოვიდა. ადგილობრივი პროდუქტი აბსოლუტურად კონკურენტუუნარო გახდა, ხოლო კომპანიის საქმიანობას პრობლემა შეექმნა.
|
ელზა წიკლაური 13.03.2015
ხელისუფლება მაღალმთიან რაიონებში სადაზღვევო კომპანიებისგან კლინიკების გამოსყიდვის პროცესს თვის ბოლოს დაასრულებს. ამ დროისთვის ჯანდაცვის სამინისტროს ბალანსზე უკვე 4 კლინიკა გადმოვიდა, დანარჩენი 5-ის გამოსყიდვის პროცესი კი, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დასასრულს უახლოვდება. საერთო ჯამში, ხელისუფლებას სადაზღვევო კომპანიებისგან 9 კლინიკის გამოსყიდვა დაახლოებით 12 მილიონი ლარი უჯდება.
|