მაკა ხარაზიშვილი 11.03.2015
ბიზნესმენები შემოსავლების სამსახურის მხრიდან საქმიანობის ხელის შეშლაზე საუბრობენ. კერძოდ, თვეობით გაწელილი საგადასახადო შემოწმება, შემდეგ ხანგრძლივი სასამართლო დავა ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის. გარდა ამისა, გახშირებულია შემოწმების პროცესიც.
|
მამუკა ნაცვალაძე 11.03.2015
შაბათს, 14 მარტს, მიხეილ მესხზე ევროპა რაგბის მიმდინარე გათამაშების მეოთხე ტურში "ბორჯღალოსნები" რუსეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
|
იაგო ნაცვლიშვილი 11.03.2015
გასულ კვირას ხელისუფლებამ წართმეული ქონების დაბრუნების დაწყება დააანონსა, თუმცა ამ საკითხს სკეპტიკურად უყურებს იმ ბიზნესმენების ნაწილი, რომლებიც უშუალოდ გახდნენ ამის მსხვერპლნი. ამბობენ, რომ მათი საქმეების გამყალბებლები დღეს არათუ თანამდებობებს ინარჩუნებენ, არამედ ზოგიერთი მათგანი დაწინაურებულიც კია.
|
იაგო ნაცვლიშვილი 11.03.2015
1 წლისა და ათი თვის მამუკა ხაჩიურს დაუდგინდა უმძიმესი დაავადება "რასმუსენის ენცეფალიტი". ბავშვს ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია საზღვარგარეთ. ოპერაცია თურქეთში კეთდება, რომლის ღირებულება 25 000 აშშ დოლარია, რისი შესაძლებლობაც ოჯახს არ გააჩნია. 10 000 აშშ დოლარით ჯანდაცვის სამინისტრო დაეხმარა, თუმცა ეს საკმარისი არ არის.
|
ელზა წიკლაური 11.03.2015
"ქამრების შემოჭერა" იწყება, მაგრამ როგორც ქვეყნის მთავარი ფინანსისტი აცხადებს, ეს საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს არ შეეხება. შესაბამისად, იმის ალბათობა, რომ წელსაც, შარშანდლის ანალოგიურად ჩინოვნიკები პრემია-დანამატის სახით საკმაოდ სოლიდურ თანხას აიღებენ, რეალურად არსებობს. თანაც 2015 წლის ბიუჯეტის მიხედვით, შარშანდელთან შედარებით, სახელფასო ფონდი თითქმის 90 მლნ ლარითაა გაზრდილი.
|
მაკა ხარაზიშვილი 10.03.2015
5 მარტს ეროვნულმა ბანკმა 900 მილიონი ლარის რეფინანსირების სესხი გასცა. ხაზგასასმელია, რომ აქედან 200 მილიონი ლარი მუდმივმოქმედი სესხია. შედეგად, ძლივს ცოტათი გამყარებული ლარი ისევ გაუფასურდა. სპეციალისტების აზრით, სასწრაფოდ უნდა შეიქმნას ანტიკრიზისული კომიტეტი, სადაც მთავრობის წევრებთან ერთად ეროვნული ბანკიც შევა, ხოლო კომიტეტს ექნება უფლება, დააკვირდეს სავალუტო აუქციონებს და მიიღოს დეტალური ინფორმაცია როგორ ყალიბდება კურსი.
|
ელზა წიკლაური 10.03.2015
საქართველოს მოსახლეობას 2015 წელს ხელფასის ზრდის იმედი არ უნდა ჰქონდეს. ამაზე მეტყველებს "რეზონანსის" ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებიც, რომლის მიხედვით, წელს რესპონდენტების თითქმის 64%-ს ხელფასი შეუმცირდა, აქედან 34,6%-ს "მკვეთრად". ამავე გამოკითხვის შედეგებით, წლეულს ანაზღაურება მხოლოდ 12%-ის გაეზარდა. სპეციალისტების პროგნოზით კი, წელს დასაქმებულების ხელფასი გაიზრდება, თუმცა მხოლოდ ნომინალურად.
|
ელზა წიკლაური 10.03.2015
ლარის დევალვაციის შედეგად სავაჭრო ობიექტების ნაწილი უკვე დაიხურა. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ვალუტა გამყარებას არ დაწყებს, გამორიცხული არ არის, რომ მათი ბედი მცირე და საშუალო საწარმოებმაც გაიზიარონ. ინდმეწარმეებს ჯერჯერობით თავი პროდუქციის გაძვირებით გააქვთ, სპეციალისტები კი გამოსავალს გადასახადის შემცირებაში ხედავენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკონომიკური აქტივობის კიდევ უფრო შენელებას პროგნოზირებენ.
|
მარი ჩიტაია 10.03.2015
წლის ბოლომდე ლუდის კომპანიებისა და ალკოჰოლური სასმელების ბაზარი 10%-ის ფარგლებში შემცირდება. მეწარმეების ვარაუდით, პროდუქტის გაძვირება, რის გადაწყვეტილებაც მათ აქციზის გაზრდილი გადასახადის გამო მიიღეს, რეალიზაციას შეამცირებს.
|
მარი ჩიტაია 10.03.2015
ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის ფონზე, საბურთალოზე, ასათიანის #10-ში, ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ადგილზე ცათამბჯენი შენდება. მეორე წელია მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებნი მშნებლობას აპროტესტებენ, მაგრამ შედეგი არ არის. მათი თქმით, ცათამბჯენის მშენებლობამ ახლომდებარე სახლების კედლების დაბზარა და შეიძლება საქმე ნგრევამდეც მივიდეს.
|
მაკა ხარაზიშვილი 10.03.2015
მთავრობას ინვესტორები არ სწყალობენ. ეკონომიკის სამინისტროს მიერ შექმნილი საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხიდან აუქციონზე მხოლოდ 2 ობიექტია გამოტანილი. დანარჩენი ქონების მყიდველი ჯერჯერობით არ გამოჩენილან. არადა, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს 2-3 თვეში მსხვილი ობიექტების გაყიდვიდან 350 მილიონ დოლარის მიღებისა და ლარის გამყარების იმედი აქვს.
|
თეა ბეჟიტაშვილი 10.03.2015
"ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისთვის მზად არ არის", - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა. მისივე თქმით, ევროპამ უკრაინის მაგალითზე საფრთხეებთან გამკლავება უნდა ისწავლოს.
|
|