თიკო ოსმანოვა
10.03.2015

 გახდება თუ არა უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, ამ საკითხზე პარლამენტი კენჭისყრას მომავალ კვირას აპირებს. პრეზიდენტის ფავორიტ კანდიდატს მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" იწუნებს, "ქართულმა ოცნებამ" კი მხარდაჭერა გუშინ ოფიციალურად გამოუცხადა.

იაგო ნაცვლიშვილი
10.03.2015

 "ფრაქციაში არავითარი დაპირისპირება არ არის. ვადასტურებ, რომ რიგ საკითხებზე არის აზრთა სხვადასხვაობა და მცირე გაუგებრობაც იყო, თუმცა ამას ნუ დავარქმევთ დაპირისპირებას. ამას დაპირისპირებასთან საერთო არაფერი არ აქვს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი.

მარი მგალობლიშვილი
10.03.2015

"ბარსელონას" ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ ფიფას ოფიციალურ გევრდს ინტერვიუ მისცა და გასული წელი შეაფასა. გამოცდილი ნახევარმცველი 2014 წლით უკმაყოფილოა.

თაკო მათეშვილი
10.03.2015

საქართველოში, შესაძლოა, ეუთოს მისია დაბრუნდეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ფორმით მოხდება ეს, დაუშვებს მას საკუთარ ტერიტორიაზე აფხაზეთისა და ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება, თუ მისია ისევ მხოლოდ ე.წ საზღვრამდე იმოქმედებს.

სალომე სარიშვილი
09.03.2015

"ვფიქრობ, ქართულ კინოში მოდის თაობა, რომელმაც საკუთარი თავი ძალიან საინტერესოდ წარმოგვიდგინა. მაგალითად, გიორგი ოვაშვილი, ზაზა ურუშაძე და ა.შ. ესაა თაობა, რომლებმაც თავიანთი სადებიუტო ფილმები საკმაოდ წარმატებულად გადაიღეს," - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი და დასძენს, რომ ქართულ კინოს უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ კინოს განვითარებისთვის ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალური დაინტერესება უნდა იყოს, რასაც ამ ეტაპზე ვერ ხედავს.

თიკო ოსმანოვა
09.03.2015

 უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ყოფილი კანდიდატი და სამართლის მეცნიერებათა დოქტორი ავთანდილ კახნიაშვილი კომპანია "სიტი პარკსა" და დედაქალაქის მერიის ყოფილ ხელმძღვანელობას შორის კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს და პროკურატურას საქმის შესწავლისკენ მოუწოდებს. მან ერთ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში სარჩელიც შეიტანა, რომლის განხილვა 11 მარტსაა ჩანიშნული.

ეკატერინე ბასილაია
09.03.2015

პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის არსებულ დაპირისპირებას შესაძლოა კიდევ ერთი ახალი თემა შეემატოს. ამჯერად, საუბარია იმაზე, რომ ლარის კურსის არასტაბილურობისა და ამავდროულად, მთავრობის მხრიდან კონკრეტული ანტიკრიზისული გეგმის არარსებობის გამო ქვეყნის პირველი პირი რიგგარეშე სხდომის დანიშვნისათვის ემზადება, ეს კი საპარლამენტო უმრავლესობას უკვე გაცხადებული აქვს, რომ არ მოსწონს და არც სხდომაზე აპირებენ მისვლას.

ვახტანგ შამუგია
09.03.2015

უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს ათობით მოქალაქე მონაწილეობს. თუმცა, მოხალისეთა რიცხვი, რომლებსაც იქ წასვლა სურთ, ბევრად მეტია. შაბათს ვერის პარკში მათ დონბასში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი შეხვდა.

ვახტანგ შამუგია
09.03.2015

 7 მარტს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუჯერსიში მომხდარ ავტოკატასტროფას საქართველოს ორი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. ბესო გორჯოლაძე და სოსო მაკარიძე სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ და ამერიკაში სწავლობდნენ.

თაია არდოტელი
09.03.2015

 "ლაფანყურის სპეცოპერაცია, როგორც ეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" მონათლა, დანაშაულებათა უზარმაზარი რაოდენობა იყო. ყველაფერი, რაც ვრცელდებოდა, პოლიტიკური სიცრუე გახლდათ", - ასე აფასებს ლაფანყურის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატთან შექმნილი საზოგადოებრივი საბჭოს წევრი სოსო ცისკარიშვილი 3 წლის წინანდელ მოვლენებს.

ელზა პაპოშვილი
09.03.2015

"საერთოდ, როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის საოკუპაციო ბაზა დგას, ეს ყოველთვის საფრთხის შემცველია. არა აქვს მნიშვნელობა, წრთვნას დაიწყებენ თუ არა. მათი საჰაერო თავდაცვა, როგორც სამხრეთ ოსეთიდან, ასევე აფხაზეთისა და სომხეთის გიუმრის სამხედრო ბაზიდან საკმაოდ კარგად აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიას. მათ ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცე ფაქტობრივად ალყაში აქვთ მოქცეული", - აცხადებს "მთელ კვირასთან" საუბრისას ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი.

თაკო მათეშვილი
09.03.2015

დისკრიმინაციული განცხადებისათვის თეა წულუკიანს მალე, შესაძლოა, 100 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწიოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი 10 არასამთავრობოსა და ზოგიერთი იურისტის მგსავსად, სახალხო დამცველიც მიიჩნევს, რომ მისი განცხადება ქსენოფობიურ და რასისტულ ხასიათს ატარებდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×