სალომე სარიშვილი
06.03.2015

 პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა "ვარდების მოედანზე" ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტს შემაშფოთებელს უწოდებს და ამბობს, რომ რეაგირება პარტიამ მაქსიმალურად ოპერატიულად მოახდინა.

მარიამ აფციაური
06.03.2015

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანატმა დამატებით სემესტრებზე გადასახდელი თანხა ჯამში 600 ლარიდან 3150 ლარამდე გაზარდა. დოქტორანტები და მასთან ერთად თსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები სწავლის საფასურის გაძვირებას აპროტესტებენ, რადგან ეს სტუდენტებს საზღვარგარეთ წამოწყებული კვლევის გაგრძელებაში ხელს შეუშლის. ისინი ადმინისტრაციისგან აქამდე დაწესებული თანხის (150 ლარის) შენარჩუნებას მოითხოვენ.

მაკა ხარაზიშვილი
06.03.2015

საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციას გადასახადების გაზრდასთან დაკავშირებით მთავრობა არ იზიარებს. ეკონომისტები კი სსფ-ს რჩევას მკვეთრად უარყოფითად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ გადასახადების გაზრდა ქვეყნის ეკონომიკას საბოლოოდ დაასამარებს.

მარი ჩიტაია
06.03.2015

მარტის დასაწყისში თხილის ფასი ისტორიულ რეკორდამდე ავიდა და შემდეგ ერთბაშად დაეცა. 12 ლარიდან ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი უცებ 8 ლარამდე გაიაფდა. 3-4 დღის წინათ 1 კგ თხილს გადამამუშავებელი ქარხნები 12 ლარად იბარებდნენ.

ელზა წიკლაური
06.03.2015

 ქართული ლარი ყველაზე მერყევი ვალუტაა. ბოლო 3 კვირის განმავლობაში რუსულ რუბლსაც, აზერბაიჯანულ მანათსაც, თურქულ ლირასაც და სომხურ დრამსაც აშშ დოლართან მიმართებაში მკვეთრი ცვლილება არ განუცდია. რყევას მხოლოდ ლარი განიცის და ისიც საკმაოდ ძლიერს. თუ ერთი კვირის წინათ 1 დოლარი 2,26 ლარი ღირდა, გუშინწინ კურსი 2,10-მდე გამყარდა, გუშინ კი ისევ გაუფასურდა და თანაც ერთბაშად 4 პუნქტით.

ია აბულაშვილი
06.03.2015

 დღევანდელ ჩვენს სტატიაში მკითხველს გვინდა შევახსენოთ რადენიმე საინტერესო ამბავი, რომელიც ეხება ძმებ ზუბალაშვილებს, მათ მიერ გაკეთებულ შეუფასებელ საქმეებსა და სამაგალითოდ გამორჩეულ ქველმოქმედებას.

მარი მგალობლიშვილი
06.03.2015

მადრიდის "რეალის" მცველისთვის, სერხიო რამოსისთვის 2014 წელი წარმატებული აღმოჩნდა. მან საკლუბო დონეზე ყველა ტიტული მოიგო - ჩემპიონთა ლიგაზე კი მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა - რამოსის გოლმა ლიგის ფინალში "რეალს" მეათედ მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა.

თეა ბეჟიტაშვილი
06.03.2015

სულ მალე, შესაძლოა, პარლამენტში სტუდენტებს თავიანთი უფლებების დამცველი ჰყავდეთ. არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგამ" პროექტის - "სტუდენტური ხმა საქართველოს პარლამენტში" განხორციელება დაიწყო.

იაგო ნაცვლიშვილი
05.03.2015

 "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე "რეზონანსთან" საუბრისას "პატრიოტთა ალიანსთან" გაერთიანებას გამორიცხავს. ბურჯანაძე ხაზგასმით აცხადებს, რომ ინაშვილთან ამ თემაზე საერთოდ არ უსაუბრია.

ელზა პაპოშვილი
05.03.2015

"ინტერპრესნიუსის" ფოტოჟურნალისტი ვარდების მოედანზე მიმდინარე აქციას აშუქებდა, რა დროსაც მას უცნობმა ახალგაზრდა მამაკაცმა სცემა და კამერა დაუმტვრია. ამის შემდეგ თავდამსხმელი საპროტესტო აქციაში მონაწილე ერთ-ერთ მანქანაში ჩაჯდა, რომელზეც კახა კუკავას პარტია "თავისუფალი საქართველოს" დროშა იყო დამაგრებული. აქციის კიდევ ერთი მონაწილე კი ფოტოჟურნალისტ ირაკლი გედენიძეს საქმეს ურჩევდა და სიტყვიერად ემუქრებოდა.

მაკა ხარაზიშვილი
05.03.2015

ლარის გაუფასურებამ სახელმწიფო ვალი 1,5 მილიარდ ლარით გაზარდა. 2015 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალის მომსახურებისთვის 358 მილიონი ლარია გათვალისწინებული. სავარაუდოდ, ბიუჯეტს უფრო მეტის გადახდა მოუწევს. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ მონაცემებს ახლა აზუსტებენ. სანამ ხადურის უწყება დაითვლიდეს, "რეზონანსმა" სავარაუდო მაჩვენებელი გამოიყვანა.

ეკატერინე ბასილაია
05.03.2015

"ოცნების" ამ საარჩევნო ციკლის დარსულებისას ერთი წარმთმეული ქონების დაბრუნებაც კი არ მოხდება. ამის შესახებ "რეზონანსთან" საუბრისას კონტროლის პალატის ყოფილი მაღალჩინოსანი, იურისტი ლევან ალაფიშვილი აცხადებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×