თიკო ოსმანოვა
04.03.2015

 უკრაინაში ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნების დასაქმება გრძელდება. ახლახან ცნობილი გახდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე უკრაინის რეფორმების საერთაშორისო ცენტრის წამყვანი ექსპერტი გახდა.

თაია არდოტელი
04.03.2015

 თბილისის აეროპორტში ბოლო ერთ თვეში გაძვირებულ და გართულებულ პარკინგს, რასაც ბევრი მგზავრი უჩივის, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა შალვა ოგბაიძემ ფეისბუკზე საკმაოდ მწვავე პოსტი მიუძღვნა.

ია აბულაშვილი
04.03.2015

 ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე და იმაზე, თუ რა მდგომარეობაა ქართულ პოლიტიკურ "ინფრასტრუქტურაში", "რეზონანსი" გია ხუხაშვილს ესაუბრა.

ეკატერინე ბასილაია
04.03.2015

დავით საგანელიძემ წასვლა გადაიფიქრა და კოალიციის წევრების ნაწილს ერთგვარი ნიშნის მოგებითაც კი განუცხადა, რომ "ზოგიერთებს იმედი უნდა გაუცრუოს" და არჩევნებამდე არსად წასვლას არ აპირებს.

სალომე სარიშვილი
04.03.2015

კინემატოგრაფისტების ბრალდებას, თითქოს კინოცენტრი კინოსტუდია "ქართული ფილმის" მიერთებას გეგმავს, კატეგორიულად უარყოფს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე და აღნიშნავს, რომ ამის შესახებ საუბარი არც ერთ უწყებაში არ ყოფილა. ამბობს, რომ ასეთი მოსაზრება მთლიანად არღვევს კანონს კინოს შესახებ, შესაბამისად, არც არავის გასჩენია.

იაგო ნაცვლიშვილი
04.03.2015

სახელმწიფო ენის ნორმების დარღვევისთვის ადმინისტრაციული ჯარიმები გათვალისწინებული აღარ არის. ეს გადაწყვეტილება განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე მიიღეს, სადაც კანონპროექტი პირველი მოსმენით გავიდა. კანონპროექტის ავტორებმა და კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება გამოთქმული შენიშვნების საფუძველზე გაიზიარეს. ახლანდელი რედაქციით, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი უფლებამოსილი იქნება, სახელმწიფო ორგანოებს მხოლოდ სათანადო რეკომენდაციებით მიმართოს.

თაკო მათეშვილი
04.03.2015

 "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 21 მარტს დაგეგმილ აქციაზე მისვლას ჯერ-ჯერობით მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი ზონა" აპირებს. სხვა ორგანიზაციები სურვილს არ გამოთქვამენ. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციაში კი ამას კატეგორიულად გამორიცხავენ და ამბობენ, რომ "თავმოყვარე პოლიტიკოსი" "ნაცმოძრაობას" გვერდით არ დაუდგება".

ელზა წიკლაური
04.03.2015

მკვეთრი ვარდნის შემდეგ ეროვნული ვალუტა უკვე რამდენიმე დღეა მყარდება. გუშინ სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ღირებულება 2,09-2,11 ლარის ფარგლებში მერყეობდა. სპეციალისტები კურსის გამყარებას აჟიოტაჟის ჩაცხრობას უკავშირებენ, რამდენიმედღიან ვარდნას კი ეროვნული ბანკისა და მთავრობის დაგვიანებულ და არასათანადო რეაქციას მიაწერენ.

მაკა ხარაზიშვილი
04.03.2015

 "ყაზტრანსგაზს" გაზის გაძვირება გადააფიქრებინეს. "სოკარში" კი განაცხადეს, რომ ტარიფის გაზრდას ისედაც არ აპირებდნენ. დარჩა ერთი პასუხგაუცემელი კითხვა - თუკი ლარის დევალვაციითა და არსებული ტარიფით გაზგამანაწილებელი კომპანიები ზარალობენ, როგორ ანაზღაურდება მათი ზარალი. "რეზონანსის" ინფორმაციით, მთავრობამ "ყაზტრანსგაზ-თბილისს" ორი საკითხის მოგვარება შესთავაზა.

მაკა ხარაზიშვილი
04.03.2015

ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, თბოსადგურების მფლობელები სემეკს ტარიფის გაზრდის მოთხოვნით მიმართავენ. სემეკში კი ირწმუნებიან, რომ თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაზრდა სამომხმარებლო ტარიფზე გავლენას არ მოახდენს.

მარი მგალობლიშვილი
04.03.2015

ფიფას ოფიციალური გვედისთვის მიცემულ ინტერვიუში ტონი კროოსი "რეალში" მის ადაპტაციასა და ჩემპიონთა ლიგის მომავალ თამაშზე საუბრობს. გერმანელი ფეხბურთელის თქმით, კარლოს ანჩელოტი იყო მიზეზი, რის გამოც ის "რეალში" გადავიდა. კროოსის განცხადებით, მისი ყოფილი გუნდი "ბაიერნი" "სამეფო კლუბისგან" დიდად არ განსხვავდება.

თეა ბეჟიტაშვილი
04.03.2015

 გასულ წლებთან შედარებით, გრიპისა და მსგავსი ვირუსების შემთხვევები წელს შემცირებულია თუმცა მიმდინარე სეზონზე, თებერვლის თვეში, ოდნავი მატება შეინიშებოდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×