სალომე სარიშვილი 28.02.2015
უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ოლეგ გლადკოვსკის განცხადებით, უკრაინამ რიგი ქვეყნებიდან ლეტალური იარაღის მიღება დაიწყო. ეს იმ ფონზე, როცა უკრაინის პრეზიდენტის პიოტრ პოროშენკოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის კონგრესისა და სენატის წევრებთან შეხვედრებს მართავს. უკრაინულ მედიაში უკვე საუბრობენ იმის თაობაზე, რომ სააკაშვილმა "აშშ თავდაცვითი შეიარაღებით მომარაგებაზე დაითანხმა."
|
თაკო მათეშვილი 27.02.2015
საქართველოს რეალურად ემუქრება საფრთხე, უკრაინის ბედი გაიზიაროს და რუსეთის აგრესია საკუთარ თავზე ისევ იწვნიოს - ამგვარად ეხმაურებიან თბილისში ნატოს გენერალის განცხადებასა და გაფრთხილებას იმის თაობაზე, რომ რუსეთი მალე, შესაძლოა, საქართველოსა და მოლდოვაზე გადმოვიდეს.
|
მაკა ხარაზიშვილი 27.02.2015
მთავრობა, სავალუტო ფონდთან ერთად, ეკონომიკის ზრდის ახალ პროგნოზზე მუშაობს. უკვე ცნობილია, რომ ახალი პროგნოზის კვალდაკვალ შემცირდება საბიუჯეტო პარამეტრები. სპეციალისტების განცხადებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირება ასევე შეკვეცს შემოსავალს და, საბოლოო ჯამში, ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტის დაახლოებით 10-15%-მდე შემცირება მოუწევს.
|
იაგო ნაცვლიშვილი 27.02.2015
დავით საგანელიძის ინფორმაციით, მომავალ არჩევნებზე "ქართული ოცნება" ამომრჩევლის წინაშე სხვა კონფიგურაციით წარდგება. ამ პარლამენტის წევრების დიდი ნაწილი სიაში აღარ იქნება, მათ შორის არც ზაქარია ქუცნაშვილი. მომავალ არჩევნებში მონაწილეობას თვითონაც აღარ აპირებს.
|
ლიკა ამირაშვილი 27.02.2015
C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანებს განკურნების ახალი შესაძლებლობა უჩნდებათ - მედიკამენტებს, რომელიც აპრილიდან შემოდის, პაციენტის განკურნების შანსი 90% ექნება. პირველ რიგში, წამალს ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები მიიღებენ. სპეციალისტების განმარტებით, მედიკამენტებს გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს.
|
სალომე სარიშვილი 27.02.2015
უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის არმიამ კონფლიქტის ზონიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანა დაიწყო. ამის მიუხედავად სეპარატისტთა ლიდერები ღიად ამბობენ, რომ ახლა მათი მთავარი სამიზნე მარიუპოლია.
|
ელზა პაპოშვილი 27.02.2015
"ქართულ ოცნებას" ერთი შანსიღა დარჩა - კვირიკაშვილი და ხადური გადააყენონ. თუ არა, დაელოდონ ხალხის რისხვას, რომელიც მათ უკვე კარზე აქვთ მომდგარი. აქციას ბიძინა ივანიშვილის სასახლესთანაც გავმართავთ და მოვუწოდებთ მას, რომ ქვეყანაში ინვესტიციები განახორციელოს. მშვენივრად შეუძლია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა და ფულის სესხებას ხელისუფლებამ თავი დაანებოს", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა ფინანსთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე.
|
თიკო ოსმანოვა 27.02.2015
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გროგორ კარასინის შეხვედრის პარალელურად საქართველოში ამ ფორმატის საფრთხეებზე საუბრობენ და ხელისუფლებას დიალოგის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.
|
მარი ჩიტაია 27.02.2015
ლარის მცირეოდენ გამყარებას რეგიონებში სასიკეთოდ არაფერი შეუცვლია. შეიძლება ითქვას, სავალუტო შოკი გრძელდება, რადგან კურსის მიმართ ხალხს დადებითი მოლოდინი არ აქვს. ხალხი წუხს, რომ ფასი პროდუქტებსა და მედიკამენტებზე თანდათან იზრდება, რაც მათ მატერიალურ მდგომარეობაზე მტკივნეულად აისახება.
|
მარიამ აფციაური 27.02.2015
ლარის გაუფასურება კორპუსებში მოსიარულე სადეზინფექციო სამსახურის მუშაობაზეც აისახა. გაურკვეველი წარმომავლობის ჯგუფმა უცებ იგრძნო კრიზისი და 1 ლარის ნაცვლად, გადასახდელი თანხა 2 ლარამდე გაზარდა. სადეზინფექციო სამსახურისგან შეწუხებული თბილისელები დახმარებას ქალაქ თბილისის მერიას სთხოვენ.
|
ელზა წიკლაური 27.02.2015
1-ლი მარტიდან თბილისში 1000 კბ/მ გაზი 750 ლარიდან 900 ლარამდე ძვირდება. კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისში" ამბობენ, რომ ტარიფი მხოლოდ იურიდიულ პირებს გაეზრდება, მოსახლეობას კი ცვლილება არ შეეხება. კომპანიაში აღნიშნულ გადაწყვეტილებას ლარის კურსის დაცემას უკავშირებენ.
|
ია აბულაშვილი 27.02.2015
მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ცნობილ ქართველ მეწარმეთა შორის ერთ-ერთი გამორჩეულ ფინანსისტზე, აკაკი ხოშტარიაზე ბევრი სმენია ჩვენს მკითხველს, ამიტომ თავს არ შევაწყენთ და დღევანდელ სტატიაში მხოლოდ რამდენიმე საინტერსო მასალას შევთავაზებთ, რომელიც მოგვაწოდა ჩვენმა კოლეგამ ალინა ჩაგანავამ.
|