სალომე სარიშვილი 26.02.2015
რუსთავში მდებარე ე.წ. სტამბოლის ბაზრის ყოფილი მოწილეები ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორს, დავით კირკიტაძეს წილების იძულებით წართმევასა და ზეწოლაში ადანაშაულებენ. ირწმუნებიან, რომ ყოფილმა გუბერნატორმა მისი ძმისა და რუსთავის საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარის მეშვეობით მათ წილები დაათმობინეს, ხოლო მaათ, ვინც ეს არ გააკეთა, პროკურატურის მეშვეობით სისხლის სამართლის საქმეები "შეუთითხნეს" და ციხეში ჩასვეს, თუმცა მოგვიანებით, ისევ და ისევ წილების დათმობის ხარჯზე, საპროცესო გარიგების საფუძველზე გაათავისუფლეს.
|
მარი ჩიტაია 26.02.2015
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებამ ლარზე ოდნავ სასიკეთოდ იმოქმედა. ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსით, ლარი მკვეთრ გაუფასურებას გადაურჩა. არსებობს მოსაზრება, რომ კურსი, შესაძლოა, დოლართან მიმართებაში 1.95-2,05 გახდეს, მაგრამ ამ პოზიციამდე მისასვლელად ლარს დიდი გამოცდა და ხანგრძლივი დრო დასჭირდება.
|
ეკატერინე ბასილაია 26.02.2015
უკვე ერთი თვეზე მეტია, ხელისუფლება ლარის გაუფასურების შეჩერებას ვერ ახერხებს. საზოგადოება მთავრობას უუნურობაში სდებს ბრალს და ამ კრიზისიდან გამოსასვლელად არა ზოგად განცხადებებს, არამედ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას ითხოვს.
|
ია აბულაშვილი 26.02.2015
"ქალაქის მერიასთან შექმნილი მრჩეველთა საბჭოს მეორე სხდომა მარტის თვეში გაიმართება, სადაც საბჭოს წევრები მერის წინაშე დააყენებენ იმ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც უახლოესი მომავალის საქმეა, კერძოდ, ვიმსჯელებთ იმ პრობლემებზე, რომლებიც დედაქალაქის განვითარებას უშლის ხელს," - განაცხადა მერიის მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა იგორ კვესელავამ, რომელსაც "რეზონანსი" მრჩეველთა საბჭოს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
|
ია აბულაშვილი 26.02.2015
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე და იმაზე, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ხელისუფლება, "რეზონანსი" პეტრე მამრაძეს ესაუბრა.
|
ელისო ჩაფიძე 26.11.2011
"მე კი ვარ გარემოს დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მაგრამ რომ გავიგე, ვინ იდგა მაგ ბიზნესის უკან, თავი დავანებე, გენაცვალე. ვის აქვს სასიკვდილოდ გასაწირი თავი? სხვა თემაზე, კი, ბატონო, მაგრამ მაგ ხეებზე ვერაფერს ვეტყვით. რად გინდათ ჩემი კომენტარი? რა დროსაც არ უნდა გაიაროთ ტყიბულიდან რაჭისაკენ, ამბროლაურისაკენ მიმავალ გზაზე, ყოველდღე ნახავთ სრულიად ჯანსაღ მორებს. ეს მორები მერე ზესტაფონსა და ქუთაისში მიაქვთ, სახერხში, ხერხავენ და გააქვთ ფოთიდან საზღვარგარეთ", - ეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია, რომელმაც ძალიან გვთხოვა ანონიმურად დარჩენა.
| |
თამარ მუკბანიანი 01.01.1970
კანონპროექტს საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურების შესახებ პარლამენტი 2018 წლისათვის მიიღებს. წესდება ზედა ზღვარი დანამატებისათვის - წლიური სახელფასო სარგოს 20%, პრემიისათვის კი - 10%. ცვლილებების ნაწილი მოსწონს არასამთავრობო სექტორს, თუმცა არასაკმარისად მიაჩნია, რადგან საკითხების ნაწილი კვლავ დეურეგულირებელია.
|
|