მამუკა ნაცვალაძე 02.03.2015
მადრიდში, "უნივერსიტარიოზე" საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მორიგი გამარჯვება მიითვალა. მილტონ ჰეიგის გუნდმა რაგბი-ევროპის წლევანდელი გათამაშების მესამე ტურის მატჩში ესპანეთის ნაკრები დაამარცხა 26:13.
|
მარი ჩიტაია 28.02.2015
როგორც ჩანს, თბილისის მოსახლეობას პური გაუძვირდება. მეწარმეების განცხადებით, თვითღირებულების ზრდა პროდუქტის ფასზეც იმოქმედებს, რაც საბოლოოდ საზოგადოებაში ნეგატიურ სოციალურ ფონს შექმნის. პურის გაძვირება უკავშირდება იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფის მატებას, რომლის თაობაზეც გადაწყვეტილება "ყაზტრანსგაზმა" მიიღო.
|
ვახტანგ შამუგია 28.02.2015
2012 წლის აგვისტოს ბოლოს, ლოპოტის ხეობაში ჩატარებული ხმაურიანი სპეცოპერაციისას დაკავებული ახმედ ჩატაევი, იგივე "ცალხელა აჰმედი" დღეს სირიაში იმყოფება. იქ იგი "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძვის და ჩრდილო კავკასიელ მოხალისეთა ერთ-ერთ შენაერთს, "იარმუკს" მეთაურობს. მას მოიხსენიებენ როგორც ამირ ახმად შიშანს (არაბ. - ჩეჩენი).
|
ეკატერინე ბასილაია 28.02.2015
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ახალი კანონი მიიღო, რომლის საბოლოო მიზანიც გალის მოსახლეობის ასიმილირებაა. კანონის მიხედვით, აფხაზეთში მცხოვრები გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის დე ფაქტო პასპორტში ეროვნების შეცვლა მარტივდება.
|
იაგო ნაცვლიშვილი 28.02.2015
"ვინ იქნება მომდევნო არჩევნებში პარტიულ სიაში და ვინ არა, ეს დათო საგანელიძის გადასაწყვეტი საკითხი არ არის. თუ ის იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს, კარგად გვქონია საქმე", - უთხრა "რეზონანსს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ.
|
ელზა პაპოშვილი 28.02.2015
ოთხშაბათ ღამით თელავის რაიონის სოფელ იყალთოში 43 წლის ვასილ ა.-მ საკუთარი მამა ჯიმშერ ა. ცემით მოკლა. მეზობლებმა მოხუცის ცხედარი დილით იპოვეს. მათი ინფორმაციით, მამა-შვილს შორის კონფლიქტი ხშირად ხდებოდა, რადგანაც შვილი სვამდა და მოხუცს ეს არ მოსწონდა.
|
თიკო ოსმანოვა 28.02.2015
ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისსა და მისგან გამოსვლის გზებზე დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ვეღარ იმსჯელებენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დღევანდელ სხდომას "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დადგმულ შოუს უწოდებენ და მასში მონაწილეობას არ აპირებენ. სხდომაზე მისვლას მხოლოდ "ნაციონალები" და "თავისუფალი დემოკრატები" გეგმავენ, თუმცა კვორუმისთვის ეს რაოდენობა საკმარისი არ იქნება და, შესაბამისად, სხდომა სავარაუდოდ, ჩაიშლება.
|
მაკა ხარაზიშვილი 28.02.2015
ლარი დოლართან მიმართებაში ერთბაშად გამყარდა. ოფიციალური კურსის მიხედვით, 1 დოლარი 2,1654 ლარი ღირს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, კურსის დასტაბილურებას იმპორტის შემცირებამ შეუწყო ხელი. ეკონომისტები კი განმარტავენ, რომ ლარის გამყარებაში დიდი წვლილი პანიკის შემცირებას მიუძღვის. ამიტომ, სავალუტო კრიზისთან დაკავშირებით, ეროვნულ ბანკს, მთავრობასთან ერთად, აქამდეც რომ გაეკეთებინა ახსნა-განმარტებები, შეიძლება ლარი 2,26 ნიშნულამდე არც გაუფასურებულიყო.
|
მარიამ აფციაური 28.02.2015
ხალხი ეროვნული ვალუტისგან გამოწვეულ კრიზისს სხვადასხვა ხერხით უმკლავდება. ისინი შესაძენი პროდუქტის მოცულობას, ჩამონათვალს ზღუდავენ. "რეზონანსის" მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ უმეტესობამ უარი თქვა ისეთ შენაძენზე, როგორიც სამოსი, ტექნიკა, ავეჯი, სამშენებლო მასალა და საიუველირო ნაწარმია. ბევრმა გასართობ ცენტრებში სიარულსაც მოუკლო. ეკონომიის გაწევის შემდეგ, მათმა დანაზოგმა, საშუალოდ, 22% შეადგინა.
|
მარიამ ხიდაშელი 28.02.2015
აზერბაიჯანმა სამომხმარებლო ფასების ზრდა შეაჩერა. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, მთავრობამ მედიკამენტებსა და პურზე ფასი შეინარჩუნა. საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ მედიკამენტები მცირედით გაძვირდა, პურზე კი იგივე ფასი დარჩა. თუ მედიკამენტების გაძვირება გაგრძელდება, მთავრობა ფასების სუბსიდირებას მოახდენს ან ზედა ზღვარს დააწესებს.
|
თეა ბეჟიტაშვილი 28.02.2015
ჯანმრთელი და მოვლილი სახის კანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი საკვები და წყალია. დიეტოლოგები წყლის ხშირად მიღებას მუდამ გვირჩევენ, რადგან წყალი არა მარტო სახის კანისთვის, არამედ მთელი ორგანიზმისთვის სასარგებლო და აუცილებელია.
|
მამუკა ნაცვალაძე 28.02.2015
ტიბო კურტუა "ჩელსიმ" მიმდინარე საფეხბურთო სეზონის წინ დაიბრუნა. მადრიდის "ატლეტიკოში" გატარებული წლები ბელგიელი მეკარისთვის შესანიშნავი სკოლა გამოდგა. განსაკუთრებულად დაგვამახსოვრა თავი მან მსოფლიო ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული და დამაჯერებელი თამაშით.
|