ია აბულაშვილი 05.03.2015
"რისი თქმაც გარანტირებულად შეიძლება, ის არის, რომ წლის განმავლობაში რაიმე ეკონომიკური წინსვლა არ იქნება, არც რეფორმები, რადგან ამის რესურსი ხელისუფლებაში, უბრალოდ, არ არის," - განაცხადა დემურ გიორხელიძემ, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
|
თეა ბეჟიტაშვილი 05.03.2015
"თუ სააპელაციო სასამართლო და მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი ჩვენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ამის შედეგად "არემჯი გოლდი" საყდრისზე სამუშაოების გაგრძელებას ვეღარ შეძლებს," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი.
|
ლიკა ამირაშვილი 05.03.2015
ქუთაისში პარლამენტის შენობასთან გუშინ იპოთეკით დაზარალებულების საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლებიც იპოთეკით დაზარალებულთა ბინებიდან გამოსახლების შეჩერებას და პარლამენტის თავმჯდომარეთან შეხვედრას ითხოვენ. ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ფართომასშტაბიან აქციებს გამართავენ.
|
ელზა პაპოშვილი 05.03.2015
შიდა ქართლის ადმინისტრაციული საზღვრისპირა სოფლებიდან ერთი კვირის განმავლობაში სამი ადამიანი გაიტაცეს. გორის რაიონის სოფლებიდან, ქერედან და ქვეშიდან, ორი ადგილობრივი მაცხოვრებელი რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.
|
ქეთა ციცქიშვილი 05.03.2015
მთავარ პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტი სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად ემზადება. მთავარი პროკურატურის განმარტებით, ახალი დეპარტამენტი სხვა დანაშაულთან ერთად ქონების იძულებით დათმობის სავარაუდო ფაქტებზეც იმუშავებს.
|
ელზა პაპოშვილი 05.03.2015
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ახმეტის რაიონული ორგანიზაცია მუნიციპალიტიეტის გამგეობის მიერ სამი ავტომობილის შესყიდვის საკითხს აპროტესტებს. გამგებელს კი მიაჩნია, რომ ამ ნაბიჯით, პირიქით, საბიუჯეტო სახსრები დაზოგა და ბრალდების შინაარსი უკვირს.
|
მარიამ აფციაური 05.03.2015
ავტოგაზის ფასის მატება და ლარის გაუფასურება ტაქსების მიერ დაწესებულ ტარიფზე აუცილებლად აისახება. ადრე თუ ცენტრალურ უბნებში გადაადგილება 3-4 ლარის ფარგლებში მერყეობდა, ფასმა უახლოეს მომავალში შეიძლება 5 ლარამდე მოიმატოს. ტარიფის ცვლილებაზე საუბრობენ ის კომპანიებიც, რომლებსაც ავტომობილი ბენზინზე ჰყავთ. მათ სესხი დოლარში აქვთ გამოტანილი და ამიტომ იძულებულნი არიან მგზავრობა გააძვირონ.
|
მარი ჩიტაია 05.03.2015
ორბეთი-ალგეთის ხეობა-აბრამეთის საავტომობილო გზის 9,5 კმ-იან მონაკვეთს გადაუდებელი რეაბილიტაცია სჭირდება. სახელმწიფო უნივერსიტეტის სააგარაკო დასახლების 400 მცხოვრები ჩივის, რომ წლის ნებისმიერ პერიოდში საავტომობილო მიმოსვლა ჭირს.
|
მაკა ხარაზიშვილი 05.03.2015
ლარის გაუფასურებამ სახელმწიფო ვალი 1,5 მილიარდ ლარით გაზარდა. 2015 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალის მომსახურებისთვის 358 მილიონი ლარია გათვალისწინებული. სავარაუდოდ, ბიუჯეტს უფრო მეტის გადახდა მოუწევს. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ მონაცემებს ახლა აზუსტებენ. სანამ ხადურის უწყება დაითვლიდეს, "რეზონანსმა" სავარაუდო მაჩვენებელი გამოიყვანა.
|
მარიკა გოგოხია 05.03.2015
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფლაციის მონაცემებმა, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა, სპეციალისტების კრიტიკა გამოიწვია. მათი აზრით, ციფრებში აშკარა უზუსტობაა და საერთო გაძვირების ფონზე ინფლაციის შემცირებაზე საუბარი უხერხულია.
|
სალომე სარიშვილი 05.03.2015
"პირადად ვნახე ათენში ქართველი ქალბატონების რიგი სალაროებთან, რომლებიც აქ ოჯახებს გადმორიცხული თანხით ინახავენ. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ხალხის სულისკვეთება გმირობის ტოლფასია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მათ ჩვენი ბიუჯეტის ჩამოყალიბებაში საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვით. იქ დასვენების ან გართობის ელემენტარული ნიშანწყალიც კი არ მოიძებნება, ესაა ცხოვრებისთვის ბრძოლის კლასიკური მაგალითი. ვფიქრობ, ეს ქალბატონები ძეგლის ღირსნიც კი არიან," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე.
|
მამუკა ნაცვალაძე 05.03.2015
"მანჩესტერ იუნაიტედისთვის" მიმდინარე სეზონი ახალი საფეხბურთო წელთაღრიცხვის დასაწყისია - ვან გაალის მოსვლის შემდეგ "წითელმა ეშმაკუნებმა" მოწინავე პოზიციები დაიბრუნეს და ფრაგმენტულად საუკეთესო ფეხბურთი შესთავაზეს გულშემატკივარს. ერთ-ერთი მათგანი, ვისიც ცნობილ ჰოლანდიელს ეიმედება, ეშლი იანგია, რომლისთვისაც ინგლისის თასზე "კემბრიჯის" წინააღმდეგ ნათამასევი მატჩი საიუბილეო მეასე აღმოჩნდა.
|