ლელა ოჩიაური
04.03.2015

ქართველი ებრაელების, საქართველოში ებრაელების ჩამოსახლების, ცხოვრების, წარსულისა და აწმყოს, მათი ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების, საქართველოსგან განუყოფლობისა და მისი ნოსტალგიის შესახებ თითქოს ბევრია ცნობილი და თითქოს არცაა. არც ქართული ლიტერატურაა ამ მხრივ უხვი და პროცესების აქტიური თანმხლები, მაშინ, როდესაც ქართულ-ებრაული ურთიერთობის ისტორია 26 საუკუნეა გრძელდება და ჩვენი ყოფის განუყრელი ნაწილია.

თიკო ოსმანოვა
03.03.2015

 2014 წელს უკრაინის არმიამ დაკარგა: 22 ერთეული ავიატექნიკა და სამასამდე ბრონირებული მანქანა, მათ შორის 78 ტანკი და 230 ბეტეერი. უკრაინული მედია იმ სამხედრო ტექნიკის დანაკარგებზე აქვეყნებს ინფორმაციას, რომელიც ჩვენმა მეგობარმა ქვეყანამ გასულ წელს საბრძოლო მოქმედებების დროს განიცადა.

ელზა წიკლაური
03.03.2015

 შემცირებული ექსპორტის, ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და ეკონომიკური ვარდნის შესაჩერებლად მთავრობას კონკრეტული ანტიკრიზისული გეგმა ჯერ არ წარმოუდგენია. ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ დაიწყება მასობრივი პრივატიზაცია, მოხდება ექსპორტის წახალისება და შემოიჭერენ ქამრებს. ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ ანტიკრიზისულ გეგმას მთავრობა მალე გამოაქვეყნებს, რაც უკვე იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებას ეს გეგმა ჯერ მზად არ აქვთ.

თაკო მათეშვილი
03.03.2015

სამართლიანობის აღდგენის დაანონსებიდან ერთი თვის თავზე მთავარ პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი შეიქმნა, რასაც იურისტები და უფლებადამცველები იმედის თვალით შეჰყურებენ. ამბობენ, რომ თუკი მისი საქმიანობა რეალური იქნება და არა ფორმალური, შესაძლებელი გახდება იმ უკანონო განაჩენების გადასინჯვა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იქნა გამოტანილი და რომლის მეშვეობითაც არაერთ ადამიანს წაართვეს ქონება.

თეა ბეჟიტაშვილი
03.03.2015

 მოსკოვის ცენტრში მოკლული რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე მნიშვნელოვანი ინფორმაციისთვის რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 3 მილიონი რუბლი დააწესა.

მარი მგალობლიშვილი
03.03.2015

კარიმ ბენზემამ ესპანელ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა, სადაც ის ბევრ საინტერესო თემეაზე საუბრობს. ფრანგი ფეხბურთელის თქმით, "რეალში" რონალდუსთან გვერდით თამაში მისთვის დიდი პატივია.

მაკა ხარაზიშვილი
03.03.2015

ლარის დევალვაციის გამო ბიზნესმენებს სესხების მომსახურება 1 თვეში 3 მილიონი ლარით გაეზარდათ. გარდა ამისა, მათ გაუძვირდათ იჯარა და სხვადასხვა სახის მომსახურება. სპეციალისტების გათვლებით, ეროვნული ვალუტის გაუფასურებით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს ითვლის.

მაკა ხარაზიშვილი
03.03.2015

საქართველოში წლის განმავლობაში, დაახლოებით, 100 მილიონი ლარის ელექტროენერგია იკარგება. სპეციალისტებს ეს მონაცემიც ეცოტავებათ, სემეკში კი ამტკიცებენ, რომ ელექტროენერგეტიკა ყველაზე მოწესრიგებელია და დანაკარგების მაჩვენებელი ევროპული ქვეყნების ანალოგიურია. სადისტრიბუციო კომპანიებს ბოლომდე არ აქვთ მიყვანილი ინდივიდუალური გამრიცხველიანება, თანამედროვე მოწყობილობების დამონტაჟება, რაც დანაკარგების ოდენობას კიდევ უფრო შეამცირებდა.

მარი ჩიტაია
03.03.2015

ბინის გამქირავებლებისთვის სახელშეკრულებო პირობები იცვლება. უძრავი ქონების სააგენტოების ინფორმაციით, ახალ ხელშეკრულებაში სავალუტო კურსსაც გაითვალისწინებენ, რაც დამქირავებლებს მეტ გარანტს მისცემს და სავალუტო რყევებისგან დაიცავს. არ არის გამორიცხული, ბინის მფლობელებს სავალუტო ცვლილებების შემთხვევაში, ზღვარი დაუწესდეთ.

ელზა წიკლაური
03.03.2015

სამართლიანობის აღდგენის პროცესი თებერვალშიც ვერ დაიწყო ყოფილი და მოქმედი პრემიერების დაპირება ნაჩქარევი აღმოჩნდა. სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი მხოლოდ ახლა შეიქმნა. თავად დაზარალებულთათვის კარგა ხანია არაფერი შეცვლილა. მათ მინიმუმ რამდენიმე თვე მოცდა კიდევ მოუწევთ.

იაგო ნაცვლიშვილი
03.03.2015

 ზურაბ აბაშიძის განცხადებამ ქვეყანა დააზარალა ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით, - ამბობს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი მაია ფანჯიკიძე "რეზონანსთან" ინტერვიუში.

თაია არდოტელი
02.03.2015

 "უკეთესი იქნებოდა, ეს კვლევა გაგრძელებულიყო და როდესაც ციფრების შესახებ კითხვები აღარ იქნებოდა, შემდეგ გამოქვეყნებულიყო, რადგან ახლა შესაძლოა, ვინმეს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნას, რომ ეს ანგარიში უბრალოდ ცეცხლზე ნავთის დასხმის სურვილია", - განაცხადა "მთელ კვირასთან" საუბრისას დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარე სოსო ცისკარიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ ბიუჯეტიდან დაფინანსებული, სახელმწიფო უწყებების სარესტორნო და სასტუმრო მომსახურების ხარჯების შესახებ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების შეფასებისას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×