მარიამ აფციაური 07.03.2015
პროფესიულ სასწავლებელში სწავლის მსურველთა რაოდენობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ყველაზე მაღალია მოთხოვნა მზარეულის, მშენებლობის, ბუღალტრის, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ავტომშენებლობისა და ჭრა-კერვის სპეციალობებზე. როგორც "რეზონანსს" რესპონდენტების უმეტესობამ განუცხადა, მათი მაღალი ინტერესი ამ სასწავლებლის მიმართ გამოწვეულია იმით, რომ მისი დამთავრების შემდეგ დასაქმების შანსები მაღალი აქვთ.
|
მაკა ხარაზიშვილი 07.03.2015
2014 წლის მე-4 კვარტალში საწარმოთა მთლიანი ბრუნვა გაიზარდა. თუმცა, მსხვილი ბიზნესის წილი ისევ 80%-მდეა, ხოლო საშუალო და მცირე ბიზნესი 20%-ს იყოფს.
|
მარი ჩიტაია 07.03.2015
შარშანდელთან შედარებით, სიმინდი 33%-ით გაიაფდა. ამის მიზეზად სიმინდის იმპორტის მკვეთრი ზრდა სახელდება. ამ ეტაპზე 1 ფუთი სიმინდის ფასი 10 ლარია, შარშან ამ დროს კი მისი ფასი 15 ლარი იყო.
|
თეა ბეჟიტაშვილი 07.03.2015
ვარჯიში, სუფთა ჰაერი და მშვიდი ცხოვრება ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ვერ მოახდენს, თუ ამ ყველაფერს არ ერთვის სწორი კვება. ეს ორი სიტყვა მარტივი დასამახსოვრებელი და გამოსათქმელია, მაგრამ შესასრულებლად რთულია.
|
მარი მგალობლიშვილი 07.03.2015
"როსონერის" იტალიელი მცველი, ლუკა ანტონელი გულშემატკივრებს შეხვდა გუნდის მიერ ორგანიზებულ წვეულებაზე და ჟურნალისტებს მცირე ინტერვიუც მისცა.
|
მარი ჩიტაია 07.03.2015
იჯარის გადასახადის ზრდამ სავაჭრო სექტორს პრობლემა შეუქმნა. მაღაზიების დახურვის ფაქტები, რაც ბოლო დროს გახშირდა, სავაჭრო სფეროს კრიზისს ადასტურებს. ცოტა ადრე თუ ტენდენცია ტანსაცმლის ბიზნესზე აისახებოდა, უკვე სუპერმარკეტებსაც შეეხო.
|
ლიკა ამირაშვილი 07.03.2015
ახალციხეში ე.წ. თვალის წყაროში კოლიფორმული ბაქტერიები აღმოაჩინეს. სურსათის ეროვნული სააგენტო ახალციხის მოსახლეობას აფრთხილებს, რომ აღნიშნული წყაროს წყალი გადადუღების გარეშე არ გამოიყენოს. პრობლების გამოსასწორებლად რეკომენდაციები უკვე გაცემულია. სპეციალისტების თქმით, შეცვლილი გემოს, ფერის და არასასიამოვნო სუნის შემთხვევაში წყალში დაბინძურების რისკები იზრდება.
|
ელზა პაპოშვილი 06.03.2015
იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილზე კიდევ ერთი ადამიანის დნმ-ის კვალია აღმოაჩენილი. ამ ინფორმაციას დაზარალებულის ოჯახის ადვოკატები ავრცელებენ. მათი თქმით, საგამოძიებო უწყება ამ ეტაპზე დნმ-ს საშუალებით ცდილობს პირის ვინაობის დადგენას.
|
თიკო ოსმანოვა 06.03.2015
"რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ მორიგ პროვოკაციულ ნაბიჯებს დგამს", - ასე აფასებენ პოლიტოლოგ-ექსპერტები მოსკოვის მხრიდან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მორიგი წვრთნების ჩატარებას. პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ მაისაია ამას აფხაზეთსა და რუსეთს შორის დადებულ ე.წ ხელშეკრულებას უკავშირებს, რომელიც ძალაში გუშინ შევიდა.
|
იაგო ნაცვლიშვილი 06.03.2015
დავით საგანელიძისა და ზაქარია ქუცნაშვილის დაპირისპირების შემდეგ ფრაქცია "ქართული ოცნების" შიგნით კიდევ ერთი დაპირისპირებაა. დეპუტატი ელისო ჩაფიძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ დაპირისპირება ირაკლი ტრიპოლსკისთან აქვს.
|
თაკო მათეშვილი 06.03.2015
პანიკა არ უნდა ავტეხოთ და ჩვეულებრივ გავაგრძელოთ იმის შესრულება, რაც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმითაა გათვალისწინებული, ან თუნდაც ნატოსთან დასაახლოებლადაა საჭირო - ასე ეხმაურებიან საქართველოში ბოლო დღეებში გაკეთებულ ორ საკმაოდ არასასიამოვნო განცხადებას იმის შესახებ, რომ ნატო გასაფართოებლად არაა მზად, ევროკავშირი კი სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად.
|
ელზა პაპოშვილი 06.03.2015
"ჩემზე თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც აქციის მონაწილეებს მანქანებით მსვლელობა უნდა დაეწყოთ. მე კამერით ვიღებდი მათ გადაადგილებას. მოულოდნელად ერთ-ერთი მანქანიდან ახალგაზრდა ბიჭი გადმოვიდა და ჩანაწერის წაშლა მომთხოვა. მე, რა თქმა უნდა, ავუხსენი, რომ ჩემს პროფესიულ საქმიანობას ვასრულებდი და მას ამ მოთხოვნის არანაირი უფლება არ ჰქონდა.
|