მაკა ხარაზიშვილი 12.03.2015
საქართველოში ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, უცხოური კაპიტალდაბანდების მაჩვენებელმა მილიარდიან ზღვარს გადააბიჯა და 1,3 მლრდ-ს მიაღწია. ინვესტორი ქვეყნების სამეულში პირველად მოხვდა ჩინეთი.
|
მარი ჩიტაია 12.03.2015
კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის არსებული ტარიფი მაისამდე ბიუჯეტიდან სუბსიდირების ხარჯზე შენარჩუნდება. მთავრობის ძალისხმევა პრობლემას მხოლოდ მოკლე პერიოდში მოაგვარებს. დიდი ალბათობით, უკვე 1-ლი მაისიდან იურიდიულ პირებს ბუნებრივი აირი გაუძვირდებათ.
|
მაკა ხარაზიშვილი 12.03.2015
გუშინ ლაგოდეხში, აზერბაიჯანის საზღვართან ხმაური იყო. ლაგოდეხელებთან ერთად, კახში მცხოვრებმა ქარველებმა აზერბაიჯანის საზღვარი გადაკეტეს და იქიდან მომავალ ავტომანქანებს საქართველოში შემოსვალის შესაძლებლობას არ აძლევდნენ. საბოლოოდ, პოლიციის ჩარევით საზღვარი გაიხსნა.
|
მამუკა ნაცვალაძე 12.03.2015
გაირკვა ჩემპიონთა ლიგის ორი მეოთხედფინალისტის ვინაობა - "სანტიაგო ბერნაბეუზე" დიდი სირცხვილი ჭამა მადრიდის "რეალმა", რომელმაც მატჩის მიწურულს იხსნა "სამეფო" პრესტიჟი, გელზენკირხენის "შალკეს" არ დაანება მეხუთე გოლის გატანა და მომდევნო ეტაპზე სტუმრად მოგებული შეხვედრის წყალობით გააღწია. მეორე მეოთხედფინალისტმა "პორტომ" კი "დრაგაუზე" შანსი არ დაუტოვა შვეიცარიულ "ბაზელს".
|
მარიამ აფციაური 12.03.2015
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენი ზოლის რეაბილიტაციაზე "ტავთან" მოლაპარაკება კვლავ მიმდინარეობს. ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პროცესი დასკვნით ფაზაშია. მანამდე კი, 11 მარტიდან მოყოლებული მოხდება ხელოვნური საფარის კომპლექსური სარემოტო სამუშაოს შესრულება.
|
თაკო მათეშვილი 11.03.2015
ევროკავშირის მოთხოვნა თუ თვითშემოქმედება - იუსტიციის მინისტრის განცხადება და ზოგადად, სავიზო რეგულაციები კრიტიკის ქარცეცხლში კიდევ ერთხელ მოექცა. მიზეზი კი წულუკიანის ის ფრაზა გახდა, სადაც ამბობს, რომ სავიზო პოლიტიკის გამკაცრებამ და კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის შეზღუდვამ ევროპასთან ინტეგრაციის საქმეში გარკვეული წარმატებები მოგვიტანა.
|
ია აბულაშვილი 11.03.2015
"ნაციონალური მოძრაობა" 21 მარტს ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავს, რასაც საზოგადოებაში უკვე მოჰყვა გამოხმაურება და ვარაუდი, რომ შეიძლება სიტუაცია დაიძაბოს და პროცესების ესკალაცია მოხდეს. აქვს თუ არა "ნაციონალურ მოძრაობას" საკუთარი ლოზუნგის სისრულეში მოყვანის შანსი, ამის თაობაზე "რეზონანსი" გია ხუხაშვილს ესაუბრა.
|
თაია არდოტელი 11.03.2015
"პატიმრობა ჩემი თვითმიზანი არ არის. ჩემი მიზანია, რომ ანაზღაურდეს მატერიალური ზარალი, ანაზღაურდეს ის აპარატურა რომელიც დამტვრეულია. დღეს მე ფაქტობრივად უმუშევარი ვარ,"- აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტი ირაკლი გედენიძე, რომელსაც წინა ოთხშაბათს, საპროტესტო აქციის გაშუქებისას კახა კუკავას პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი და მისი შვილი დაესხნენ თავს. პირველი გედენიძეს აკავებდა, მეორე კი სცემდა. მიუხედადავად ამისა, სს საქმე მხოლოდ შვილზე აღიძრა, რომელიც სასამართლომ 3-ათასიანი გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.
|
ელზა პაპოშვილი 11.03.2015
როგორც თელავში ჩაცხრილული ძმები ბოჭორიშვილების მეზობლები ამბობენ, მკვლელობის მოტივი ის იყო, რომ ძმებმა, რომლებიც საავტომობილო ზეთით ვაჭრობდნენ, ნისიაზე უარი უთხრეს პოლიციის თანამშრომელს, რომელსაც მათი ვალი უკვე ჰქონდა. ეჭვმიტანილის დასაკავებლად გუშინ მთელ კახეთში რეიდები იყო. საბოლოოდ 24 წლის პოლიციელი, გიორგი ირემაშვილი დაიჭირეს და მას წინასწარგანზრახული მკვლელობა ედება ბრალად.
|
თეა ბეჟიტაშვილი 11.03.2015
მომზადებულია საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელია საჯარო სამსახურში ნეპოტიზმის ფაქტების კრიმინალიზება მოხდეს. მისი ავტორია ა/ო "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო".
|
ლიკა ამირაშვილი 11.03.2015
სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა პარლამენტს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა. ორგანიზაცია ითხოვს, რომ სტაჟირება სტატუსით მუშაობას გაუტოლდეს და შრომით გამოცდილებად ჩაითვალოს. ამ წინადადებაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში იმსჯელეს.
|
მარი ჩიტაია 11.03.2015
თბილისის მოსახლეობა გაზგამანაწილებელ კომპანიებს გადასახადის ხელოვნურად გაზრდაში ადანაშაულებს. ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, მოქალაქეების ნაწილს თითქმის გაორმაგებული გადასახადი მიუვიდა. ხალხს ეჭვი აქვს ბუნებრივი გაზის წნევისა და კალორიულობის მიმართ.
|