მამუკა ნაცვალაძე 16.03.2015
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა "მიხეილ მესხზე" ევროპა რაგბის გათამაშების მეხუთე ტურში რუსეთის ნაკრებს უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა 33:0. ეს "ბორჯღალოსნებისა" და "დათვების" მე-19 შერკინება გახლდათ, რომლიდანაც ჩვენებურები 17-ჯერ გამოვიდნენ გამარჯვებულები.
|
ეკატერინე ბასილაია 14.03.2015
გალში დარჩენილ 11 ქართულ სკოლაში მომავალი წლიდან სწავლება რუსულ ენაზე მოხდება და ქართული მხოლოდ ერთ რიგით საგნად დარჩება. ყოველ შემთხვევაში, ასე აანონსებს აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება და თვით ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამაც ორი დღის წინ განაცხადა, რომ მათთვის მიუღებელია მის "რესპუბლიკაში" მოსწავლები თბილისში დაბეჭდილი ისეთი სახელმძღვანელოებით სწავლობდნენ, რომელიც "აფხაზეთის სახელმწიფოს არსებობას უარყოფს".
|
იაგო ნაცვლიშვილი 14.03.2015
"თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა და ა/ო "თავისუფალი თაობის" ხელმძღვანელი ლადო სადღობელაშვილი ერთმანეთს პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებენ. კუკავა ამბობს, რომ ხუთშაბათს პატრულის მიერ დაკავებული სადღობელაშვილი პოლიციის შენობაში ხელბორკილების გარეშე დასეირნობდა. ამბობს, რომ დაპირისპირებისას მას ბორკილები დაადეს, სადღობელაშვილი კი ისევ ბორკილების გარეშე დარჩა. კუკავა მას სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს და ხელისუფლების მიერ შექმნილ ზონდერს უწოდებს.
|
თიკო ოსმანოვა 14.03.2015
ოფიციალური მოსკოვი საქართველოსთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთიდან შესული ტვირთების მონიტორინგს ეხება, ეჭვქვეშ აყენებს. საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თქმით, ხელშეკრულებაში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე არაფერია ნათქვამი და იგი მხოლოდ რუსეთსა და საქართველოს ეხება. შესაბამისად, ლავროვი ამ შეთანხმებას, მისი თქმით, 2008 წლის შემდეგ დამდგარი "ახალი რეალობიდან" გამომდინარე განიხილავს და მიანიშნებს, რომ ნეიტრალური დამკვირვებლები არა ფსოუსა და როკის გვირაბთან, არამედ ენგურზე და ერგნეთთან უნდა დადგნენ.
|
ია აბულაშვილი 14.03.2015
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საქართველოში ახლი ელჩის კანდიდატურა წარადგინა. სავარაუდოდ, ამ თანამდებობას დიპლომატი იან კელი დაიკავებს. ცნობისათვის, იან კელი პროფესონალი დიპლომატია და სხვადასხვა დროს მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებდა. იყო აშშ-ს წარმომადგენელი ეუთოში; აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში რუსეთის საქმეთა ოფისის დირექტორი. 2009-2010 წლებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ბიუროში ეკავა სპიკერის პოზიცია.
|
ვახტანგ შამუგია 14.03.2015
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თითქმის ერთი კვირაა ჟურნალისტების წინაშე არ გამოჩენილა. სოციალურ ქსელებში ამ ფაქტმა დიდი რეზონანსი გამოიწვია. რუსულენოვან, და არა მარტო, ბლოგებსა თუ ფორუმებზე გავრცელდა სხვადასხვა ვერსიები იმის შესახებ, თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს პუტინის ასეთი მოულოდნელი გაუჩინარება. ვარაუდებს შორის ყველაზე პოპულარული რუსეთის ლიდერის გარდაცვალება ან მძიმე ავადმყოფობაა.
|
ლიკა ამირაშვილი 14.03.2015
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი სასწავლო წლიდან ის ბავშვები, რომლებსაც სასწავლო წლის დაწყებამდე 6 წელი არ შეუსრულდებათ, სკოლაში ვერ შევლენ. სამინისტროს ეს გადაწყვეტილება მშობლებისთვის მოულოდნელი იყო და მათი ნაწილი უკმაყოფილოა.
|
თეა ბეჟიტაშვილი 14.03.2015
უძილობა, იგივე ინსომნია თითქმის ყველა ადამიანს აწუხებს. უძილობა თავს ყველა ასაკში იჩენს, თუმცა, მისი გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს. ზრდასრულ ადამიანს ღამით ჩვეულებრივ 7-8 საათი უნდა ეძინოს. დღის ძილი კი ღამისას არ ცვლის.
|
მარი მგალობლიშვილი 14.03.2015
პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა პეპემ გუნდის ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა, სადაც ის ბევრ საინტერესო თემას ეხება. პეპე ინტრვიუში აღნიშნავს, რომ ერთი პერიოდი "სამეფო კლუბის" დატოვება და კარიერის "მანჩესტერ იუნაიტედში" გაგრძელება ჰქონდა გადაწყვეტილი.
|
ელზა პაპოშვილი 14.03.2015
"იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილას, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი ორგანოების მიერ აღმოჩენილია რამდენიმე ადამიანის დნმ-ის კვალი. თუმცა, მინდა დაზუსტებით ვთქვა, რომ ყველაზე სერიოზულად და საეჭვო დნმ-ს კვალად მხოლოდ 2 ჩაითვალა.
|
სალომე სარიშვილი 14.03.2015
საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირი კომპანია "არემჯის" უპირისპირდება. მათი თქმით, კომპანიის ხელმძღვანელობა თავის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ამავდროულად პროფკავშირში არიან გაერთიანებული, პროფკავშირის დატოვებას აიძულებს.
|
მარი ჩიტაია 14.03.2015
ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემის დასაძლევად კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავებას სპეციალისტთა ერთი ნაწილი აუცილებელ ღონისძიებად მიიჩნევს, თუმცა ჯერჯერობით განვითარების წინაპირობას ვერ ხედავს. მათი შეფასებით, ეკონომიკას ბიძგი მიეცემა, მაგრამ მნიშვნელოვანი წინსვლა არ იქნება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|