თამარ ლომიძე (ბიზნესპრესი) 17.03.2015
16 მარტს თბილისში საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით, `სამმხრივი თანამშრომლობის მომავალი: ახალი პერსპექტივები და გამოწვევები~ გაიმართება. კონფერენციის დაწყებამდე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ვესაუბრეთ კონფერენციის ერთ-ერთ ინიციატორს, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან არსებული სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორს ფარხად მამედოვს.
|
მარი ჩიტაია 17.03.2015
ლომბარდების მომხმარებელთა 40% გადახდისუუნაროა. მიუხედავად ამისა, ამ დაწესებულების მიმართ მოთხოვნა თითქმის გაორმაგდა. ლომბარდების მფლობელებისა და მენეჯერების განცხადებით, კლიენტების უმეტეს ნაწილს პროცენტის გადახდაც უჭირს, რის გამოც ჩაბარებული ნივთების გაყიდვა უწევთ და ზარალზე მიდიან.
|
სალომე სარიშვილი 16.03.2015
სოფელ ტაბაწყურის მოსახლეობა სომხეთის პარლამენტის დეპუტატსა და სომხეთის გარემოს დაცვის ყოფილ მინისტრ ვარდან აივაზიანს სასამართლოში უჩივის. ადგილობრივები საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ სომეხი დეპუტატის კომპანიისათვის გაცემული იმ ლიცენზიის ბათილად ცნობას ითხოვენ, რომლის თანახმადაც მათ ტაბაწყურის ტბაზე თევზაობა შეეზღუდათ. ამბობენ, რომ სოფელში მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო მხოლოდ თევზაობა იყო.
|
ეკატერინე ბასილაია 16.03.2015
რუსეთმა ოფიციალურად დატოვა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ დდებული შეთანხმება. ამით მათ ევროპის ტერიტორიაზე თავდასხმითი შეიარაღების განუსაზღვრელი რაოდენობით განთავსებაზე ხელ-ფეხი ეხსნებათ და უკვე ვერავინ გააკონტროლებს, სად რამდენ შეიარაღებას განალაგებს. სამხედრო ექსპერტების განცხადებით, ეს შემაშფოთებელია, მოსკოვის სამიზნე პირველ რიგში უკრაინა და საქართველოა და შემდეგ მთელი აღმოსავლეთ ევროპაც.
|
იაგო ნაცვლიშვილი 16.03.2015
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე "თავისუფალი დემოკრატების" იმედადაა დარჩენილი. როგორც ბერიძემ "მთელ კვირას" განუცხადა, ელოდება, რომ საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატები მისი იმპიჩმენტის საკითხს დააყენებენ, რისთვისაც 11 ხმაა საჭირო. ამ დროისათვის ოპოზიციას 12 დეპუტატი ჰყავს, რაც მის გადასაყენებლად საკმარისია.
|
თაია არდოტელი 16.03.2015
ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში მშენებარე სავაჭრო ცენტრის პროექტზე მუშაობა გაზაფხულზე დასრულდება. როგორც საპარტნიორო ფონდში განგვიცხადეს, ამჟამად საპარტნიორო ფონდი სავაჭრო ცენტრის არქიტექტურული მშენებლობის დეტალური პროექტირების სამუშაოებს ახორციელებს.
|
თიკო ოსმანოვა 16.03.2015
ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით დაანონსებულ "ნაციონალური მოძრაობის" რიგით მესამე დიდ მიტინგს ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალამ, შესაძლოა, კონტრაქციით უპასუხოს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ თავად მსგავსს არაფერს გეგმავენ და ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციასაც გადაჭრით უარყოფენ.
|
თეა ბეჟიტაშვილი 16.03.2015
ასეთია დამოუკიდებელი ფირმების გლობალური ორგანიზაციის პკფტე ერწკტეწტ შტეუკტფეშწტფდ-ის კვლევის მონაცემები. კვლევის მიხედვით, პირველ ადგილზე რუსეთია, სადაც კერძო ბიზნესში მმართველი პოზიციების 40%-ს ქალები იკავებენ, სიაში მეორე ადგილზეა საქართველო, მას მოჰყვება პოლონეთი, ლატვია, ესტონეთი, ლიტვა, საფრანგეთი, სომხეთი და ა.შ.
|
თაკო მათეშვილი 16.03.2015
გარე ვაჭრობა - პრობლემა, რომლის არსებობასაც ყველა აღიარებს, თუმცა მის მოგვარებაზე პრაქტიკულად არავინ ზრუნავს. დედაქალაქში თითქმის ყველა მეტროს სადგურის მიმდებარე ტერიტორია სოფლის პროდუქტის, ტანსაცმლის, ხილის, ჰიგიენური საშუალებების, სამკაულებისა თუ პარფიუმერიის მოვაჭრეებს აქვთ დაკავებული.
|
ია აბულაშვილი 16.03.2015
1959 წლის 17 მარტს ვაკის სამკურნალო კომბინატის (ყოფილი ლეჩკომბინატი) მეოთხე სართულიდან მამაკაცი გადმოხტა და მიწაზე დაცემის შემდეგ იქვე გარდაიცვალა. ექიმებმა სიკვდილის მიზეზად ტრავმული შოკი დაასახელეს. ხალათის ჯიბეში პაპიროსი "რეკორდი", სამი ასანთის კოლოფი, უბის წიგნაკი და ფანქარი უპოვეს. მამაკაცი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, გალაკტიონ ტაბიძე იყო.
|
ლელა ოჩიაური 16.03.2015
ვინ ვარ და ვინ მინდა, რომ ვიყო; შემიძლია თუ არა, ვიყო ის, ვინც მინდა ან ის, როგორადაც ვგრძნობ თავს; ვის შეუძლია, გააკეთოს ის, რაც უნდა ან ვის აქვს უფლება, დაარღვიოს ადამიანის თავისუფლების ზღვარი, რომლისთვისაც შინაგანი თავისუფლება ცხოვრების წესად უნდა იქცეს?
|
ეთო გაბაშვილი 16.03.2015
სად არის პუტინი - ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთის პრეზიდენტი მისთვის უჩვეულოდ უკვე კვირაზე მეტხანს კამერების წინ არ გამოჩენილა. საზოგადოების და მედიის ერთი ნაწილი კრემლის ლიდერის ავადმყოფობაზე აკეთებს აქცენტს. მეორე ვერსიით, პუტინის გაუჩინარება რუსეთის პოლიტელიტაში დაწყებულ დაპირისპირებაზე უნდა მიანიშნებდეს. აღსანიშნავია, რომ დასავლეთის ცნობილი გამოცემები სწორედ ამ ვარიანტს იზიარებენ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|