მამუკა ნაცვალაძე
19.03.2015

ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ორი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა - მომდევნო ეტაპზე ფრანგული "მონაკო" და ესპანური "ატლეტიკო" ითამაშებენ. უაღრესად დრამატული მატჩები მერვედფინალის ნამდვილი მშვენება იყო.

თაია არდოტელი
18.03.2015

 ინფორმაციას, თითქოს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ ფილმში "9+1" ყოფილი პრემიერის როლს ენტონი ჰოპკინსი შეასრულებს, სააკაშვილისას კი ნიკოლას კეიჯი, ფილმის რეჟისორი, გოგა ხაინდრავა კატეგორიულად უარყოფს.

თაია არდოტელი
18.03.2015

 ელბაქიძის დაღმართის შეცვლილი იერსახე - დაღმართის რეაბილიტაციის შედეგად ქვაფენილის ნაცვლად ასფალტის საფარი დააგეს. ამან სოციალური ქსელი ლამის ააფეთქა. ერთ-ერთი, ვინც მერიის ამ ნაბიჯს აკრიტიკებს, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილია, რომელიც მიიჩნევს, რომ უქვაფენილო ელბაქიძე თბილისის კიდევ ერთი დაკარგული დეტალია.

თეა ბეჟიტაშვილი
18.03.2015

 "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ზურაბიშვილის თქმით, კოალიცია "ქართული ოცნების" სადამფუძნებლო დოკუმენტში ნათლად წერია, რომ ნატოში გაწევრიანება საქართველოს სტრატეგიული მიზანია და როგორც ის "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, აშკარაა, თუ ვინ არის აღნიშნული დოკუმენტის ერთგული და ვინ არა.

ია აბულაშვილი
18.03.2015

 "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას, გამართოს აქცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, პერსპექტივა არა აქვს, როგორი განაწყენებულიც უნდა იყოს მოსახლეობა მოქმედი მთავრობის მიმართ, მათ მხარს არ დაუჭერს" - აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

თიკო ოსმანოვა
18.03.2015

 დაიწყება თუ არა ევროპასთან უვიზო მიმოსვლა, ამ საკითხზე ევროკავშირი გადაწყვეტილებას მაისში ლატვიის დედაქალაქში გამართულ სამიტზე მიიღებს. მართალია, რიგაში მიღებული გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათის იქნება, მაგრამ თბილისში მოელიან, რომ დადებითი პასუხის შემთხვევაში, უკვე მომავალი წლიდან ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეები მოკლევადიანი ვიზიტების განხორციელებას ვიზის გარეშე შეძლებენ.

თეა ბეჟიტაშვილი
18.03.2015

 "რაც გინდა ამტკიცონ, რომ ზუგდიდის ინციდენტში ხელისუფლება არ ჩარეულა, ფაქტია, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მომიტინგეები ზუგდიდიდან ჩამოიყვანა, ხოლო ხელისუფლებამ დაუპირისპირა ის, რაც დაუპირისპირა და ვფიქრობ, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "ახალი მემარჯვენეების" პოლიტიკური მდივანი, მანანა ნაჭყებია ზუგდიდის კულტურის ცენტრში ე.წ. ციხის კადრების შემცველი ფილმის ჩვენებაზე მოსწავლეების დასწრებისა და "ნაცმოძრაობისა" და მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისებთან მომხდარი შეხლა-შემოხლის შესახებ.

თიკო ოსმანოვა
18.03.2015

 აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრემიერ-მინისტრი, ბესლან ბუთბა გადადგა, რადგან, როგორც ამბობს, ამ პოსტზე მუშაობის აზრს ვეღარ ხედავს.

მარი ჩიტაია
18.03.2015

 ტექნიკის მაღაზიებში განვადებაზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა. მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს პრობლემის აღიარება უჭირთ. მათი ნაწილი აცხადებს, რომ სავალუტო კრიზისის გამო რეალიზაცია შემცირდა და ეს განვადებაზეც აისახა.

მაკა ხარაზიშვილი
18.03.2015

ტრანსანატოლიური ბუნებრივი გაზსადენის (ტანაპის) მშენებლობამ სტარტი აიღო. ყარსში საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობის წევრები გაემგზავრნენ. "ტანაპის" გაზსადენის ამოქმედების შემდეგ საქართველოს 800 მლნ კბ/მ, ფაქტობრივად, უფასო გაზი დარჩება.

ელზა წიკლაური
18.03.2015

ლარის დევალვაცია უკვე ჯანდაცვის მიმართულებაზეც აისახა - სადაზღვევო კომპანიების ნაწილმა მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ფასების მატების გამო პოლისები გააძვირა. ზრდა ჯერჯერობით არ შეხებია ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამას. როგორც სამინისტროში ამბობენ, ამ დროისთვის არც ერთი სერვისი არ გაძვირებულა.

მაკა ხარაზიშვილი
18.03.2015

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგებამ შარშან 80 მილიონ ლარს მიაღწია. ამ ორგანიზაციების მეშვეობით გაღატაკებული მოსახლეობის რიცხვი კი სულ უფრო იზრდება. სპეციალისტები მთავრობას მოუწოდებენ, სწრაფად შეიმუშაოს კანონი საკრედიტო საქმიანობის შესახებ, რომელიც ამ ველური ბაზრისთვის თამაშის ერთიან წესებს განსაზღვრავს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×