მარი მგალობლიშვილი 21.03.2015
უკრაინის ჩემპიონატში ახლახან "ჩერნომორეცის" კარში გამარჯვების გოლით თავი გამოიჩინა ლუგანსკის "ზარიას" ქართველმა ფეხბურთელმა ჯაბა ლიპარტიამ. ვინაიდანაც ლუგანსკში საომარი მოქმედებებია, გუნდი ზაპოროჟიეში თამაშობს. როგორც ლიპარტია უკრაინულ გამომცემლობასთან ინტერვიუში აღნიშნავს, ეს მდგომარეობა სტადიონებზე გულშემატკივართა ნაკლებობითაც შეინიშნება. "ჩერნომორეცთან" მატჩში ჩვენმა მეკარე სანტინიმ მაყურებლების გადათვლაც კი შეძლო", - აღნიშნა ქართველმა ფეხბურთელმა.
|
მარი მგალობლიშვილი 20.03.2015
"ბაიერნის" ფეხბურთელებმა კლუბის ოფიციალური სპონსორის "დოიჩე ტელეკომის" (გერმანიის ტელეკომუნიკაციების კომპანია) მიწვევით, ყველა ის ნოვატორული საინფორმაციო ტექნოლოგია დაათვალიერეს, რომელიც გაყიდვაში უახლოეს პერიოდში ჩაეშვება. გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა მარიო გიოტცემ, კომპანიის დათვალიერების შემდეგ, მიუნხენელთა ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელი კომპიუტერთან მის დამოკიდებულებაზე ამახვილებს ყურადღებას. ბავარიული გრანდის მოთამაშემ, რა თქმა უნდა, საფეხბურთო თემებზეც ისაუბრა.
|
ეკატერინე ბასილაია 20.03.2015
გასული კვირიდან ტელეკომპანია "ჯიდიესზე" ყოფილი პრემირ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პროექტი, გადაცემა - 20/30 დაიწყო და ის შაბათის გარდა ყოველდღე გავა. გადაცემის პირველი სტუმარი თავად პროექტის დამფუძნებელი ივანიშვილი იყო და როგორც ერთ-ერთი პროდიუსერი ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, შემდგომ კვირის გადაცემებში ის ერთ-ერთ სტუმრად აუცილებლად დარჩება. სულ ამ ორგანიზაციაში 60-მდე ექსპერტია გაერთიანებული და მათი რაოდენობა, როგორც ამბობენ, მომავალში გაიზრდება.
|
ლიკა ამირაშვილი 20.03.2015
2015 წლის ეროვნულ გამოცდებზე 40 ათასზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული. მათ სასწავლებლებისა და პროფესიების არჩევა გამოცდების დასრულების შემდეგაც შეეძლებათ. ეროვნული გამოცდების სიახლეებზე "რეზონანსი" გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელს, მაია მიმინოშვილს ესაუბრა.
|
თიკო ოსმანოვა 20.03.2015
თუ როდის შედგება პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში, სამი თვის შემდეგაც გაურკვეველია. საგარეო საქმეთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ვიზიტი ძალაში რჩება და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს.
|
სალომე სარიშვილი 20.03.2015
იმისთვის, რომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა შეასრულოს, რაც შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას გულისხმობს, საქართველოს რამდენიმე ტექნიკური მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევს. ერთ-ერთი მოთხოვნაა ანტისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების შეტანა, რათა მისი აღსრულების რეალური მექანიზმები შეიქმნას.
|
ეკატერინე ბასილაია 20.03.2015
მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე გია ნოდია "რეზონასთან" საუბრისას აცხადებს, რომ "ოცნებამ", შეუსრულებელი დაპირებების გამო, ბევრი ამომრჩეველი დაკარგა, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა რიცხვი კი სტაბილურია. მისი აზრით, ორივე ეს ფაქტორი ჯამში იმაზე მიუთითებს, რომ "ნაცმოძრაობის" მომხრეთა ხვედრითი წილი გაზრდილია.
|
თაკო მათეშვილი 20.03.2015
ხელისუფლებას აქტიურად აკრიტიკებენ, თუმცა ეს მის რეიტინგზე არცთუ სერიოზულად აისახება, - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქო-პროექტის" დამფუძნებელი, ფსიქოლოგი და სოციოლოგი ზურაბ ბიგვავა და დასძენს, რომ საზოგადოება, მიუხედავად პიარისა, ყველაფერს ობიექტურად აფასებს.
|
ელზა წიკლაური 20.03.2015
საქართველოში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2014 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საშუალო ანაზღაურებამ 8,5%-ით მოიმატა, 2012 წელთან შედარებით კი თითქმის 17%-ით. "საქსტატის" მონაცემებით, 2014 წლის მეოთხე კვარტალში საშუალო თვიურმა ანაზღაურებამ 950,1 ლარი შეადგინა.
|
ია აბულაშვილი 20.03.2015
სოსო ცინცაძის თქმით, თეორიულად, "საზოგადოება 20/30"-ს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში, თუმცა პრაქტიკაში მისი განხორციელება გაუჭირდება. რა მომავალი აქვს ახალ ორგანიზაიციას და მოახდენს თუ არა იგი საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას, ამის შესახებ "რეზონანსი" სოსო ცინცაძეს ესაუბრა.
|
მარიამ აფციაური 20.03.2015
სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა პარლამენტს "შრომის კოდექსში" ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, სადაც ნათქვამია, რომ სტაჟირება სტაჟიორებს სამუშაო გამოცდილებად უნდა ჩაეთვალოთ. რესპონდენტების ნაწილი თვლის, რომ ამ ინიციატივის ამოქმედება ვითარებას მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე დაალაგებს, რეალურად კი არაფერს შეცვლის.
|
მაკა ხარაზიშვილი 20.03.2015
ფინანსთა მინისტრს ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზი არ ეთმობა. ნოდარ ხადური ამბობს, რომ თებერვლის ბიუჯეტის შესრულების მონაცემები იძლევა იმედს, რომ წელს ეკონომიკური ზრდა 4,5% იქნება. "ფიემსი კვლევითი ცენტრის" პროგნოზით, კი ეკონომიკური ზრდა 2%-ს არ გადააჭარბებს და ცენტრი მთავრობას 2015 წლის ბიუჯეტის შემცირებას ურჩევს.
|
|