მარიამ აფციაური 26.03.2015
ტუროპერატორების ნაწილი ტურიზმის ბიზნესის წამგებიანობას უჩივის. განსაკუთრებით მძიმე ვითარება აქვთ იმ სააგენტოებს, რომლებიც შიდა ტურიზმზე მუშაობენ. "რეზონანსი" რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა, თუმცა აქედან 3 უკვე დახურული აღმოჩნდა. საკუთარი ძალისხმევის ხარჯზე ძლივს ახერხებს მუშაობას კომპანია "მედეა თრეველი". მიუხედავად ამისა, მათ ფილიალის დახურვა მაინც მოუხდათ. ისინი ქვეყანაში ამჟამად მხოლოდ ერთ ოფისს ამუშავებენ.
|
მამუკა ნაცვალაძე 26.03.2015
გერმანული ფეხბურთის აღმავლობა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალმა დააგვირგვინა, ბრაზილიაში მუნდიალის გადამწყვეტ მატჩში მთავარი გმირი "ბაიერნის" ფეხბურთელი მარიო გიოტცე გახდა.
|
თაკო მათეშვილი 25.03.2015
კონსტიტუციური გაუგებრობა - ასე აფასებენ პოლიტოლოგები გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში დაგეგმილ გამოსვლასთან დაკავშირებულ ვითარებას და იმას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოთხოვნის მიუხედავად, მინისტრები მასზე მისვლის სურვილს არ გამოთქვამენ.
|
ელზა პაპოშვილი 25.03.2015
მთავრობამ უცხოელებზე საქართველოს ვიზების გაცემის პროცედურებისა და ზოგადად, სავიზო რეგულაციების გამარტივების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი კანონპროექტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს ავტორობით და მთავრობის ინიციატივით, პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.
|
იაგო ნაცვლიშვილი 25.03.2015
"რუსეთთან საჭიროა პირდაპირი დიალოგი. უნდა დასხდნენ ქვეყნის ლიდერები და ილაპარაკონ. ის მაინც უნდა გაერკვიათ, ღირს რამეზე ლაპარაკი? ჩვენ რის დასათმობად ვართ მზად, ისინი - რისთვის. აქამდე ვფიქრობდი, რომ ხელისუფლება დაელაპარაკებოდა რუსეთს, მაგრამ ახლა ვფიქრობ, კიდევ კარგი, რომ არ ელაპარაკება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "ტრადიციონალისტების" ლიდერი აკაკი ასათიანი.
|
თეა ბეჟიტაშვილი 25.03.2015
ამერიკელი კანონმდებლები ბარაკ ობამას მიმართავენ, უკრაინა თავდაცვითი იარაღით მოამარაგოს, რათა ქვეყანამ ტერიტორიების დაცვა შეძლოს.
|
თიკო ოსმანოვა 25.03.2015
ხელმძღვანელობაზე განაწყენების მიუხედავად, ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტები - ინგა გრიგოლია და ეკა ხოფერია გადაცემების დახურვას არ აპირებენ და არხზე მუშაობას ძველებურად გააგრძელებენ.
|
სალომე სარიშვილი 25.03.2015
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ესაა: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული, რომელთა მთავარი ღირებულებაა მისი უწყვეტი თანაარსებობაა.
|
ელზა წიკლაური 25.03.2015
"სილქნეტის" შემდეგ ინტერნეტმომსახურების ტარიფს "კავკასუს ონლაინიც" ზრდის და თანაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე მეორედ. "სილქნეტმა" გაძვირების მიზეზად სიჩქარის ზრდა დაასახელა. იგივე მიზეზი აქვს "კავკასუს ონლაინის" მიერ მომსახურების გაძვირებისკენ გადადგმულ ნაბიჯს. კომპანიაში იმასაც ამბობენ, რომ ტარიფი საქართველოში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გამო გაზარდეს.
|
მაკა ხარაზიშვილი 25.03.2015
ბოლო 10 წელიწადში ქვეყნის საგარეო და საშინაო ვალი 5,461 მილიარდი ლარით გაიზარდა. ბოლო წლებია, მთავრობა, საგარეო ვალთან ერთად, განსაკუთრებული მოწადინებით საშინაო ვალსაც ზრდის. შემდეგ მისი გასტუმრებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან უამრავი თანხა იხარჯება, რომელიც ისევ საზოგადოების კეთილდღეობას აკლდება. ფინანსთა სამინისტრო კი გვამშვიდებს, რომ ვალის მოცულობას კრიტიკულ ზღვრამდე ჯერ არ მიუღწევია.
|
მარი ჩიტაია 25.03.2015
დასავლეთ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწაზე მოთხოვნამ იმატა, მაგრამ გასაყიდი თითქმის არაფერი დარჩა. მიწას მოსახლეობა, ძირითადად, თხილის მოშენების მიზნით ყიდულობს. პარალელურად, გაიზარდა ინტერესი კივისა და ფეიხოას მიმართ, რაც ამ პროდუქტების მაღალმა ფასმა განსაზღვრა. სამაგიეროდ, შემცირდა სიმინდის ყანების ფართობი და ზოგ შემთხვევაში განახევრდა კიდეც.
|
ია აბულაშვილი 25.03.2015
საქართველოს ბევრი ღირსეული მამულიშვილი ჰყავს, მათი გმირობა არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს მსოფლიოშია ცნობილი. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი დიმიტრი ამილახვარი, ადამიანი, რომელსაც ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისა და მხედრული გმირობისთვის გენერალმა შარლ დე გოლმა თავის ხელით დააბნია მკერდზე "გათავისუფლების ჯვარი".
|