იაგო ნაცვლიშვილი
31.03.2015

 "როდესაც ქვეყანაში ხდება ამ დონის ანგარიშსწორება და კრიმინალი, ბუნებრივია, ხელისუფლების მიმართ დაისმება კითხვა, რატომ ვერ მოახერხა ამის პრევენცია. ნუთუ არ შეეძლო მას რამის გაკეთება, რომ უკვე მეორე ასეთი ხმაურიანი მკვლელობის წინაშე არ დამდგარიყო ქვეყანა. ხელისუფალი პასუხისმგებელია ყველაფერზე, კარგზეც და ცუდზეც", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, "რესპუბლიკელი" თინა ხიდაშელი.

თაკო მათეშვილი
31.03.2015

საჰაერო თავდაცვის სისტემები, მხარდაჭერა კიბერუსაფრთხოების კუთხით, ნატო-საქართველოს მუდმივმოქმედი კომისია, ფულადი დახმარება, საწვრთნელი ბაზა - ესაა არასრული ჩამონათვალი იმისა, რასაც საქართველო ნატოსგან იღებს.

თეა ბეჟიტაშვილი
31.03.2015

 ქართველ ინსტრუქტორებზე უკრაინაში დიდი მოთხოვნაა, გამოცდილი სამხედრო სპეციალისტები საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის სპეცდანიშნულების რაზმებს წვრთნიან - ქართველებს უშუალო შეხება ჰქონდათ რუსეთთან და მათ ტაქტიკასა და საბრძოლო პოტენციალზე წარმოდგენა აქვთ, რაც უდავოდ წაადგება უკრაინის არმიას", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე.

იაგო ნაცვლიშვილი
30.03.2015

 შესაძლოა, ლევან ყიფიანს სპორტის მინისტრის თანამდებობის დათმობა მოუწიოს, რისი მიზეზიც დეპუტატების დასკვნაა. პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი მისი მუშაობით უკმაყოფილოა, რის გამოც რამდენიმე დღის წინ მინისტრი კომიტეტშიც დაიბარეს.

ეკატერინე ბასილაია
30.03.2015

 მთელი ოპოზიცია და პლუს მმართველ კოალიციაში შემავალი "რესპუბლიკური პარტია" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და საკანონმდებლო ცვლილებას ითხოვს თუმცა "ქართული ოცნება" ამ საკითხზე ჯერჯერობით თავის პოზიციას არ აფიქსირებს. მათ გარეშე კი კონსტიტუციის შესწორებისათვის პარლამენტში ხმათა საჭირო 3/4-ის მოგროვება ვერ მოხდება.

თიკო ოსმანოვა
30.03.2015

 ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობას ოჯახის წევრები სამართლიანობის აღდგენის კუთხით მის მიერ დაწყებულ ბრძოლას უკავშირებენ. ხელს ორ ყოფილ მაღალჩინოსან ირაკლი ქურასბედიანს და გია უდესიანს ადებენ, რომლებსაც თავად ხარძიანი მისთვის თავის დროზე საკუთარებაში არსებული კუს ტბის წილის ჩამორთმევაში ადანაშაულებდა და მათ წინააღმდეგ სასამართლოს პირველი ინსტანციაც ჰქონდა მოგებული, მეორე კი მაისში უნდა დასრულებულიყო.

თეა ბეჟიტაშვილი
30.03.2015

 "სითი პარკის" გაუქმების მოთხოვნით "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილემ, ბეჟან გუნავამ კოსტავას ქუჩაზე პარტიის წევრებთან ერთად მოხერხა ბოძი, რომელზეც გაჩერების ამკრძალავი ნიშანი იყო. გუნავას თქმით, თავადაც ამ ქუჩაზე ცხოვრობს და ადგილობრივ მცხოვრებლებს "სითი პარკი" უმიზეზოდ აჯარიმებს.

ელზა პაპოშვილი
30.03.2015

 კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი პოლიტიკაში მიდის. როგორც "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, ის "საქართველოს პატრიოტთა ალიანსში" გაწევრიანდა.

სალომე სარიშვილი
30.03.2015

 "იუნესკოს" ნომინაციაზე ქართული დამწერლობის წარდგენა ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ვინაიდან ხშირად კარგად ვერ აღვიქვამთ და გვავიწყდება, რომ ქართული დამწერლობის სახით უნიკალური კულტურული ფენომენი და უმდიდრესი კულტურა გაგვაჩნია. გვაქვს პატივი, რომ ის მასალა, რამაც ქართული დამწერლობა ჩვენამდე მოიტანა, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში იყოს დაცული," - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ისტორიკოსი ბუბა კუდავა.

თაია არდოტელი
30.03.2015

 დები იშხნელების ქუჩის მცხოვრებლები გზის საფარის დაზიანების, ნაწილობრივი დაგებისა და გამოყოფილი თანხების მითვისებაზე საუბრობენ. როგორც "მთელ კვირასთან" საუბრისას ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, დაახლოებით ერთი თვის წინ ქუჩაზე გზის საფარის ფრაგმენტულად დაგება მოხდა, მაშინ, როცა გზის დარჩენილი ნაწილიც დაზიანებულია და განახლებას საჭიროებდა.

თაია არდოტელი
30.03.2015

სასმელი წყლის ყიდვა და ამაზე დამატებით გაწეული ხარჯი, დასაბანად დედაქალაქის სხვა უბანში სიარული - ეს ის პრობლემებია, რაზეც ხილიანის ქუჩის მცხოვრებლები საუბრობენ. მათი თქმით, სასმელი წყალი 2 კვირის განმავლობაში არ ჰქონდათ, რაც დიდ პრობლემებს ქმნიდა.

თაია არდოტელი
30.03.2015

 დაზიანებული შესასვლელი, ჩამოვარდნილი ჭერი, წვიმის დროს ჩამოსული წყალი და გუბეები - ასეთი ვითარებაა თბილისში, მეტროს სადგურ "წერეთლის" შესასვლელში.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×