მაკა ხარაზიშვილი
02.04.2015

 ნავთობკომპანიებმა "სუპერისა" და "პრემიუმის" ტიპის საწვავი 5-7 თეთრით გააძვირეს. ჯერჯერობით ნავთობიმპორტიორები ყველაზე მოხმარებადი "რეგულარის" ტიპის საწვავის ფასის გაზრდაზე თავს იკავებენ, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი მცირედითაც რომ გაიზარდოს, გაუფასურებული ლარის პირობებში, ნავთობკომპანიებს დაბალი ფასის შენარჩუნების შესაძლებლობა აღარ ექნებათ.

მარი ჩიტაია
02.04.2015

 დასავლეთ საქართველოში ტყემლისა და ხურმის ნერგებზე მოთხოვნამ მოიმატა. ფერმერების ინფორმაციით, ხალხი ამ ხილის მოშენებით ფასის გამო დაინტერესდა. დიდია ასევე მოთხოვნა კივის, ფეიხოას, დაფნისა და მოცვის ნერგებზე.

თიკო ოსმანოვა
02.04.2015

 ოფიციალური მონცემებით, გასულ წელს ერაყიდან საომარ მოქმედებებსა და სისხლისღვრას გამოქცეულმა 1070 ადამიანმა საქართველოში ლტოლვლის სტატუსის მინიჭება მოითხოვა, რომელთა ნაწილის თხოვნა უკვე დაკმაყოფილებულია. ამათგან ლტოლვილის სტატუსი მიიღო 25-მა იეზიდმა, რომლებმაც ისლამისტი რადიკალების მხრიდან არაადამიანური დევნა განიცადეს (ალბათ ბევრს ახსოვს იეზიდების მასობრივი ხოცვა-ჟლეტის შემზარავი კადრები, რაც არაერთხელ გავრცელდა სოციალური ქსელებით).

მამუკა ნაცვალაძე
02.04.2015

 საქართველოს მორაგბეთა 18-წლამდელი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტდივიზიონის ფინალში გავიდა. პატარა "ბორჯღალოსნებმა" ალბიში გამართულ ნახევარფინალში უმძიმეს ბრძოლაში კიდევ ერთხელ გამოავლინეს საბრძოლო ხასიათი და იტალიის ნაკრები დრამატულ ნახევარფინალში შუთ-აუთების სერიით 5:4 დაამარცხეს.

ეკატერინე ბასილაია
01.04.2015

 სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. დეპუტატები გალში მცხოვრები ქართველების მიმართ აპარდტეიდული პოლიტიკის გატარებას ითხოვენ. ზოგიერთი მათგანი კი პირდაპირ მათ გაძევებას ითხოვს. ეს იმ შემთხვევაში, თუ მათ ქართული პასპორტები ექნებათ, ხოლო თუ მხოლოდ აფხაზურ პასპორტებს დაიტოვებენ, მაშინ მარიონეტული ხელისუფლება მათ ხელშეუხებლობასა და "ყველანაირ უფლებას" უზრუნველყოფს, გარდა პოლიტიკურისა.

მარი ჩიტაია
01.04.2015

 ბოლო 2 თვეში სწრაფი კვების რამდენიმე ობიექტი დაიხურა. თითქმის ყველა შემთხვევაში მიზეზი სავალუტო კრიზისია, რის გამოც ამ ბიზნესს მომხმარებელი მოაკლდა. მართალია, სწრაფი კვების რამდენიმე ობიექტის წარმომადგენელი "რეზონანსთან" პრობლემისთვის გვერდის ავლას შეეცადა, მაგრამ მათთან საუბარშიც დადასტურდა, რომ ბიზნესის ამ სფეროს სერიოზული პრობლემა აქვს.

ელზა წიკლაური
01.04.2015

 საწარმოთა ბრუნვაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი 20%-ს ვერაფრით გასცდა. მართალია, 2003 წლიდან დღემდე ბიზნესის ამ სეგმენტში დასაქმებულთა რაოდენობამაც მოიმატა, ხელფასმაც და ბრუნვაც გაიზარდა, თუმცა ამას ქვეყანაში მცირე მეწარმეობის განვითარება არ მოჰყოლია. სამაგიეროდ, სწრაფი ტემპით ვითარდება მსხვილი ბიზნესი, რომლის წილი ბიზნესსექტორის მთლიან ბრუნვაში 80%-საც კი აღემატება.

მაკა ხარაზიშვილი
01.04.2015

თბილისში ახალი საავიაციო ქარხანა აშენდება, რომელიც სამოქალაქო თვითმფრინავების დეტალებს დაამზადებს. ძველი ქარხანა კი ისევ სამხედრო ტექნიკაზე იქნება ორიენტირებული. მთავრობაში იმედოვნებენ, რომ ქარხნის მშენებლობა 3 თვეში დაიწყება და აქ დამზადებულ ნაწილებს ცნობილ ავიამშენებლებს მიაწვდიან. ახალი ქარხანა თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აიგება.

ია აბულაშვილი
01.04.2015

 "პრეზიდენტის გამოსვლა არ იყო იმ დონის, რომ პოლიტიკურ მოვლენად იქცეს, ტექსტში არსებითი და მნიშვნელოვანი არაფერი ყოფილა," - აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" პრეზიდენტის პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლის თაობაზე და ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა.

ელზა პაპოშვილი
01.04.2015

 გუშინ სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში 11-წლის ნიკა ბეგიაშვილი დაკრძალეს, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ბავშვის ამ ზომამდე მისვლას მისი მეზობლები და ახლობლები სკოლაში თანაკლასელთან მომხდარ კონფლიქტს უკავშირებენ, საქმეზე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გამოძიება მიმდინარეობს, რომელსაც ჯერ ოფიციალური დასკვნა არ დაუდია.

თაკო მათეშვილი
01.04.2015

 პრეზიდენტის გამოსვლას პოლიტოლოგები ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ მარგველაშვილის მოხსენებას ლაიტმოტივად ის დაპირისპირება გასდევდა, რაც მასა და მთავრობას შორისაა.

იაგო ნაცვლიშვილი
01.04.2015

დღეიდან სოციალურად დაუცველთა ქულების დათვლის განახლებული სატესტო სისტემა ამოქმედდება. ამის შესახებ გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ ისაუბრა. მისი ცნობით, შეფასების სისტემაში გადაწყვეტილების მიღება სუბიექტურ ფაქტორებზე დაყრდნობით მაქსიმალურად იქნება შემცირებული. როგორც სოფრომაძე ამბობს, სოციალური აგენტი დამოუკიდებლად ვერც დანიშნავს სოციალურ დახმარებას და ვერც მოხსნის.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×