თეა ბეჟიტაშვილი
13.03.2015

ამერიკა უკრაინას 75 მილიონი დოლარის დახმარებას უგზავნის. აღნიშნულ დახმარებაში შედის არალეტალური სამხედრო აღჭურვილობა და ტექნიკა: "კფმუტ"-ის მცირე ზომის უპილოტო აპარატები, "რგქმუუ"-ს 30 დაჯავშნული მანქანა, რადიოგადამცემები, ნაღმსაწინააღმდეგო რადარები და სხვა სახის აღჭურვილობას.

ია აბულაშვილი
13.03.2015

 ქართულ ხალხურ მედიცინას რომ დიდი ისტორია აქვს, ამის შეხსენება ჩვენს მკითხველს არ სჭირდება, თუმცა დღევანდელ სტატიაში გვინდა შევახსენოთ რამდენიმე ისტორიული მასალა, რომელიც საქართველოში მედიცინის განვითარებას ეხება.

მარი მგალობლიშვილი
13.03.2015

რაულ გონსალესი არის მოთამაშე, რომელმაც წლების მანძილე ესპანეთის ნაკრებში და მადრიდის "რეალში" 7 - ნომრიანი მაისურათი ასპარეზობდა.

ლიკა ამირაშვილი
13.03.2015

მოზარდებს სასჯელის მოხდის შემდეგ ნასამართლობა გაქარწყლებულად ჩაეთვლებათ - "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის" მიხედვით, რომელიც გუშინ დამტკიცდა, მოზარდებისთვის უვადო პატიმრობა იკრძალება. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ნასამართლობის მოხსნა არასრულწლოვანთა ინტეგრაციას საზოგადოებაში ხელს შეუწყობს.

ეკატერინე ბასილაია
12.03.2015

 რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის ირგვლივ ვერსიები და ეჭვები არ ცხრება, უკვე საუბარი დაიწყო იმაზე, რომ ამ მკვლელობის შემკვეთის კვალი ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურ რამზან კადიროვთან მიდის. დასახელდა კონკრეტული გვარებიც - კადიროვის მრჩეველი სულეიმან გერემეევი და კადიროვის ბიძაშვილი ადამ დელიმხანოვი, რომელსაც, არც მეტი არც ნაკლები, ჩეჩნეთის მეთაურის "პირად ჯალათსაც" უწოდებენ.

თაკო მათეშვილი
12.03.2015

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე ამბობს, რომ ნატო-სთან დაახლოებით საქართველოს უამრავი პრობლემა შეექმნება. მისი აზრით, არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ალიანსთან ურთიერთობით მოგებული დარჩა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ნატო-ს ქმედებებიდან გამომდინარე კი ასკვნის, რომ მის გვერდით დადგომა აღარავის უნდა.

თიკო ოსმანოვა
12.03.2015

"ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ მათ მიერ დაანონსებულ რიგით მესამე დიდ აქციაზე ხალხის "შთამბეჭდავ რაოდენობას" ელოდება. როგორც "რეზონანსს" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა უთხრა, წინა მიტინგებისა და მოსახლეობასთან შეხვედრების გათვალისწინებით, ფიქრობენ, რომ აქციაზე იმაზე ბევრი ადამიანი მივა, ვიდრე წინა ორ შემთხვევაში იყო.

სალომე სარიშვილი
12.03.2015

გასული წლის სექტემბერში საქართველოს პარლამენტმა "ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ" კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, გენმოდიფიცირებული ორგანიზმებით შექმნილი სათესლე მასალა საქართველოში თავისუფლად აღარ შემოდის. შემოსვლის შემთხვევაში კი ნიადაგში შეტანა დახურულ სივრცეში ხდება, რაც თავის მხრივ, ლიცენზირებადი საქმიანობაა.

იაგო ნაცვლიშვილი
12.03.2015

 პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც მთავრობა სრული შემადგენლობით იყო მიწვეული, სავარაუდოდ, აღარ გაიმართება. გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ საკითხი ისეა ინიცირებული, რომ მას პარლამენტი ვერანაირ რეჟიმში ვერ განიხილავს.

თეა ბეჟიტაშვილი
12.03.2015

რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის "თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების" გაფორმება გუშინ გაურკვეველი ვადით გადაიდო. კრემლის გადაწყვეტილება მოულოდნელი და სკანდალური აღმოჩნდა ყველასთვის, რადგან ცხინვალის დელეგაცია უკვე მოსკოვში იმყოფებოდა.

სალომე სარიშვილი
12.03.2015

 "ჩემს კოლეგებს აქვთ ლეგიტიმური ეჭვი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნით შოუს დადგმას ცდილობს. ვფიქრობ, საქმიანი განხილვებისთვის საკომიტეტო სხდომა უკვე საკმარისია, მითუმეტეს რომ მთავრობას ჰქონდა ობიექტური მიზეზი, რითაც თავს იმართლებდა - ჩამოსული იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ანტიკრიზისული გეგმის შეჯერება სწორედ მათთან ერთად ხდებოდა," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი.

ელზა პაპოშვილი
12.03.2015

"საწყალს ტყვია პირდაპირ თავში დაუხლია. როგორც ჩანს, ამდენ გაჭირვებასა და ვალებს ვეღარ გაუძლო. მამა ძალიან ავად ჰყავს და საავადმყოფოში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. როგორც მეზობლებმა ვიცით, შოთას საკმაოდ დიდი ხარჯების გაღება უხდებოდა მამის სამკურნალოდ. სულ ფულის სესხებაში იყო და ოჯახი ყელამდე ვალებში ჩავარდა," - აცხადებს წყალტუბოში გარდაცვლილი პოლიციელის მეზობელი.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×