ეკატერინე ბასილაია
02.03.2015

21 მარტისთვის "ნაციონალური მოძრაობა" მასშტაბურ აქციას აანონსებს. მთავარი მოთხოვნა მთავრობის გადადგომაა. "ნაციონალები" სხვა ოპოზიციურ ძალებს მათთან შეერთებისაკენ მოუწოდებენ.

ვახტანგ შამუგია
02.03.2015

 უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში საერთო ჯამში 50 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. სამთავრობო ჯარებისა და აჯანყებულთა რიგებში ათობით უცხო ქვეყნის ათასზე მეტი მოქალაქე იბრძოდა, მათ შორის არაერთი ქართველი. ამ ეტაპზე ქვეყნის მეამბოხე რეგიონებში სიმშვიდეა. მხარეები მინსკში 12 თებერვალს დადებულ სამშვიდობო ხელშეკრულების პირობებს ასრულებენ და პოზიციებიდან მძიმე ტექნიკა გაჰყავთ. კონფლიქტის ზონის დატოვება უცხოელი მოხალისეების ნაწილმაც დაიწყო.

თიკო ოსმანოვა
02.03.2015

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებული ყოველდღიური ანალიტიკური გადაცემა "20.30" "ჯი-დი-ეს"-ის ეთერში მარტიდან გავა. მას ყოველდღიურად ჟურნალისტი მაკა ცინცაძე წარუძღვება, კვირის შემაჯამებელ გადაცემას კი საზოგადოებრივი კომუნიკაციის მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია წაიყვანს, რომელიც სტუმრებთან ერთად კვირის მნიშვნელოვან მოვლენებს გაუკეთებს ანალიზს.

იაგო ნაცვლიშვილი
02.03.2015

 "კამათი პოლიტიკურ ცხოვრებაში აბსოლუტურად მისაღებია, მაგრამ ფრაქცია "ქართული ოცნების" პარასკევის სხდომაზე არავითარი კამათი არ ყოფილა, ხმაური ხომ საერთოდ გამორიცხულია. მედია რატომ ავრცელებს ასეთ ინფორმაციებს, ესეც გასაგებია - სკანდალის შექმნა უნდათ, რომ მასალა წაკითხვადი გახდეს. ამაზე ჰკითხეთ თქვენს მეგობრებს", - ასე უპასუხა "მთელი კვირის" შეკითხვას საპარლამენტო უმრავლესობისა და ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ.

თეა ბეჟიტაშვილი
02.03.2015

ორი დღის წინ ბათუმში, ნაქირავებ ბინაში დედამ 8 თვის ჩვილი მიატოვა, თავად კი თურქეთში გაემგზავრა. მიტოვებული ჩვილი პოლიციის თანამშრომლებმა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით გადაიყვანეს.

ლიკა ამირაშვილი
02.03.2015

 დუქნები, სამხატვრო სალონები, და სამიკნიტოები - ეს ყველაფერი შესაძლოა მალე ფიროსმანის ქუჩის დამახასიათებელი ატრიბუტები გახდეს. აქ დიდი მხატვრის დროინდელი თბილისისთვის დამახასიათებელი ეპოქის დაბრუნება ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე არსებობს. სპეციალისტების შეფასებით, ფიროსმანის ქუჩის აღდგენა შესაძლებელია, თუმცა, სპეციალურ დაგეგმარებას საჭიროებს.

ია აბულაშვილი
02.03.2015

"ლაღიძის წყლების" ისტორიის შეხსენება ქართველ მკიხველს არ სჭირდება, თუმცა დღევანდელ სტატიაში გვინდა გავიხსენოთ რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ამბავი, რომელიც ამ უნიკალური სასმელის წარმოშობას უკავშირდება.

სალომე სარიშვილი
02.03.2015

გასული წლის 30 ნოემბერს ხაშურში 21 წლის გიგი ხვედელიძე დანით მიყენებული ჭრილობებით საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ბრალდებულს, 19 წლის იური ნოზაძეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ 8 წელი მიუსაჯა. მას შემდეგ დაზარალებულის ოჯახი საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს. ხვედელიძეებს ეჭვი აქვთ, რომ დანაშაული ჯგუფური იყო. გარდა ამისა, მათთვის ნოზაძის სასჯელი მეტად ლმობიერი აღმოჩნდა. მსჯავრდებულის უფლებადამცველი კი ამბობს, რომ ნოზაძის საქმეს არასწორი კვალიფიკაცია აქვს მინიჭებული, რის გამოც ისინი სასამართლო დავას დღემდე აგრძელებენ.

თაია არდოტელი
02.03.2015

ანტისანიტარია, არასასიამოვნო სუნი, წვიმის დროს გუბეები, რიგ შემთხვევებში განათების არარსებობა - მიწისქვეშა გადასასვლელების პრობლემა წლებია მოუგვარებელი რჩება.

თაია არდოტელი
02.03.2015

თბილისში, კერძოდ ჩუღურეთის რაიონში, ცოტნე დადიანის გამზირზე, სავაჭრო ცენტრ "ქარვასლის" მიმდებარედ არსებული გზის საფარის დაზიანებაზე განსაკუთრებულ შეშფოთებას მძღოლები გამოთქვამენ. როგორც ისინი აცხადებენ, დაახლოებით ნახევარი წელია, რაც ამ ტერიტორიაზე გზის საფარის პრობლემაა, რაც გამუდმებით, განსაკუთრებით "პიკის საათებში" საცობების წარმოქმნის მიზეზია.

თაია არდოტელი
02.03.2015

დაბინძურებული სკამები, სასრიალოები, გატეხილი საქანელები, დაბინძურებული სავალი ნაწილი და დაზიანებული ქვაფენილი სკვერის ტერიტორიაზე, უსახლკაროთა თავშესაფრად ქცეული დასასვენებელი ადგილი - აი, ასეთი სურათი დაგხვდებათ დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ არსებულ სკვერში დასასვენებლად მისულ მოქალაქეებს.

ეთო გაბაშვილი
02.03.2015

 რუსი ოპოზიციონერი, ბორის ნემცოვი 27 თებერვალს მოსკოვის ცენტრში მოკლეს. იგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოპოზიციონერი იყო, რომელიც პუტინის რეჟიმს ღიად აკრიტიკებდა. მას რუსეთის პრეზიდენტის არაერთი კორუფციული სქემა აქვს გამოაშკარავებული.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×