თიკო ოსმანოვა
07.04.2015

 ბოლო სამ თვეში სამართალდამცავებზე თავდასხმის სამ შემთხვევას ორი პოლიციელი შეეწირა. ეჭვმიტანილია შალვა აბულაძე, რომელსაც უკვე მესამე თვეა, საქართველოს მასშტაბით ეძებენ. უშიშროების ყოფილი მინისტრის, ირაკლი ბათიაშვილის თქმით, სახეზეა კრიმინალური ძალების პირდაპირი შეტევა სახელმწიფოში წესრიგსა და სტაბილურობაზე.

იაგო ნაცვლიშვილი
07.04.2015

 "ჩვენ კრიმინალს ვებრძვით სამართლებრივი მეთოდებით და არა ნულოვანი ტოლერანტობით. ჩვენ არ ვიჭერთ პოტენციურ კრიმინალებს, იმის შიშით, რომ მან შესაძლოა დანაშაული ჩაიდინოს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში რისკები მეტია, მაგრამ თუ გვინდა, რომ ნორმალური სახელმწიფო ავაშენოთ, მაშინ ამ რისკებზე პასუხისმგებლობაც უნდა ავიღოთ", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.

თაკო მათეშვილი
07.04.2015

 პრეზიდენტი ივანიშვილის გაღიზიანებას იწვევს, რადგან იგი მისი კონტროლის ქვეშ აღარაა - ასე ეხმაურებიან პოლიტოლოგები ყოფილი პრემიერის მხრიდან მარგველაშვილის მისამართით გამოთქმულ კიდევ ერთ მწვავე კრიტიკას და აქვე დასძენენ, რომ ეს უკვე ჩვეულებრივი მოვლენა გახდა.

მაკა ხარაზიშვილი
07.04.2015

 ლარის კურსი ისევ მიშვებულია. ეროვნული ვალუტის სტაბილურობისთვის მთავრობისა და ეროვნული ბანკის გეგმა არსად ჩანს. დღეს თითქმის ყველა ეკონომისტი თანხმდება, რომ ეროვნული ბანკის მიერ მიმოქცევაში გაშვებულმა ლარის საკმაოდ დიდმა მასამ ეროვნული ვალუტა უფრო მეტად გააუფასურა. ამასთანავე, მთავრობა ქვეყნის მთავარი ბანკის ქმედებებზე დუმილს ამჯობინებს და ამით კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს. კერძოდ, ხალხის გაღატაკების მიუხედავად, ეროვნული ვალუტის გაუფასურება მთავრობის ინტერესებშიც შედის - პროდუქტების გაძვირებით ბიუჯეტში დამატებითი ფული გროვდება, ამასთან, სებ-ისგან მიღებული ფულის ნაწილით კომერციული ბანკები სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს ყიდულობენ და ფულს ბიუჯეტში რიცხავენ.

მაკა ხარაზიშვილი
07.04.2015

 მედიკამენტების გაძვირება შეუქცევადი პროცესი გახდა. თითქმის ყველა სახის წამლის ფასმა მოიმატა და ფარმაცევტების განცხადებით, ეს პროცესი პერმანენტულია. სამედიცინო მომსახურების ღირებულებაში ყველაზე დიდი ხარჯი მედიკამენტებზე მოდის და ეს ტვირთი მოსახლეობისთვის სულ უფრო და უფრო მძიმდება. პარალელურად გაძვირდა ბავშვთა კვება და ჰიგიენური საშუალებებიც.

მარი ჩიტაია
07.04.2015

მარხვის პერიოდი ქართულ ბაზარზე სურსათის გასაძვირებლად კიდევ ერთი საბაბი აღმოჩნდა. სამარხვო ნაწარმზე მოთხოვნამაც მოიმატა და ფასმაც. ცვლილებებს სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლები მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ დიდმარხვის ბოლო კვირა პიკია სიძვირისთვის.

მარი ჩიტაია
07.04.2015

 აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსებმა მასობრივად დაიწყეს ტყემლის მოშენება. ამისთვის მათ მიწების იჯარით შესყიდვა უწევთ. აფხაზური კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწის ყიდვა ეკრძალებათ, თუმცა არ არის გამორიცხული, რუსები მიწას კანონის გვერდის ავლითაც იგდებდნენ ხელში.

ელზა წიკლაური
07.04.2015

დაუბეგრავი მინიმუმის მისაღებად შემოსავლების სამსახურში დეკლარაცია უკვე 300 ათასზე მეტმა ადამიანმა შეავსო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა დაახლოებით ნახევრის თვიური ხელფასი ხელზე ასაღებ 400 ლარს არ აღემატება. ამ დროს, სტატისტიკური გათვლებით, ქვეყანაში საშუალო ხელფასი 850 ლარამდეა.

ელზა წიკლაური
07.04.2015

 დედაქალაქის მთავრობა გოგოლისა და ფიროსმანის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტზე აქტიურად მუშაობს. როგორც "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე აცხადებს, არსებობს რეაბილიატაციის ორი პროექტი - ერთის მიხედვით ქუჩების "შარდენიზაცია" უნდა მოხდეს, მეორე პროექტით კი ორივე მათგანზე აშენდება ახალი, მოდერნიზებული უბანი, სადაც განთავსდება როგორც საცხოვრებელი სახლები, ასევე სასტუმროები, ოფისები და ა.შ. თუმცა რომელი პროექტით მოხდება დედაქალაქის ამ ორი უძველესი ქუჩის რეაბილიტაცია, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მერიის სპეციალური კომისია მიიღებს.

თეა ბეჟიტაშვილი
07.04.2015

 "ამ ეტაპზე ვლადიმერ პუტინის ნომერ პირველი ამოცანა დონბასიდან ყირიმისკენ სახმელეთო ხიდის გაჭრაა, რისთვისაც მას მარიუპოლის ოკუპაცია სჭირდება", - ამბობს კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე რუსული აგრესიის შეჩერების შესაძლო ვარიანტებზე საუბრისას.

მამუკა ნაცვალაძე
06.04.2015

 საქართველოს 18 წლამდელი მორაგბეები ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსნები არიან. დავით ჩავლეიშვილის გუნდმა საფრანგეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატის ელიტ დივიზიონის გათამაშებაში უკან ჩამოიტოვა ევროპის ექვსი ერის 5 ნაკრები - მათ შორის ოთხივე ბრიტანული ქვეყანა და ვიცე-ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.

ეკატერინე ბასილაია
06.04.2015

 რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, შესაძლოა, მომავალში აფხაზეთის ეკლესიის ეპისკოპოსები დანიშნოს - ამ განცხადებას ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო დეპუტატები აკეთებენ და აცხადებენ იმას, რომ მოსკოვში ვიზიტისას პატრიარქ კირილისაგან ეს დაპირება ერთი დათქმით მიიღეს - აფხაზეთში არსებული მღვდელმსახურების ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის შერიგება უნდა მოხდეს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×