მარი მგალობლიშვილი 09.04.2015
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა ალვარო ალბელოამ, კლუბის ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა, სადაც მან ჟოზე მაურინიოსთან და იკერ კასილასთან ურთიერთობაზე ისაუბრა. ესპანელი ფეხბურთელის თქმით, მისი და მაურინიოს სურათი თავის ოთახში აქვს ჩამოკიდებული და ეს მაურინიოსთან მეგობრობის ნიშანია. "არის შანსი თუ არა მისი "რეალში" დაბრუნების? ვიტყოდი, რომ მაურინო ძალიან კარგი მწვრთნელია და რატომაც არა" - განაცხადა ალბელოამ.
|
თიკო ოსმანოვა 08.04.2015
ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის გამოძიება დასკვნით ეტაპზეა. ოჯახის ადვოკატის მალხაზ სალაყაიას თქმით, ხარძიანის სავარაუდო მკვლელის აღწერილობა უკვე ცნობილია და მის კვალზე რამდენიმე მტკიცებულების შეჯერების შემდეგ გავლენ. თავად ოჯახის წევრები კი გამოძიების დასრულებამდე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.
|
ეკატერინე ბასილაია 08.04.2015
"მაშინ, როდესაც სააკაშვილმა ნულოვან ტოლერანტობაზე ისაუბრა, თავად განცხადება კი არ იყო იმდენად შოკის მომგვრელი, რომ არა წინაპირობა და ის, რაც ამას მოჰყვა. წინაპირობა იყო ქუჩაში ჩაცხრილული ბიჭები, ძალადობა, რომელიც უკვე ფეხს იკიდებდა... პრემიერის განცხადება კი, რომ კრიმინალმა სროლა არ უნდა დაგასწროს, ნიშნავს, რომ პოლიციელი სწრაფი უნდა იყოს, თუმცა არ ვიცით, ეს მოქმედებაში როგორ მოვა და ამას პოლიციელებს როგორ უთარგმნიან. თუ ამან გამოიწვია ის, რომ პოლიციელმა პატარა ხიფათის დროსაც, ყოველგვარი შეფასების გარეშე გახსნა ცეცხლი, ეს მაშინ ძალიან ცუდი განცხადება იქნება. თუკი პროცესი ამ მიმართულებით განვითარდება, მაშინ იგივე მოხდება, რაც სააკაშვილის ნათქვამს მოჰყვა," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას პოლოტოლოგი, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვახტანგ ძაბირაძე.
|
თაია არდოტელი 08.04.2015
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, სერგო რატიანის განცხადებას სახელი არა აქვს, ეს არის სიბინძურე, სპეკულანტობა და ამორალურობა," - ასე გამოეხმაურა "რეზონანსთან" საუბრისას ჟურნალისტი და საყდრისის ერთ-ერთი აქტიური დამცველი ნინო მიქიაშვილი რატიანის განცხადებას, რომ "არემჯი გოლდმა" 7 აპრილს ძეგლის დაუზიანებელი ნაწილი ააფეთქა.
|
მაკა ხარაზიშვილი 08.04.2015
2015 წლის პირველ კვარტალში ღვინის ექსპორტი 67%-ით შემცირდა. მარტში კი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 60%-იანი კლება აღინიშნება, თუმცა წლევანდელი თებერვლისგან განსხვავებით, ღვინის გადაზიდვა მაინც მკვეთრად გაიზარდა. მეწარმეებს იმედი გაუჩნდათ, რომ შემდეგი თვეები უფრო აქტიური იქნება.
|
თეა ბეჟიტაშვილი 08.04.2015
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პარლამენტს "იარაღის შესახებ" კანონში ცვლილებების დაჩქარებისკენ მოუწოდებს. მინისტრმა კანონპროექტის განხილვის გაჭიანურება პოლიციელებზე თავდასხმების ფაქტების გახშირების ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა.
|
მარი მგალობლიშვილი 08.04.2015
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. ნახევარფინალისთვის დიდი ნაბიჯი გადადგა თბილისის "დინამომ". თბილისელებმა "დინამო არენაზე" "ცხინვალს" უმასპინძლეს და ორი უპასუხო გოლიც გაუტანეს.
|
ელზა პაპოშვილი 08.04.2015
"თარხან ბათირაშვილს პანკისის ხეობაში წარმომადგენლები არ სჭირდება. ის რეგიონში ლეგენდარული პიროვნებაა და მისი ერთი ზარიც კი საკმარისია, რომ მეორე დღეს მის მიერ დასმული საკითხი მთელი ხეობის განსახილველი გახდეს. იქ უმისოდაც არიან ძალიან სერიოზული პროპაგანდისტები, რომლებიც შესაბამის ფონს ქმნიან.
|
თაკო მათეშვილი 08.04.2015
თბილისში მალე 57 ჯიხური დაიდგმება. ადგილები იჯარით აუქციონის წესით გაიცემა. აუქციონი 6 აპრილს დაიწყო და 27 აპრილამდე გასტანს. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია - როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს.
|
თაკო მათეშვილი 08.04.2015
ცხოველთა უფლებების დამცველები და ძაღლების პატრონები საკრებულოს მიერ მიღებულ "შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესს" აპროტესტებენ და პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.
|
მარი ჩიტაია 08.04.2015
ქართულ ბაზარზე დემპინგური პრობლემებია. რუსეთიდან და უკრაინიდან მიზერული ფასით შემოსული პროდუქტი ადგილობრივ წარმოებას პრობლემას უქმნის. იმის გამო, რომ ფასს კანონმდებლობა არ არეგულირებს, ბიზნესს გაფართოების ნაცვლად, ყველას გადარჩენისთვის უწევს ბრძოლა.
|
მამუკა ნაცვალაძე 07.04.2015
საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ლაშა ჯაკობიამ კარიერის დასრულების შემდეგ ფოთის "კოლხეთში" სპორტულ დირექტორად დაიწყო მუშაობა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|