მარიამ აფციაური
17.04.2015

 18-24 კვადრატული მეტრის ოთახები, სადაც 3 ადამიანი ცხოვრობს, სადენების აფეთქებისგან გამურული, ჩამონგრეული კედლები, სინესტისგან დაზიანებული ჭერი და დერეფნები, ობის სოკოები - ეს ბაგებში მდებარე სტუდენტური საცხოვრებელია, ანუ შენობა, სადაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ცხოვრობენ.

მარი ჩიტაია
17.04.2015

 სარემონტო ბიზნესს პრობლემა აქვს. კერძო კომპანიებსა და ხელოსნებს შეკვეთები გაუნახევრდათ. მიუხედავად იმისა, რომ სეზონი დაიწყო, მომხმარებელი რემონტის დაწყებისგან თავს მაქსიმალურად იკავებს.

ელზა პაპოშვილი
17.04.2015

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი ძვირდება. გუშინ "ბრენტის" ტიპის ბენზინზე ფასმა 62 დოლარს გადააჭარბა. ეს ბოლო 4 თვის უმაღლესი ფასია. ანალიტიკოსთა პროგნოზით, "შავ ოქროზე" ფასის ზრდა დროებითია და სამომავლოდ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ირანი ნავთობის ბაზარზე სრულფასოვნად დაბრუნდება, ნავთობი ისევ გაიაფდება.

მაკა ხარაზიშვილი
17.04.2015

აღდგომის შემდეგ ლარის კურსმა გაუფასურებისკენ აიღო გეზი. ამ პროცესს მთავრობა და ეროვნული ბანკი მშვიდად უყურებენ და ვალუტის გადასარჩენად არაფერს აკეთებს. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა იგვიანებს, არც საპრივატიზაციოდ გამოტანილ ობიექტების მყიდველი ჩანს. რაც შეეხება სებ-ს, მან კომერციულ ბანკებს რეფინანსირების სესხების სახით ისევ მილიარდამდე ლარი მისცა.

ია აბულაშვილი
17.04.2015

 "სააკაშვილს იმ მტკიცებულებების მეათედიც რომ ჰქონოდა, რაც "ოცნებას" ხელთ აქვს, ყველაფერს ისე გააკეთებდა, რომ ვერავინ გაბედავდა ეთქვა, სააკაშვილი პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ეწეოდაო.

ია აბულაშვილი
17.04.2015

ქართულ-ებრაული ურთიერთობის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია მეორე მსოფლიო ომის პერიოდს, როდესაც ორივე ერის წარმომადგენლები უდიდესი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ემიგრაციაში მყოფი ქართველობა თავად განსაცდელში იმყოფებოდა, მისმა არაერთმა წარმომადგენელმა თავდადებული მოქმედებით დაღუპვას გადაარჩინა არა მხოლოდ ქართველი ებრაელები, არამედ ისინი, ვინც წარმოშობით საქართველოდან არ ყოფილა.

მარი მგალობლიშვილი
17.04.2015

 მაიკლ კერიკმა ინტერვიუ მისცა "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ გვერდს, სადაც ისაუბრა თუ როგორი გავლენა მოახდინა მისმა ჩრდილო-აღმოსავლურმა აღზრდამ და 15 წლის ასაკში ლონდონში გადასვლამ მისი პიროვნების ჩამოყალიბებაზე და რამ აქცია ის "იუნაიტედის" ნახევარდაცვის შეუცვლელ ფიგურად.

იაგო ნაცვლიშვილი
16.04.2015

 დავით ცინდელიანისა და პაატა ქარდავას გაუჩინარების საქმეში ახალი გარემოებები იკვეთება. კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს, რომან შამათავას ამ მკვლელობაში გიორგი ჩიქოვანი, იგივე "მაიმუნა" ადანაშაულებს, რომელიც ამბობს, რომ მკვლელობის დროს ის შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. ამტკიცებს, რომ თავად არ იცოდა თუ შამათავა დატყვევებული პირების მოკვლას და შემდეგ ზღვაში ჩაგდებას აპირებდა. "მაიმუნამ" სასამართლოს ჩვენება ინგლისიდან "სკაიპის" საშუალებით მისცა.

თაკო მათეშვილი
16.04.2015

 მოუწესრიგებელი, უადგილო და უსისტემო მშენებლობები - დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემა, რომლის მოგვარების გზების ძიებაშიც მოჯადოებულ წრეში აღმოჩნდებით. ქალაქის დღევანდელი მთავრობა ხელს "ნაციონალური მოძრაობისაკენ" იშვერს და ამბობს, რომ ყველა იმ მშენებლობაზე, რომელიც ქალაქის იერსახეს ამახინჯებს, მოძრაობას აფერხებს, ანაგვიანებს ან სხვა რაიმე პრობლემას ქმნის, ნებართვა ქალაქის წინა მთავრობის პირობებშია გაცემული.

ეკატერინე ბასილაია
16.04.2015

 დღეს სირიიდან საქართველოში დაბრუნებული "ისლამური ხალიფატის" მებრძოლების მიმართ სისხლის სამართლის წესით არანაირი სასჯელი არ ვრცელდება. თუმცა სულ მალე, ახალი კანონის მიხედვით, არა მარტო ტერორისტული ორანიზაციის წევრობა, არამედ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონო ფორმირების წევრობა თუ წევრის სტატუსგარეშე მონაწილეობა, წვრთნა, პროპაგანდის გაწევა, მოწოდება და გადაბირება თავისუფლების აღკვეთით დაისჯება, ისევე როგორც უკანონო ფორმირებაში გაწევრიანებისათვის საზღვრის გადაკვეთის მცდელობაც.

თიკო ოსმანოვა
16.04.2015

24 აპრილს ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი ხოცვა-ჟლეტის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი სამველ პეტროსიანი გენოციდის აღიარებისა და დაგმობის მოწოდებით გამოდის, რასაც მისი კოლეგების მხრიდან სიტყვიერი დაპირისპირება უკვე მოჰყვა. პეტროსიანის საპასუხოდ ეთნიკურად აზერბაიჯანელმა დეპუტატმა, ასევე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აზერ სულეიმანოვმა განაცხდა, რომ "იყო არა გენოციდი, არამედ - სამოქალაქო ომი" და კოლეგას საქართველოს პრობლემებით დაკავებისკენ მოუწოდა.

თაია არდოტელი
16.04.2015

 "კონკრეტული ჯგუფები რეგიონებში ძალიან აქტიურად ეწევიან ანტიევროკავშირულ და ანტინატოურ პროპაგანდას. ხვდებიან მოსახლეობას, ბეჭდავენ ბუკლეტებს, სადაც შერჩეული სამიზნე ჯგუფებისთვის კონკრეტული გზავნილებია იმ უარყოფით შედეგებზე, რასაც რეგიონის მოსახლეობას, ასოცირებისა თუ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შეუქმნის," - აცხადებს "რეზონანსთან" "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, რომელიც სამშაბათს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ დანიის, შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, სხვა საკითხებთან ერთად, სწორედ ამ თემაზეც ესაუბრა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×