ელზა წიკლაური 21.04.2015
ლარის დევალვაციის შედეგად საკვები პროდუქტის, ჰიგიენური საშუალებების, მედიკამენტების, ინტერნეტისა თუ სხვა მომსახურების გაძვირებამ მოსახლეობის საშუალო ხარჯი თვეში დაახლოებით 50-70 ლარით გაზარდა. იმათ კი, ვისაც სესხი დოლარში ჰქონდა, ყოველთვიური ხარჯი 100 ლარით და მეტით მოემატა.
|
მაკა ხარაზიშვილი 21.04.2015
მთავრობაში ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე ვერ თანხმდებიან. "ბიზნეს-რეზონანსს" ფინანსთა სამინისტროში განუცხდეს, რომ მარტში მშპ-ს ზრდა 2%-ზე მეტია და კიდევ უფრო აქტიური იქნება აპრილი. ფინანსთა მინისტრის ოპტიმიზის პირველი კვარტლის ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულება ამყარებს. ეკონომისტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის შესრულებაში გარკვეული წვლილი ლარის გაუფასურებასაც მიუძღვის.
|
ელზა წიკლაური 21.04.2015
ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას სახელმწიფო აუცილებელი სამედიცინო დაზღვევა ჩაანაცვლებს. სპეციალისტები თვლიან, რომ სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება ხარჯის შემცირების მიზნით მიიღო. ჯანდაცვის სამინისტროში ფინანსურ პრობლემას კატეგორიულად უარყოფენ. მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ამბობს, რომ არსებული სერვისი არც ახალ მოდელზე გადასვლის შემდეგ შემცირდება.
|
მაკა ხარაზიშვილი 21.04.2015
სახელმწიფო ბიუჯეტის 15%-ზე მეტი სოციალურ დახმარებებსა და სუბსიდიებს ხმარდება. ეს თანხა, ძირითადად, ღარიბი მოსახლეობის ერთჯერადი პრობლემების მოგვარებისთვის იხარჯება და ქვეყნის ეკონომიკას აკლდება. ამიტომაც, სპეციალისტთა ნაწილი ბიუჯეტის სოციალურ ორიენტირებას აკრიტიკებს. სხვები კი მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში სოციალური ფონი იმდენად მძიმეა, რომ მთავრობა მოსახლეობის საკმაო ნაწილის გადარჩენას მხოლოდ საბიუჯეტო ხარჯებით ახერხებს.
|
მარი ჩიტაია 21.04.2015
ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ქათმის ხორცზე მოთხოვნა მატულობს. ამ ეტაპზე ქართული ფრინველის ხორცით ბაზრის 40% მარაგდება, ხოლო 60% იმპორტულ ნაწარმს უკავია. სპეციალისტები მეფრინველების სეგმენტს ყველაზე წარმატებულ მიმართულებად ასახელებენ.
|
მარი ჩიტაია 21.04.2015
სავალუტო კრიზისმა რესტორნის ბიზნესს პრობლემა შეუქმნა. რესტორნებში კლიენტურამ იკლო. პროდუქტის გაძვირებამ მომსახურების ფასზეც იმოქმედა.
|
მაკა ხარაზიშვილი 21.04.2015
სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე გაზსაცავის აშენება 2016 წლიდან დაიგეგმა. ჯერჯერობით ტენდერი მხოლოდ ტექნიკური დასაბუთების მომზადებაზე მიმდინარეობს. გაზსაცავის აშენებისთვის ფინანსური წყარო ჯერ მოძიებული არ არის.
|
მამუკა ნაცვალაძე 20.04.2015
ხვალ "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში მადრიდის "რეალი" თანაქალაქელ "ატლეტიკოს" დაუხვდება. პირველი მატჩი "ვისენტე კალდერონზე" ნულოვანი ფრით დასრულდა.
|
ვახტანგ შამუგია 20.04.2015
უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე ანტიტერორისტულ სპეცოპერაციაში ათობით ქართველი მონაწილეობს. ისინი ბარიკადების ორივე მხარეს დგანან. მათი ნაწილი კამერების წინ გამოჩენას არ ერიდება. ვიდეორგოლები მათი მონაწილეობით სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით დიდი ინტერესითა და რეიტინგით სარგებლობს.
|
სალომე სარიშვილი 20.04.2015
საყდრისთან ახლოს, დაახლოებით 50 მეტრში მდებარე შუა საუკუნეების ტაძრები განადგურების პირასაა. ადგილობრივების ნაწილი ამტკიცებს, რომ ტაძრებს ბზარები საყდრისზე აფეთქებითი სამუშაოების შემდგომ გაუჩნდა და მათი დაზიანება ახლაც გრძელდება. ამ ფაქტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოშიც ადასტურებენ, თუმცა, აქვე აღნიშნავენ, რომ ბზარები პროგრესირებადი არაა და შესაბამისად, მათივე განცხადებით, შუა საუკუნეების ტაძრებს განადგურება არ ემუქრება.
|
ეკატერინე ბასილაია 20.04.2015
"სამწუხაროა, რომ საბჭოთა კავშირი დაინგრა", - ეს ნოსტალგიური განცხადება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2014 წლის მარტში დუმაში ყირიმის რუსეთთან მიერთების საკითხის განხილვისას გააკეთა.
|
თაკო მათეშვილი 20.04.2015
ბალტიის ქვეყნები, შავიზღვისპირეთის სახელმწიფოები და სსრკ-ს ყოფილი წევრები - ეს იმ სახელმწიფოთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილს საქართველოს გადმოსცემენ იმის მიუხედავად, რომ "ინტერპოლმა" მისი ძებნა ოფიციალურად შეწყვიტა. როგორც დეპუტატი განმარტავს, ეს სამართლებრივი დახმარების იმ ორმხრივი ხელშკრულების საფუძველზე მოხდება, რომელიც რიგ ქვეყნებთან გვაქვს გაფორმებული.
|