იაგო ნაცვლიშვილი
23.04.2015

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო, შესაძლოა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, მოგესაჯოთ. შესაბამისი ცვლილება სს კოდექსში იგეგმება, რომლის მიხედვითაც ძალადობრივი მოწოდება სს დასჯადი ქმედება ხდება. თუმცა როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, ეს არ შეეხება ემოციურ ფონზე გაკეთებულ განცხადებას, რომელიც რეალურ ქმედებას არ ითვალისწინებს. მათი თქმით, ამ ცვლილების მიზანია სოცქსელებში პოლიტიკური ექსტრემიზმის იდეების პროპაგანდის თავიდან აცილება.

ელზა წიკლაური
23.04.2015

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევით, 2012 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიებიდან სახელმწიფო სტრუქტურებში 38 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის 6 მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირია.

სალომე სარიშვილი
23.04.2015

 არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ქვემო ქართლის სოფელ იმირში ქ| ათასწლეულით დათარიღებული უძველესი ყურძნის წიპწები აღმოაჩინეს. როგორც ეროვნულ მუზეუმში ამტკიცებენ, კომპლექსური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა და შემდეგ უკვე კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა. კერამიკული ჭურჭლის ანაფხეკებში აღმოჩენილია კულტურული ვაზის მტვრის მარცვლები, რაც ამ ჭურჭელში ღვინის არსებობის დასტურია.

იაგო ნაცვლიშვილი
23.04.2015

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეში ახალი დეტალია აღმოჩენილი. როგორც მისი ძმა ზურაბ კიწმარიშვილი აცხადებს, გამოძიებამ ამოიღო ვიდეომასალა, რომლის გაშიფვრის შედეგად რამდენიმე საინტერესო პერსონა გამოიკვეთა. მისი თქმით, გამოძიება სატელეფონო ზარების ამოღებასა და გაშიფვრასაც იწყებს.

მარიამ აფციაური
23.04.2015

 ლარის გაუფასურებამ სასტუმროებში კრიზისი გამოიწვია. ამ ბიზნესში ჩართული ადამიანები, ხარჯის ზრდასთან ერთად, ზარალზეც ალაპარაკდნენ. ნაწილმა ნომრებისა და სხვადასხვა სახის მომსახურების ღირებულებაც გააძვირა. სასტუმროების წარმომადგენლები გამოსავალს დღგ-ს შემცირებაში ხედავენ.

მარი ჩიტაია
23.04.2015

სკოლის კვების ბლოკებში პრობლემაა პროდუქტის ვარგისიანობისა და ეტიკეტის მხრივ. შემოწმებული სკოლების უმრავლესობაში სწორედ ასეთი დარღვევებია. ამასთან სკოლის სასადილოებში ძალიან ხშირად ვადაგასული პროდუქტებია. განსაკუთრებით ბევრი პრობლემაა რეგიონებში.

მაკა ხარაზიშვილი
23.04.2015

 "ახალგაზრდა ადვოკატები" თბილისის მერიას დაპირების შესრულებასა და "სითი პარკთან" დადებული ხელშეკრულების გადახედვას სთხოვენ. "რეზონანსი" უკვე წერდა, რომ 2014 წლის ბოლოს თბილისის მერიამ "სითი პარკის" ხელშეკრულების შესაფასებლად ცნობილი აუდიტორული კომპანია "ერნსტ ენდიანგი" დაიქირავა. ახლა მუშაობა უკვე დასრულდა, მაგრამ დიდი ინტერესის მიუხედავად, საზოგადოებისთვის დასკვნის შინაარსი უცნობია.

მამუკა ნაცვალაძე
23.04.2015

 გაირკვა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტთა ვინაობა - მიუნხენის "ბაიერნმა" ლიგის ნახევარფინალის საგზური ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა. "ალიანც არენაზე" პეპე გვარდიოლას შეგირდებმა შანსი არ დაუტოვეს "პორტუს". გერმანელებმა სასტიკად იძიეს შური "დრაკონებზე" პირველ მატჩში წაგებისათვის (1:3) და დიდი ანგარიშით დაამარცხეს ისინი - 6:1.

იაგო ნაცვლიშვილი
22.04.2015

 ნარკოდანაშაულის სახეები ერთმანეთისგან გაიმიჯნება. შესაბამისი ცვლილება სს კოდექსის 260-ე მუხლში შედის, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გაიმიჯნება ნარკოტიკული საშუალებების, ერთი მხრივ, დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნასა და, მეორე მხრივ, გასაღებას შორის. შესაბამისად, ნარკოტიკების გასაღებასა და წარმოება-შეძენა-შენახვაზე სხვადასხვა სანქცია გავრცელდება.

ია აბულაშვილი
22.04.2015

 აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს, რომელიც 21-22 მაისს ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართება, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება. ოფიციალურ თბილისს იმედი აქვს, რომ რიგის სამიტზე ევროკავშირი ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ სამოქმედო გეგმის შესრულებას მოიწონებს, რაც იმის ნიშანი იქნება, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში, რაც ევროპის უდიდეს ნაწილს აერთიანებს, უვიზო მიმოსვლა შეეძლებათ.

თიკო ოსმანოვა
22.04.2015

 პრეზიდენტსა და მთავრობას შორის არსებული წელიწადნახევრიანი კონფრონტაციული ურთიერთობა გრძელდება. ამჯერად დაპირისპირების მიზეზი ათონელის რეზიდენცია გახდა, სადაც გიორგი მარგველაშვილმა გადასვალზე უარი ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულს თქვა, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილმა ეს საკითხი კიდევ ერთხელ წამოწია, რაც პრეზიდენტმა მის დისკრედიტაციად აღიქვა. პოლიტოლოგები კი ვითარების გამწვავებაში სხვა ადამიანებს ადანაშაულებენ. მათი თქმით, თავად პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი თავს მშვიდად გრძნობენ.

მამუკა ნაცვალაძე
22.04.2015

 დღეს მონაკოში "ლუი მეორესა" და მადრიდში "სანტიაგო ბერნაბეუზე" კიდევ ორი ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვევა. მადრიდის "რეალი" თანაქალაქელ "ატლეტიკოს" უმასპინძლებს, "მონაკო" კი ტურინის "იუვენტუსს" დაუხვდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×