თაკო მათეშვილი
27.04.2015

 ხვალ, 28 აპრილს, 5 საათზე მერიასთან მძღოლები და ავტომოყვარულები "სითი-პარკის" წინააღმდეგ აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა კომპანიასთან ხელშეკრულების მოშლა და ქალაქიდან მისი გაძევებაა. შეუსრულებლობის შემთხვევაში კი 5 მაისს პარლამენტის წინ მორიგი, გაცილებით მასშტაბური აქციით იმუქრებიან.

თიკო ოსმანოვა
27.04.2015

საქართველოს მთავარმა საგამოძიებო უწყებამ საგარეო ფრონტზე კიდევ ერთი მარცხი განიცადა - საბერძნეთის უზენაესმა სასამართლომ ქართულ მხარეს დათა ახალაიას ექსტრადიციაზე უარი უთხრა. ბადაშვილის უწყებამ უარის თქმის მიზეზი ჯერჯერობით არ იცის. იურისტები კი საგარეო ფრონტზე ქართული მხარის მარცხს ორი მიზეზით ხსნიან. "ანტიკორუფციული პალატის" თავმჯდომარე პაატა შავაძე ამბობს, რომ პროკურატურაში ჯერ ისევ ძველი კადრები მუშაობენ, რომლებიც ხელს უშლიან გამოძიების მიმდინარეობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრი გია მეფარიშვილი კი "ოცნებას" დიპლომატიას უწუნებს და მასში კორექტირების შეტანას ურჩევს.

თეა ბეჟიტაშვილი
27.04.2015

 უკვე რამდენიმე დღეა, მომავალი სასაწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს და სექტემბრიდან მხოლოდ ის ბავშვები იქნებიან სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც 6 წელი სწავლის დაწყებამდე უსრულდებათ. თუმცა, კანონში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს და სკოლაში შესვლა იმ ბავშვებმაც შეძლონ, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრამდე შეუსრულდებათ.

ვახტანგ შამუგია
27.04.2015

 უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს ათობით მოქალაქე იბრძვის. მათი დიდი ნაწილი სამთავრობო ძალების შემადგენლობაშია. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში უკვე სამი ქართველი მეომარი დაიღუპა. სოფელ შიროკინოში 18 აპრილს დაღუპული გიორგი ჯანელიძე თბილისში შაბათს ჩამოასვენეს.

თაია არდოტელი
27.04.2015

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი მთავარ პროკურატურას ადვოკატებზე თავდასხმისა და მათი უფლებების შელახვის ფაქტების გამოსაძიებლად 30-დღიან ვადას აძლევს. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი ადვოკატთა საერთო ეროვნული გაფიცვით იმუქრება, რამაც შესაძლოა ქვეყანაში სასამართლოების პარალიზება გამოიწვიოს.

თიკო ოსმანოვა
27.04.2015

 წელს, წინა 2 წლის მსგავსად, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო აღლუმის გარეშე აღნიშნავს. დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, იქნება საბრძოლო ტექნიკის გამოფენა-დათვალიერებაც და საზეიმო კონცერტიც. თუმცა, იქნება ერთი განსხვავებაც - თუკი წინა წლებში 26 მაისს სამხედრო ტექნიკა დედაქალაქის ყველა უბანში იყო გამოფენილი და კონცერტებიც ყველა უბარში ტარდებოდა, წელს ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ ადგილას იქნება - რუსთაველზე.

ია აბულაშვილი
27.04.2015

 პოეტ მირზა გელოვანის ნეშტის საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილე თამაზ ტყემალაძე "მთელ კვირასთან" აცხადებს, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯები უკვე გადაგმულია და მიდის მუშაობა. მისი თქმით, მას, როგორც ინიციატორს, სურვილი აქვს, რომ მირზა გელოვანის ცხედარი ბელორუსიდან საქართველოში 8 მაისს გადმოასვენონ. ამ დღეებში იგი აპირებს ბელორუსში გამგზავრებას და დარწმუნებულია, რომ 8 მაისისთვის ეს საქმე მოესწრება. თუ სად დაკრძალავენ პოეტის ნეშტს, ეს საკითხი ჯერ უცნობია.

მამუკა ნაცვალაძე
27.04.2015

 ტურინის "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 12 წლიანი შესვენების შემდეგ იასპარეზებს. მაშინდელივით ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში იტალიური გრანდი მადრიდის "რეალს" შეერკინება.

იაგო ნაცვლიშვილი
25.04.2015

დაძაბული ვითარებაა თერჯოლაში, სადაც ერთმანეთს რელიგიურ ნიადაგზე ადგილობრივი მართლმადიდებელი მრევლი და იეჰოვას მოწმეები უპირისპირდებიან. მართლმადიდებელი მოსახლეობის პროტესტს იწვევს ის, რომ იეჰოვას მოწმეები ქალაქის ცენტრში, საჯარო სკოლასთან ახლოს შენობის აშენებას აპირებენ, სადაც პერიოდულად შეიკრიბებიან ხოლმე. მართლმადიდებლები შიშობენ, რომ ეს ბავშვებზე გარკვეულ გავლენას მოახდენს.

ელზა პაპოშვილი
25.04.2015

 სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის დაპირისპირება სპორტის მინისტრთან კვლავ გრძელდება. გუშინ მინისტრმა ლევან ყიფიანმა საპარლამენტო კომიტეტის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს "თითიდან გამოწოვილი" უწოდა და განაცხადა, რომ საქმე პიროვნულ დაპირისპირებას ეხება.

თაია არდოტელი
25.04.2015

"მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლეც კი ძალიან ძვირფასია, რამდენიმე ერთეული შემთხვევა, რაზეც საუბარია, სიტუაციის დრამატიზების საშუალებას არ ქმნის," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა პანკისელ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განგვიცხადა.

ია აბულაშვილი
25.04.2015

 ევროკომისია 13 მაისს წარმოადგენს თავის ანგარიშს საქართველოსა და უკრაინის მიერ იმ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებელია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მისაღებად. ამ დასკვნაზე დიდად იქნება დამოკიდებული, თუ რას მიიღებს საქართველო 21-22 მაისს რიგაში დაგეგმილ ევროკავშირის "აღმოსავლეთის პარტნიორობის" სამიტზე.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×