მაკა ხარაზიშვილი 28.04.2015
ლარის გაუფასურებამ ეკონომიკის განვითარებას სერიოზული პრობლემა შეუქმნა. მცირე და საშუალო ბიზნესმენთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ საწარმოთა ნაწილი დაიხურა, ნაწილმა კი ბრუნვა შეამცირა. პრობლემა შეექმნა მსხვილ ბიზნესსაც. ლარის გაუფასურება კი გრძელდება. ამ პროცესის შესაჩერებლად საერთოდ არაფერს აკეთებს ეროვნული ბანკი და უუნაროა მთავრობაც.
|
თაკო მათეშვილი 28.04.2015
შვედეთი, დანია, ინგლისი, აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები - ეს იმ სახელმწიფოთა ჩანონათვალია, რომლებიც საქართველოსათვის ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლას და ზოგადად, ჩვენს ევროინტეგრაციას მხარს უჭერენ. ხელისუფლებაში იმ ქვეყნებსაც ასახელებენ, რომლებიც ამ საკითხისადმი უარყოფით დამოკიდებულებას ავლენენ და იმათაც, რომლებიც განსაკუთრებულ პოზიციას არ გამოხატავენ და ნეიტრალურებად რჩებიან.
|
იაგო ნაცვლიშვილი 28.04.2015
"საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიური კომუნიკაცია აქვთ ევროპული ქვეყნების ხელისუფლებებთან. საუბარი მაქვს როგორც ორმხრივი ფორმატის შეხვედრებზე, ასევე მრავალმხრივზე.
|
თიკო ოსმანოვა 28.04.2015
ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს აქტიურად აკრიტიკებს და მათ ობიექტურობას უწუნებს. ყოფილი პრემიერ-მინისტრის აზრით, ისინი ტენდენციურები და "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გამტარებლები არიან. იგი რამდენიმე მათგანზე დოკუმენტური ფილმის გადაღებასაც აპირებს, რომლის შესახებაც ცოტა ხნის წინ თავად დააანონსა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური კი მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს კომიკურს უწოდებს.
|
თეა ბეჟიტაშვილი 28.04.2015
"გერმანია ცდილობს, შუამავლის როლი ითამაშოს და სახე შეუნარჩუნოს რუსეთს, რომ უკრაინაში სიტუაცია კიდევ უფრო უკონტროლო არ გახდეს", - ამბობს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია "რეზონანსთან" საუბრისას ივნისში რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების შესაძლო შერბილებაზე.
|
მარი მგალობლიშვილი 28.04.2015
"ლივერპულის" ვიცე-კაპიტანმა ჯორდან ჰენდერსონმა კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა. როგორც ფეხბურთელმა კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში განაცხადა, მისი გუნდში დარჩენის ერთ-ერთი მიზეზი მთავარი მწვრთნელი როჯერსია.
|
ელზა წიკლაური 28.04.2015
საქართველოში, შესაძლოა, კომუნალური გაძვირების ახალი ტალღა დაიწყოს. გაზგამანაწილებელი კომპანიების შემდეგ ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით სემეკს უკვე მიმართა "ენერგო-პრო ჯორჯიამ". თბილისში წყლის ახალ ტარიფზე გადაწყვეტილებას 21 მაისამდე გამოიტანენ. უკვე გაძვირდა ინტერნეტ-მომსახურება. გამორიცხული არ არის, რომ კომუნალური გადასახადები 2012 წლის ოქტომბრამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნდეს ან უფრო მეტადაც გაიზარდოს.
|
მარი ჩიტაია 28.04.2015
მეცხვარეობის დარგში პრობლემის დაძლევა ვერდავერ ხერხდება. მეცხვარეები პირუტყვის გაყიდვას ვერ ახერხებენ. მათთვის ცხვრის საძოვრებზე გაშვებაც პრობლემაა, რადგან ეს საკმაოდ დიდ გადასახადს უკავშირდება.
|
მარი ჩიტაია 28.04.2015
საქართველოში ქვიშიანი სანაპიროს მქონე კურორტების უმეტესობა აუთვისებელია. რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის გარდა, კურორტების კეთილმოწყობის მიზნით ბოლო წლებში ბევრი არაფერი გაკეთებულა. აქა-იქ ძვრა შეინიშნება და რამდენიმე კურორტს შეიძლება რეაბილიტაცია ჩაუტარდეს, თუმცა პრობლემა საკმოდ მასშტაბურია. სამკურნალო თვისებების მქონე კურორტები იმდენად სავალალო დღეშია, რომ მოსახლეობამ მათი არსებობაც კი მიივიწყა.
|
მაკა ხარაზიშვილი 28.04.2015
"მთის კანონის" დამტკიცება იგვიანებს. პარლამენტს კანონპროექტის განხილვა მარტში უნდა დაეწყო და საგაზაფხულო სესიაზე უკვე უნდა დაემტკიცებინა, თუმცა კანონის განხილვა ამჯერად მაისისთვის გადაიდო.
|
ეკატერინე ბასილაია 27.04.2015
"მე გალში ცოცხალ, კონკრეტულ ადამიანებთან მაქვს კონტაქტი და როგორც წესი, უმრავლესობა აღიარებს, რომ თავისუფლად სუნთქვა დღეს უფრო შეიძლება, ვიდრე ადრე..." - აცხადებს "მთელ კვირასთან" ინტერვიუში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.
|
ეკატერინე ბასილაია 27.04.2015
ჩრდილოკავკასიელმა მეამბოხეებმა უახლოეს პერიოდში ახალი ლიდერი უნდა აირჩიონ. ერთი კვირაა გასული, რაც რუსეთის ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი მეამბოხეების ჯგუფის, "კავკასიის იმარატის" მეთაური ალიასხაბ კებეკოვი, იგივე ალი აბუ მუჰამად ად-დაღესტანი მოკლეს.
|