ეკატერინე ბასილაია 30.04.2015
რიგის სამიტზე საქართველოს, დიდი ალბათობით, იმედგაცრუება ელოდება. საუბარია იმაზე, რომ დეკლარაციის პროექტი, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურები საბოლოო სახით 21-22 მაისს რიგის სამიტზე მიიღებენ, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის შესახებ მკაფიო განაცხადს, რასაც აგრერიგად ელოდნენ თბილისში, კიევსა და კიშინიოვში, არ შეიცავს.
|
თაკო მათეშვილი 30.04.2015
წითელ წიგნში შეტანილი, გადაშენების პირას მყოფი ერთ-ერთი უიშვიათესი და ულამაზესი ცხოველის, ლეოპარდის (ჯიქის) აღმოჩენა საქართველოში ვერ ხერხდება. სახელმწიფოსა თუ სხვადასხვა ფონდების მიერ დაფინანსებული კვლევა სისტემატიურად მიმდინარეობს, სპეციალისტები ატარებენ საველე სამუშაოებს, აგებენ ფოტოხაფანგებს, თუმცა 2008 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც იგი ვაშლოვანის ნაკრძალში უკანასკნელად დააფიქსირეს, კვალი აღარ ჩანს.
|
მაკა ხარაზიშვილი 30.04.2015
მთავრობამ გაზის სექტორი ისევ სუბსიდირების იმედზე დატოვა. როგორც "რეზონანსი" წერდა, მეწარმეებისთვის ბუნებრივი აირი არც 1-ლი მაისიდან გაძვირდება. ბიუჯეტს კი სუბსიდირებისთვის დამატებითი თანხის მოძიება მოუწევს. გაუფასურებული ლარის გამო ადრე თუ გვიან ტარიფი მაინც გაიზრდება, სუბსიდიისთვის გამოყოფილი თანხა კი წყალში გადაყრილი აღმოჩნდება.
|
იაგო ნაცვლიშვილი 30.04.2015
"იმის ნაცვლად, რომ შექმნილი ვითარება გაეაზრებინათ, კონკრეტულად ის, რომ პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდი ქვეყანას ვერ გამოიყვანს ამ ვითარებიდან, მათ მაინც გადაწყვიტეს, რომ პარლამენტში მთავრობის შემადგენლობა იმავე შემადგენლობით შემოვიდეს.
|
თიკო ოსმანოვა 30.04.2015
"ღარიბაშვილის წასვლა უფრო მძიმე დაღს დაასვამს "ქართული ოცნების" ისედაც შელახულ იმიჯს იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრის წასვლით გამოდის, რომ მთელი მმართველი გუნდი აქამდე არასწორ პოლიტიკას ატარებდა. ასე რომ, ეს არც ერთმა პარტიამ არ უნდა დაუშვას," - ამბობს "რეზონანსთან საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომელსაც მიმდინარე სამთავრობო ცვლილებებზე ვესაუბრეთ.
|
თაია არდოტელი 30.04.2015
"გამართლებული და მოსაწონი არაა, როდესაც ჩვენი ხელისუფლება მეზობელ სახელმწიფოს საქართველოში ძებნილი პიროვნების, სააკაშვილის გადმოცემის მოთხოვნით მიმართავს და უარს იღებს. თუმცა ამის გამო სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობაც რომ გავამწვავოთ, წაგებული ისევ ჩვენ დავრჩებით," - აცხადებს "რეზონანსთან" ბაქოში სააკაშვილის ვიზიტის შეფასებისას პოლიტოლოგი, საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი გია ხუხაშვილი.
|
ელზა პაპოშვილი 30.04.2015
გუშინ "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე კახა კუკავა, თავმჯდომარის მოადგილე ბეჟან გუნავა და "რეფორმატორების" ორი წევრი, ირაკლი ღლონტი და ნიკა კირვალიძე, დააკავეს.
|
ელზა პაპოშვილი 30.04.2015
"ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილმა მინისტრების წასვლა-არწასვლაზე ზუსტად არც არაფერი იცის, რადგანაც ის თავის ქმედებაში დამოუკიდებელი არასდროს არ არის. ვინც შეიძლება ამომწურავი და ზუსტი პასუხი საზოგადოებასა და ჟურნალისტებს გასცეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია," - აცხადებს დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის თავჯდომარე სოსო ცისკარიშვილი ბოლო დროს მთავრობაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას.
|
ლიკა ამირაშვილი 30.04.2015
უფასო საბაკალავრო მიმართულებების სია უკვე ცნობილია. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს ბაკალავრიატის 21 მიმართულება უფასო იქნება. როგორც წინა წლებში, წელსაც დაფინანსება მხოლოდ სახელმწიფო სასწავლებლებს შეეხება. განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია მიიჩნევს, რომ კერძო სასწავლებლების უგულებელყოფა სწავლების ხარისხს დააკნინებს.
|
მარიამ აფციაური 30.04.2015
ხმაური თბილისის მუდმივად თანამდევი მოვლენაა. ეს პრობლემა განსაკუთრებით კაფე-ბარებთან, რესტორნებთან, მშენებარე კორპუსებთან და ცენტრალურ უბნებში მცხოვრებ ადამიანებს აწუხებთ. ისინი წლებია, საღამოს საათებში ხმაურის დასაშვები ზღვრის კანონით დადგენას ითხოვენ. სწორედ ამიტომ თბილისის საკრებულოში უკვე დაიწყეს მუშაობა ხმაურის რეგულაციის შემოღების მიმართულებით. მოსალოდნელ ცვლილებას თბილისელების უმეტესობა დადებითად, ნაწილი სკეპტიკურად აფასებს.
|
მარი ჩიტაია 30.04.2015
საქართველოში გენმოდიფიცირებული პროდუქტების შემოტანასთან დაკავშირებით კანონმდებლობა მეტისმეტად ლოიალურია. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ იგი მოსახლეობას გმო პროდუქტებთან დაკავშირებული საფრთხისგან საერთოდ ვერ იცავს. ამ მხრივ საქართველოში ოდნავ უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე სომხეთში, თუმცა აზერბაიჯანთან შედარებით გაცილებით ცუდი ვითარება გვაქვს.
|
მაკა ხარაზიშვილი 30.04.2015
ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრი ეკონომიკური გუნდის შეცვლას არ აპირებს. აქედან გამომდინარე, სპეციალისტები მთავრობის გადადგომით ქვეყნის ეკონომიკაში რაიმე სერიოზულ ცვლილებას არ მოელიან. ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ პირველ რიგში, სწორედ ეკონომიკური გუნდი უნდა შეცვლილიყო.
|
|