ეკატერინე ბასილაია
04.05.2015

 სამთავრობო კაბინეტში "რესპუბლიკელთა" რიცხვი სამ მინისტრამდე გაიზარდა და ამ ცვლილებით კოალიციაში ამ პარტიის პოზიციები გამყარდა. ექსპერტთა შეფასებით, "რესპუბლიკელებმა" საკმაოდ დიდი წონა და მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოთამაშის სტატუსი შეიძინეს და ამის ერთ-ერთი მიზეზი მმართველი კოალიციიდან "თავისუფალი დემოკრატების" გასვლაა. სწორედ ამის შემდეგ "რესპუბლიკელების" ხმები დაფასდა პარლამენტშიც და როგორც პროევროპულმა ძალამ, ასევე დიდი ფასი დაიდო ზოგადად კოალიციის იმიჯისათვისაც.

ეკატერინე ბასილაია
04.05.2015

 სომხეთის პარლამენტის სპიკერმა რამდენიმე დღის წინ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარეს უმასპინძლა და ამ შეხვედრაზე "ორ ქვეყანას შორის" ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.

იაგო ნაცვლიშვილი
04.05.2015

 საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის შეფასებით, "რესპუბლიკური" პარტიის პოზიციების გაძლიერება კოალიციაში შემავალი სხვა პარტიების დასუსტებას არ ნიშნავს. ამის შესახებ მან "მთელ კვირასთან" ინტერვიუში ისაუბრა. დეპუტატი აცხადებს, რომ მმართველ კოალიციაში შემავალი რომელიმე პარტიის პოზიციების გაძლიერება კოალიციის სიძლიერეს ნიშნავს და მოხარული იქნება, თუ ასეთი რესურსი სხვა პარტიებსაც აღმოაჩნდება.

სალომე სარიშვილი
04.05.2015

 "ჩვენ ამ კოალიციაში ვმუშაობთ, ხშირად საჯაროდ გაგვიცხადებია ჩვენი განსხვავებული ხედვები, სხვადასხვა ალტერნატიული კანონპროექტები გაგვიტანია, თუმცა, ჩვენს როლს დღემდე კოალიციაში ვხედავთ. დღეს ეს როლი და ადგილი კოალიციაში არა მარტო საპარლამენტო ორგანოში, არამედ აღმასრულებელ ხელისუფლებაშია გაზრდილი. ჩვენს უახლოეს შესაძლებლობებსაც ზუსტად ამგვარად ვხედავთ," - აცხადებს "მთელ კვირასთან" საუბრისას "რესპუბლიკური პარტიის" წევრი, დეპუტატი დავით ბერძენიშვილი.

ელზა პაპოშვილი
04.05.2015

შარშან ნოემბერში ჩატარებული საყოველთაო აღწერის შედეგები გასულ კვირას გახდა ცნობილი და აღმოჩნდა, რომ 2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 729 635 ადამიანი შეადგინა, რაც წინა, 2002 წლის აღწერის (4 371 535) შედეგთან შედარებით 14,7 პროცენტით (641 900) ნაკლებია.

თეა ბეჟიტაშვილი
04.05.2015

თუ თქვენი შვილი განათლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების გამო წელს სკოლაში ვერ მიდის, რადგან 6 წლის საჯარო სკოლაში სწავლის დაწყების შემდეგ რამდენიმე დღეეში ხდება, ბავშვი სკოლის გარეთ არ დარჩება, რადგან ზოგიერთი კერძო სკოლა საშუალებას გაძლევთ, თქვენი შვილი წელსვე მიიყვანოთ სკოლაში.

ლიკა ამირაშვილი
04.05.2015

ნეპალში რამდენიმე დღის წინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად, 7 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, 5 ათასზე მეტი კი დაშავდა. 7.9 მაგნიტუდის მიწისძვრამ დედაქალაქ კატმანდუს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.

სალომე სარიშვილი
04.05.2015

 დღეს, საღამოს 5 საათზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ეზოში მასშტაბური აქცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ცენტრის თანამშრომლები, სტუდენტები, სამეცნიერო წრის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები მიიღებენ. როგორც ხელნაწერთა ცენტრში ამბობენ, აქციაზე შეკრებილი საზოგადოება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის ცენტრისადმი მკვეთრად გამოხატულ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებასა და მის განცხადებებს გააპროტესტებს.

თიკო ოსმანოვა
04.05.2015

 ახალციხის ქუჩის #8-ში მცხოვრები რაულ გაზდელიანი თბილისის მერიის არქიტექტურულ სამსახურში დასაქმებულ მეზობელ ეკატერინე ცეცხლაძეს სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ცეცხლაძე მას ნორმალურ საყოფაცხოვრებო პირობებში ცხოვრების საშუალებას არ აძლევს. კერძოდ სახლში შესასვლელი რამდენიმე საფეხურიანი კიბის მოსაშლელად მერიაში უჩივლა, რის გამოც 8 ათასი ლარით დააჯარიმეს და შემდეგ წყლის მილიც გადაუჭრა.

თაია არდოტელი
04.05.2015

 ქუჩაში პოლიეთილენის პარკებით დატოვებული ნაგავი და მაწანწალა ცხოველების მიერ მიმოფანტული ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორია - ასეთი სურათი დაგხვდებათ ყოველ ორშაბათსა და პარასკევს რიონჰესის ქუჩაზე.

თაია არდოტელი
04.05.2015

 თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, შესაძლოა, შენობა-ნაგებობებზე უკანონო და უნებართვო წარწერების გაკეთებისა თუ პლაკატების გაკვრისთვის ჯარიმები გაიზარდოს. მისივე თქმით, აუცილებელია, ზედამხედველობის სამსახურმა ქალაქის მოწესრიგებას უფრო მეტი აქტიურობით მიხედოს.

თაკო მათეშვილი
04.05.2015

ინგლისურისა და კომპიუტერის უფასო კურსები, რომელიც მერიამ უკვე რამდენიმე თვეა შეაჩერა, შესაძლოა საერთოდ შეწყდეს. სწავლის პროცესი თებერვლიდან უნდა განახლებულიყო, თუმცა, ასე არ მოხდა. მოგვიანებით დაწყება მარტისათვის გადაიდო, მაგრამ არც ეს შესრულდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×