თიკო ოსმანოვა
07.05.2015

 9 მაისს, ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოში მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი. ვეტერანები ტრადიციულად ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შეიკრიბებიან, სადაც მათთვის დილის 10 საათზე კონცერტი გაიმართება. ვეტერანებს სიტყვით პრემიერ-მინისტრი იღაკლი ღარიბაშვილიც მიმართავს და თითოეულ მათგანს ერთჯერადად 1000-ლარიან დახმარებას გადასცემს. საქართველოს დღემდე მეორე მსოფლიო ომის 1719 ვეტერანი შემორჩა.

იაგო ნაცვლიშვილი
07.05.2015

 "ასლან აბაშიძის მმართველობის დამთავრების შემდეგ აჭარაში პროგრესი აშკარა იყო... ეს იყო პოზიტიური შედეგი, მაგრამ არასაკმარისი", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მურმან დუმბაძე.

იაგო ნაცვლიშვილი
07.05.2015

 ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მოლდოვის პრემიერმა რეფორმატორთა ჯგუფი გაგზავნა სთხოვა, რათა კორუფციასთან ბრძოლასა და რეფორმების განხორციელების პროცესში დახმარება აღმოუჩინოს. "ნაცმოძრაობაში" ამაზე დეტალურ ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა ამბობენ რომ ქართველ რეფორმატორთა მიმართ დაინტერესება სხვა ქვეყნებიდანაც ყოფილა, მათ შორის აფრიკიდან. მმართველ გუნდში კი ამას სააკაშვილის მორიგ ტყუილს უწოდებენ.

თაია არდოტელი
07.05.2015

 "პროფესიული სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების დაცვის დეფიციტია იმის მიზეზი, რომ ქართული მედია, რომელიც დღეს მნიშვნელოვნად არის პოლიტიკური ზეწოლისგან გათავისუფლებული, თავისუფალი მედიის სივრცეში ვერ ხვდება," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას ჟურნალისტი და მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე.

სალომე სარიშვილი
07.05.2015

შორეთის სამონასტრო კომპლექსი, რომელსაც ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი გააჩნია, კრიტიკულ მდგომარეობაშია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ძეგლის ფოტოებმა სრულიად სოციალური ქსელის ყურადღება მიიპყრო. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ძეგლს სათანადო ყურადღებას არ აქცევენ, თუმცა ამ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მისი რეაბილიტაციის საპროექტო გეგმა უკვე მზადაა.

მარი ჩიტაია
07.05.2015

 საგაზაფხულო კურორტებზე მომსახურების ფასი 5-დან 20 პროცენტის ფარგლებში მოიმატებს. კორექტირება როგორც საზღვაო, ასევე სამთო და სამკურნალო კურორტებზეც იგეგმება. სასტუმროების მფლობელების განცხადებით, სავალუტო კრიზისის გამო სხვა გამოსავალი არ აქვთ და მომსახურების გაძვირება მოუწევთ.

მაკა ხარაზიშვილი
07.05.2015

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა. სპეციალისტების აზრით, შესაძლოა, ამ გადაწყვეტილებამ კატასტროფულად გაუფასურებული ლარის გამყარებას შეუწყოს ხელი. ეკონომისტები მოსახლეობას ამშვიდებენ, რომ რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების საპროცენტო განაკვეთი ან საერთოდ არ გაიზრდება, ან უმნიშვნელოდ შეიცვლება.

მაკა ხარაზიშვილი
07.05.2015

საქართველოს საბანკო სექტორში ცვლილებებია. "სილქ როუდ ბანკი" (ბითიეი) მყიდველს ეძებს, "პროგრეს ბანკის" საკონტროლო პაკეტი კი კიდევ ერთხელ გაიყიდა. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ საბანკო სექტორში კონკურენციის გასაზრდელად უმჯობესია, ქვეყანაში რომელიმე მსხვილი საერთაშორისო ბანკი შემოვიდეს. ხელისუფლება საბანკო ბუმს გვპირდებოდა, თუმცა ამ ეტაპზე საქართველო უცხოური ბანკებისთვის საინტერესო არ არის.

ლელა ოჩიაური
07.05.2015

 კერამიკოსი ლია ბაგრატიონი აქტიური თანამედროვე ხელოვანია, რომელიც მუდამ და შეუჩერებლად მუშაობს. რომელსაც არ ეშინია არც ექსპერიმენტისა და არც თამამი ნაბიჯების, რომლებიც შეიცავს რისკსაც და არც დამარცხების შესაძლებლობას გამორიცხავს. მხატვარი მუდამ რაღაცას ეძებს, მეთოდურად და სპონტანურად, და პოულობს.

მამუკა ნაცვალაძე
07.05.2015

 ტურინში, "იუვენტუს სთედიუმზე", გაიმართა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი შეხვედრა ადგილობრივ "იუვენტუსსა" და "რეალს" შორის. უაღრესად დაძაბული მატჩი "ბებერი ქალბატონის" გამარჯვებით დასრულდა 2:1. ეს "იუვენტუსისთვის" ევროთასებზე მოგებული საიუბილეო, 50-ე შეხვედრა გახლდათ.

მამუკა ნაცვალაძე
06.05.2015

 დღეს ბარსელონაში, "კამპ ნოუზე" შედგება სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება - ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში ერთმანეთს შეერკინებიან კატალონიური "ბარსელონა" და მიუნხენის "ბაიერნი".

ეკატერინე ბასილაია
06.05.2015

 იმის გამო, რომ გალში ე.წ. მესაზღვრეებმა ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოსვლის უფლება სასწრაფოდ საოპერაციო ავადმყოფს არ მისცეს, 13 წლის გალელი ლევან ცაავა გარდაიცვალა. ეს შემთხვევა გუშინ მოხდა, თუმცა აფხაზეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და ბოლო პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთიდან პაციენტების გადმოსვლა უკიდურესად იზღუდება. ორი წლის წინ ამ მიზეზით გალელი ფეხმძიმე ქალბატონიც დაიღუპა, ხოლო მისი ოჯახის წევრებს ამის გაპროტესტების გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×