იაგო ნაცვლიშვილი
15.05.2015

 შალვა ნათელაშვილს ყოფილი თანაპარტიელები უპირისპირდებიან. "მემარცხენე ალიანსის" ლიდერი სოსო შატბერაშვილი აცხადებს, რომ თავის დროზე "ლეიბორისტული" პარტია თანამებრძოლებთან ერთად იმის გამო დატოვა, რომ შალვა ნათელაშვილმა ათობით ათასი ევრო "ნაცმოძრაობისგან" მიიღო.

მარიამ აფციაური
15.05.2015

 წლებია, მომსახურების ხარისხის დახვეწაზე მიდის საუბარი, თუმცა ეს საკითხი კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. "რეზონასის" რესპონდენტები ასახელებენ იმ ადგილებს, სადაც ყველაზე მეტ დარღვევას აწყდებიან. ეს არის კაფე-ბარები, რესტორნები, ავტომომსახურების ცენტრები, ბანკი და საჯარო სამსახურის სერვისი. მიუხედავად მათი უკმაყოფილებისა, სხვადასხვა დარღვევის გამოსასწორებლად მაინც არაფერი კეთდება.

მარი ჩიტაია
15.05.2015

მეორადი ავტომობილების ფასმაც და რეალიზაციამაც საოცრად იკლო. გაჭირვების გამო ხალხი მანქანების გაყიდვას ცდილობს, მაგრამ მყიდველი სადღაც გაქრა. ამიტომ ზოგს ლოდინი თვეობით უწევს. იშვიათ შემთხვევაში მყიდველის გულის მოგებას ფასდაკლებით ახერხებენ, მაგრამ ხშირად ეს ცდაც წარუმატებელია.

ელზა წიკლაური
15.05.2015

 ელექტროენერგია, შესაძლოა, გაძვირდეს, მაგრამ არა ყველასთვის. როგორც ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, დენის ტარიფის გაზრდის შემთხვევაში, ხელისუფლება სატარიფო სხვაობას სოცდაუცველებს დაუფარავს. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, როგორც ორიოდე დღის წინ მინისტრი ამბობდა, გაზი შეიძლება გაიაფდეს კიდეც.

მაკა ხარაზიშვილი
15.05.2015

 მოსახლეობას კრედიტის გადახდა სულ უფრო და უფრო უჭირს. ეროვნული ვალუტა კი გაუფასურებას განაგრძობს. სერიზული საფიქრალი გაუჩნდათ ბანკებსაც. კლინტების მხრიდან ვადაგადაცილება მატულობს. ლარი დოლართან მიმართებაში 2,5 ლარს თუ მიაღწევს, მდგომარეობა ძალიან დაიძაბება და ბანკები ვალის ამოღებას ვეღარ შეძლებენ.

სალომე სარიშვილი
15.05.2015

 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქმეზე "იდენტობა" და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" გადაწყვეტილება მიიღო. საქმე 2013 წლის 17 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხება, რომელზეც სტრასბურგის სასამართლომ მომჩივანი მხარე გაამართლა და ხელისუფლებას მათთვის ზარალის ანაზღაურება ფინანსური კომპენსაციის სახით დააკისრა.

მამუკა ნაცვალაძე
15.05.2015

 ჩემპიონთა ლიგის ფინალში 6 ივნისს ბერლინის "ოლიმპშტადიონზე" ტურინის "იუვენტუსი" კატალონიურ "ბარსელონას" დაუპირისპირდება. "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულმა მატჩმა იტალიურ გუნდს 2003 წლის შემდეგ პირველად ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი მისცა. "რეალმა" ვერაფერი გააწყო "ბებერ ქალბატონთან" და მხოლოდ ფრეს დასჯერდა - 1:1, რაც კარლო ანჩელოტის შეგირდებისთვის, ტურინში "იუვენტუს არენაზე" 1:2 წაგების შემდეგ, არ იყო სასურველი შედეგი.

თეა ბეჟიტაშვილი
14.05.2015

 ინიციატივის, რომლის მიხედვითაც ბავშვების ქალაქგარეთ გაყვანისთვის სპეციალური რეგულაცია უნდა შემუშავდეს, ავტორი კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძეა. მინისტრის განცხადებით, უახლოეს პერიოდში სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება, რომელიც ბავშვების უსაფრთხოების სტანდარტის შემუშავებაზე იმსჯელებს. მისივე თქმით, იდეა ჯანდაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის და განათლების მინისტრებს გაუზიარა.

სალომე სარიშვილი
14.05.2015

რამდენიმე კვირაში ისტორიულ ჯავახეთში ვარძიის კომპლექსის გადარჩენის პროგრამა განახლდება. კლდეში ნაკვეთი ქალაქის კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, ძეგლთა დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საერთაშორისო ინსტიტუტების გარდა, ქვეყნის სამეცნიერო ორგანიზაციები გააერთიანა, რომელსაც საინჟინრო-გეოლოგიური მეცნიერებების დოქტორი, მეწყერების საერთაშორისო კონსორციუმის ვიცე-პრეზიდენტი და იუნესკოს ექსპერტი კლაუდიო მარგოტინი ხელმძღვანელობს.

იაგო ნაცვლიშვილი
14.05.2015

 "რიგ საკითხებში დავეთანხმები ევროკავშირის შეფასებას, ზოგ ნაწილში ვერ დავეთანხმები. მიმაჩნია, რომ შესაძლებლობის მაქსიმუმი იყო მიღწეული. ჩვენი საზოგადოების და ხელისუფლების გადასაწყვეტია, როგორ დაარეგულირებს ამა თუ იმ საკითხს. ვალდებულებების უდიდესი ნაწილი შესრულდა.

ია აბულაშვილი
14.05.2015

 "პრეზიდენტმა აამოქმედა ის კაპიტალი, რომლის არსებობაზეც, როგორც ჩანს, მცირე წარმოდგენა აქვთ მის ოპონენტებს: სიმშვიდე და წონასწორობა. სწორედ ეს კაპიტალია, რომელსაც ძალუძს მას ივანიშვილს კრეატურის იმიჯი ჩამოაშოროს და ქვეყნის პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირად იქცეს.

ელზა პაპოშვილი
14.05.2015

ბოლო დროს საქართველოში გახშირებული თვითმკვლელობის მთავარი მაპროვოცირებელი ფაქტორი, ფსიქოლოგების განცხადებით, დეპრესია, სირცხვილი, დანაშაულის განცდა, გაუსაძლისი ფიზიკური ტკივილი, ემოციური გადატვირთვა, აღელვება და ფინანსური პრობლემებია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×