იაგო ნაცვლიშვილი
16.05.2015

 500-ლარიანი აქცია, რომელმაც დედაქალაქში საზოგადოების ნაწილში გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია, ორი დღეა მეტრო "თავისუფლებასთან" მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აქციის ორგანიზატორები თბილისის სხვადასხვა ნაწილში გამვლელებს სპეციალურ მოსაწვევებს ურიგებდნენ, სადაც ეწერა, რომ აქციაზე მისული ყველა მოქალაქე 500 ლარს მიიღებდა. თუმცა, როგორც "რეზონანსმა" ადგილზე გაარკვია, "თავისუფლებასთან" მისული მოქალაქეები მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ დაპირებულ თანხას, თუკი აქციის ორგანიზატორი პოლიტიკური გაერთიანება არჩევნებს მოიგებს და ხელისუფლებაში მოვა.

მარი ჩიტაია
16.05.2015

უამინდობის გამო რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოების დაწყება გვიანდება. ყველაზე დიდი პრობლემაა დასავლეთ საქართველოში, სადაც მოსახლეობა მიწის დამუშავებას ვერ ახერხებს. ხვნის პროცესი მაისის ბოლომდე, ხოლო თესვა შუა ივნისამდე გადაიწევს.

მარი ჩიტაია
16.05.2015

 სასოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავებისთვის ფერმერებს შეღავათიანი ტარიფი დაუწესდებათ. სამთავრობო ინიციატივა მსხვილ მასივებზეა გათვლილი და მიწის მფლობელებზე საგადასახადო შეღავათის დაწესებას გულისხმობს.

მარიამ აფციაური
16.05.2015

 მოსახლეობას ყველაზე მეტად საკვები პროდუქტი, საყოფაცხოვრებო ნაწარმი - ჰიგიენური საშუალებები და მედიკამენტები გაუძვირდა. ფასთა შორის სხვაობამ ლარის გაუფასურების შემდეგ 20-25% შეადგინა. რესპონდენტების შეფასებით, კიდევ უფრო დიდ ნიშნულს მიაღწია მთლიანად სამომხმარებლო კალათის ღირებულებამ.

ელზა წიკლაური
16.05.2015

 საბიუჯეტო პარამეტრების გადახედვა მაინც მოხდება, მაგრამ არა ახლა, არამედ თვენახევრის შემდეგ. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მეორე კვარტალის ბოლოს შეცვლიან. ამ ეტაპზე ბიუჯეტის კორექტირებაზე საუბარს ნაადრევს უწოდებს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი. ანალოგიურ განცხადებას აკეთებენ ექსპერტებიც და ამბობენ, რომ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა თვითმიზანი არ უნდა იყოს.

თეა ბეჟიტაშვილი
16.05.2015

 ვიტამინების ნაკლებობას ადამიანი შეიძლება ნებისმიერ ასაკში უჩიოდეს, თუმცა, ეს ჩივილები ყველაზე ხშირად გაზაფხულზე ჩნდება, როდესაც ზამთრის შემდეგ ორგანიზმი გამოფიტულია და ვიტამინებით შევსებას საჭიროებს. გარდა სეზონურობისა, ვიტამინების ნაკლებობის ძირითადი მიზეზი კვების არასწორი რეჟიმია, როცა ორგანიზმი ვიტამინებით სავსე პროდუქტს საკმარისად ან საერთოდ არ იღებს.

მარი მგალობლიშვილი
16.05.2015

 მიუხენის "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა. პეპე გვარდიოლას შეგირდები ნახევარფინალში "ბარსელონასთან" ორი მატჩის ჯამში 3:5 დამარცხდნენ. მიუხედავად იმისა, რომ "ბაიერნმა" განმერებით შეხვედრაში გამარჯვება მოახერხა (3:2), ეს საკმარისი არ იყო ფინალში გასასვლელად.

ეკატერინე ბასილაია
15.05.2015

 თბილისში ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი "პრეზიდენტი" მკურნალობს. საუბარია იმაზე, რომ ეს ექსპრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბია, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ მოსკოვში გულის ოპერაცია გაიკეთა - მას შუნტირება ჩაუტარეს, თუმცა მისი მდგომარება ძალიან დამძიმდა და ამიტომაც სასწრაფოდ თბილისში ჩამოიყვანეს.

თაკო მათეშვილი
15.05.2015

 აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატი ეკონომიკის სამინისტროების თითო წარმომადგენლის დამატებით ფართოვდება. შემდეგ შეხვედრაზე, რომელიც ივნისში გაიმართება, რუსული და ქართული მხარე ერთმანეთს სავარაუდოდ უკვე სამ-სამ კაციანი დელეგაციით შეხვება.

თიკო ოსმანოვა
15.05.2015

 21-22 მაისს დაგეგმილ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ, შესაძლოა, თანამშრომლობის ახალი მექანიზმი მიიღოს, თუმცა კონკრეტულად რა - ჯერჯერობით უცნობია. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ რიგის სამიტის ფინალურ დეკლარაციაში ჩაიწერება. პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე კი დეკლარაციაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს და ამბობს, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ეცდება ევროკავშირისგან დახმარების მიღებას.

ელზა პაპოშვილი
15.05.2015

გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) კვლევის მიხედვით, საქართველოში გამოკითხულ ბავშვთა 80%-ს თანატოლების მხრიდან, სკოლაში ან მის გარეთ ერთხელ მაინც განუცდია ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა.

ლიკა ამირაშვილი
15.05.2015

 ლაშა მახარაძის დედის, ნინო დიდებულიძის ინფორმაციით, მას შვილის მკვლელობის შემდეგ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ბოდიში მოუხადა. ბოდიში იმის გამო მოიხადა, რომ მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის შეწყალება მისი მონაწილეობით მოხდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×