სალომე სარიშვილი 23.05.2015
აბანოთუბანში ჭრელი აბანოების რეაბილიტაციის პროცესმა საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი გამოიწვია. "ტფილისის ჰამქარის" განცხადებით, აბანოებიდან გუმბათის ბაზისების ჩამოტანის აუცილებლობა არ არსებობდა, რადგან ჩატარებული სამუშაოების შედეგად მისი ნაწილები დაზიანდა. აღნიშნულ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები სპეციალისტების ზედამხედველობითა და ყველა საჭირო ნორმის დაცვით მიმდინარეობს.
|
თაია არდოტელი 23.05.2015
"გამოკითხული სტუდენტების 67% საზღვარგარეთ წასვლას აპირებს. ეს კი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად გააუარესებს, შეამცირებს დემოგრაფიულ პოტენციალს", - რეზონანსთან დემოგრაფი ანზორ თოთაძე ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ ვითარებასა და ქვეყნის დატოვების მოსურნე ახალგაზრდების რაოდენობასთან დაკავშირებით საუბრობს.
|
თეა ბეჟიტაშვილი 23.05.2015
"რუსი სამხედროები ალექსანდრ ალექსანდროვი და ევგენი ეროფეევი ტყვედ ქართულმა სპეცრაზმმა აიყვანა," - განაცხადა დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენელმა. ედუარდ ბასურინის თქმით, ქართული რაზმის საბაზო ბანაკი დონეცკის ოლქში უკრაინის ეროვნული გვარდიის სასწავლო ცენტრის მფარველობის ქვეშ იმყოფება.
|
იაგო ნაცვლიშვილი 23.05.2015
"ძალიან დიდია იმის შანსი რომ საბოოლოოდ დეკლარაციაში აისახება კონკრეტული ვადა, თუ როდის შეიძლება ჩაითვალოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი დასრულებულად. ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირში მთავარი მოთამაშეები არიან, ძალიან მკაფიო დიპლომატიურ მხარდაჭერას გამოთქვამენ ჩვენი ქვეყნის მიმართ. ვგულისხმობ საფრანგეთსა და გერმანიას", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ელისო ჩაფიძე.
|
ელზა პაპოშვილი 23.05.2015
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საერთაშორისო ვალდებულების შესრულების ვადა საქართველოს 17 ივნისს ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ მაუწყებლებთან ერთად ცვლილებები მომხმარებლებსაც ელით. იმისთვის, რომ ტელევიზორმა 17 ივნისიდან გამოსახულება მიიღოს, მომხმარებელს დამატებითი მოწყობილობის - "სეთ-თოფ ბოქსების" ყიდვა სჭირდება. თუმცა აღმოჩნდა, რომ ტექნიკის მაღაზიების უმრავლესობა ციფრული სიგნალის მიმღებ აპარატურებს ჯერ კიდევ არ ყიდის.
|
მარი მგალობლიშვილი 22.05.2015
"ბაიერნის" გულშემატკივართათვის კარგად ცნობილმა თავდამსხმელმა მარიო გომესმა, რომელიც ამჟამად "ფიორენტინას" შემადგენლობაში ირჯება, მის მიერ "ბაიერნის" შემადგენლობაში გატანილ გოლებზე ისაუბრა, რომელიც 113-ს უტოლდება.
|
თაკო მათეშვილი 22.05.2015
არცთუ დამაიმედებელი განცხადებების მიუხედავად, რომელსაც ევროპელი ლიდერები აკეთებენ, ქართული მხარე მაინც არ კარგავს იმედს, რომ რიგის სამიტი დღეს ჩვენთვის სასიამოვნო შედეგით - უვიზო რეჟიმის კონკრეტული თარიღის დასახელებით და ევროპული პერსპექტივის აღიარებით დასრულდება. ამის მისაღწევად, საქართველოდან ჩასული სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სხვადასხვა ფორმით აქტიურად მუშაობენ.
|
მაკა ხარაზიშვილი 22.05.2015
დედაქალაქში მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში დოლარზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა. მოსახლეობა ელოდება, რომ ლარი უფრო მეტად გამყარდება და დოლარის შესყიდვისგან თავს იკავებს. ამასობაში, ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, 1 ლარი 2,25-ის ნიშნულამდე გამყარდა. შიდა სავალუტო ბაზარზე ხელოვნურად გამოწვეული აჟიოტაჟი ჩაცხრა.
|
ელზა პაპოშვილი 22.05.2015
"6 წლამდე ასაკის ბავშვის ფსიქიკის ჩამოყალიბებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება და სახიფათო და მნიშვნელოვანია სამომავლოდ ამ ასაკამდე მისი პიროვნება როგორ ვითარდება.
|
თიკო ოსმანოვა 22.05.2015
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, პრორუსი ძალები აღმოსავლეთ უკრაინაში ზაფხულში მორიგი შეტევისთვის ემზადებიან. პეტრო პოროშენკოს შიშს საფუძვლიანს უწოდებენ ქართველი სამხედრო ექსპერტებიც, რომლებიც კრემლის მხრიდან სამხედრო აგრესიას არ გამორიცხავენ.
|
მარი ჩიტაია 22.05.2015
მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი პოზიციას თმობს. საექსპორტო თვალსაზრისით ამ ჯგუფმა პირველიდან მეორე ადგილზე გადაინაცვლა. დიდია ალბათობა, რომ წლის მეორე კვარტალში ავტომობილები საექსპორტო სამეულიდანაც კი ამოვარდეს.
|
მარიამ აფციაური 22.05.2015
დედაქალაქში ნარმანიას სახელობის ორმოების რაოდენობა საკმაოდ დიდია. დადიანისა და თევდორე მღვდლის ქუჩა, ვახუშტის და ბარათაშვილის ხიდი, სარაჯიშვილის, დადიანის, ქუთაისის, ხუდადოვის ქუჩა, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორია, ბაგები, გოძიაშვილის ქუჩა - დაზიანებული ქუჩების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია. ორმოები ყველაზე მეტად დისკომფორტს მძღოლებს უქმნის. ისინი "რეზონანსთან" იმ ზარალზე ალაპარაკდნენ, რაც გაფუჭებული გზისგან მიადგათ.
|