თიკო ოსმანოვა
28.05.2015

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იუსტიციის სამინიტროს ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სქესის შეცვლას და აღიარების პროცედურების კანონმდებლობით დარეგულირებისკენ მოუწოდებს.

მარიამ აფციაური
28.05.2015

 გამოკითხულთა უმეტესობა გენმოდიფიცირებულ პროდუქტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. ზოგიერთმა მისი მნიშვნელობაც არ იცის. რესპონდენტების დიდი ნაწილი ითხოვს ეტიკეტზე იმ ინფორმაციის სრულყოფილად ასახვას თუ რა სახის დანამატებს შეიცავს პროდუქტი.

მაკა ხარაზიშვილი
28.05.2015

 გამყარებისა და დასტაბილურების ნაცვლად, ლარი ისევ ნახტომისებურად გაუფასურდა. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით 1 დოლარი 2,2905 ლარი ღირს. ეს მაშინ, როდესაც მთავრობის წარმომადგენლებმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მოსახლეობა დაარწმუნეს, რომ კურსის გაუფასურება აღარ მოხდებოდა. უფრო მეტიც, პარლამენტში დახურულ შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ რეფინანსირების სესხების მოცულობას აღარ გაზრდიდა და ლარის სტაბილურობას შეუწყობდა ხელს. ყველაფერი კი პირიქით მოხდა.

მარი ჩიტაია
28.05.2015

ჩაის მოსავლის სავარაუდო რაოდენობა წელს 3500-4000 ტონამდეა. ბოლო რამდენიმე წელია, ჩაის წარმოება ამ მაჩვენებელს ვერაფრით ასცდა. სპეციალისტები წელს უფრო დიდ მოსავალს ელოდნენ, მაგრამ ამჯერად ხელისშემშლელი ფაქტორი ამინდი აღმოჩნდა.

ელზა წიკლაური
28.05.2015

საქართველოში უმუშევრობის დონე ქაღალდზე შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2013 წელთან შედარებით, შარშან დასაქმებულთა რაოდენობა 2,2%-ით გაიზარდა და უმუშევრობის მაჩვენებელმა 12,4% შეადგინა. მთავრობა კმაყოფილია, სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში დასაქმების მხრივ მდგომარეობა ისევ მძიმეა. იმის გამო, რომ ქვეყნიდან 1,5 მლნ ადამიანია გასული, ხოლო თვითდასაქმებულთა წილი 60%-ს აჭარბებს, ქვეყანაში რეალური უმუშევრობის დონე 40-45%-ის ფარგლებშია.

თაია არდოტელი
28.05.2015

 "ცალკე პარტიად გასვლა, არც "ნაციონალური მოძრაობისთვის" და არც ახლად ჩამოყალიბებული პოლიტიკური პარტიისთვის კარგი არ არის, რადგან ამ ეტაპზე ბრძოლა კოალიცია "ქართულ ოცნებასთან" გარკვეულწილად გართულდება. გამორიცხული არ არის, რომ შიდაპარტიულ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. შეიძლება აღმასრულებელი მდივანი ჯაფარიძე პარტიის ზოგიერთი წევრის საქმიანობით უკმაყოფილო იყო," - ასე აფასებს ზურაბ ჯაფარიძის, გოგა ხაჩიძის, პავლე კუბლაშვილისა და გიორგი მელაძის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას და პარტიაში მიმდინარე პროცესებს საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, ექსპერტი საგარეო საკითხებში ნიკა ჩიტაძე.

სალომე სარიშვილი
28.05.2015

დიასპორის დღეების ფარგლებში, გუშინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი დიასპორული პროფესიული ფორუმი - "გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს" გაიხსნა, რომელიც მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს საშუალება მისცეს, შეხვდნენ კოლეგებს, გაუზიარონ პროფესიული გამოცდილება, დაამყარონ პარტნიორული ურთიერთობა როგორც კერძო და სამოქალაქო სექტორთან, ისე სახელმწიფო ინსტიტუტებთან. ფორუმი 29 მაისამდე გაგრძელდება.

მარი მგალობლიშვილი
28.05.2015

 საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი თბილისის "დინამომ" ზედიზედ მესამედ მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ თბილისელთა ახალმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ "დინამოსთან" ერთად თერთმეტი წლის წინ მოიგო საქართველოს თასი. ფინალი გამორჩეული იყო იმითაც, რომ გულშემატკივარმა ხუთი გოლი იხილა "სამტრედიის" კარში.

თაკო მათეშვილი
27.05.2015

 "მშენებლობის შეჩერების უფლება არ გვაქვს, რადგან ქალაქი უნდა განვითარდეს," - აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე იმ მშენებლობების კომენტირებისას, რომლებიც, ერთი მხრივ, თბილისის იერსახეს აშკარად ამახინჯებენ, მეორე მხრივ, როგორც ამბობს, ფორმალურად კანონიერად მიმდინარეობს.

ეკატერინე ბასილაია
27.05.2015

 წნეხი, ივანიშვილისაგან მიცემული დიდი ფული თუ პარტიის სამომავლო განვითარებაზე ვერშეთანხმება - ეს არის ვერსიები იმაზე, თუ რა გახდა "ნაციონალური მოძრაობიდან" 4 დეპუტატის და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ლიდერის, პარტიის აღმასრულებელი დირექტორის, ზურაბ ჯაფარიძის წასვლის მიზეზი.

ელზა პაპოშვილი
27.05.2015

 "ახალი მემარჯვენეების" გენერალურმა მდივანმა "რეზონანსთან" ინტერვიუში საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე და მასში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა. მამუკა კაციტაძის თქმით, არსებითად უნდა შეიცვალოს როგორც საარჩევნო კოდექსი, ასევე საარჩევნო სისტემა, რომლის ყველაზე თვალსაჩინო ნაკლად მაჟორიტარული არჩევნების წესს ასახელებს.

თიკო ოსმანოვა
27.05.2015

 საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ცენტრმა "დელტამ" 15 ახალ ნაწარმთან ერთად საკუთარი წარმოების დამრტყმელ-სადაზვერვო უპილოტო ვერტმფრენის საცდელი ნიმუშიც გამოფინა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×