მარი ჩიტაია
02.06.2015

 ქართული ტრადიციული სამოსის მიმართ მოთხოვნა მეტ-ნაკლებად სტაბილურია. შეიძლება ითქვას, მოსახლეობის ფინანსურ კრიზისს ეროვნული ტანსაცმლის ბიზნესზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია, რამდენადაც იგი საზოგადოების ყველა ფენისთვის პოპულარულია.

ელზა წიკლაური
02.06.2015

 საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის სიას უახლოეს მომავალში, შესაძლოა, მწვანილი, თაფლი და თევზი დაემატოს. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, მწვანილის ექსპორტი მას შემდეგ დაიწყება, რაც რუსეთიდან მის შესამოწმებლად ექსპერტები ჩამოვლენ, თაფლისა და თევზის ექსპორტი კი, პრაქტიკულად, უკვე გადაწყვეტილია.

მარი ჩიტაია
02.06.2015

გაქირავების სერვისი ბოლო დროს ერთ-ერთი პოპულარული მომსახურებაა, რომელზეც მოთხოვნა თითქმის ყოველთვისაა. სოციალურ ქსელებს თუ გადავხედავთ, ქირავდება ძალიან ბევრი უძრავ-მოძრავი ნივთი - ავტომანქანებით დაწყებული, სამკაულებითა და სხვადასხვა ძვირფასეულობით დამთავრებული.

თაკო მათეშვილი
02.06.2015

 ჩანაცვლდება თუ არა მაჟორიტარული სისტემა რეგიონული პროპორციული სისტემით, ჯერ უცნობია, თუმცა საამისოდ ნიადაგი მომზადებულია - საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო სექტორმა ერთობლივ შემაჯამებელ დოკუმენტს ხელი მოაწერეს და იგი პარლამენტსაც გადაუგზავნეს. ახლა კი ჯერი პარლამენტისა და ხელისუფლების გადაწყვეტილებაზეა.

იაგო ნაცვლიშვილი
02.06.2015

 "ნატოს გენმდივნის განცხადება მონტენეგროს შესახებ, რომ ალიანსმა მასზე გადაწყვეტილება წლის ბოლომდე უნდა მიიღოს, ჩვენთვისაც უდავოდ პროგრესია. სხვათა შორის, ნატოს ამის მიზეზი რუსეთმა მისცა. მისი აგრესიულ პოლიტიკის შედეგია ის, რომ დასავლეთი თავისი დამოკიდებულების რევიზიას ახდენს არაერთი საკითხის მიმართ, მათ შორის ალიანსის "ღია კარების" პოლიტიკის გააქტიურების თვალსაზრისითაც", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი.

რუსა მაჩაიძე
01.06.2015

 პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის ახალი დაპირისპირებაა. საზღვარგარეთ ვიზიტების და საერთაშორისო დოკუმენტებზე ხელმოწერის, რაც მთავარია, საპრეზიდენტო რეზიდენციის საკითხის შემდეგ მათ შორის დავა საარჩევნო კოდექსის გამო დაიწყო. ამ დავაში კი დავით უსუფაშვილი, შესაძლოა, მარგველაშვილის მხარდამჭერი აღმოჩნდეს.

სალომე სარიშვილი
01.06.2015

 კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აცხადებს, რომ თურქეთში მდებარე ქართული ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით თურქეთის ხელისუფლებას პოლიტიკური მიდგომა აქვს, რასაც ქართული მხარე არ ეთანხმება. მისივე თქმით, რეაბილიტაციის პროცესში ქართველი სპეციალისტების ჩართვა კვლავ პრობლემად რჩება.

ეკატერინე ბასილაია
01.06.2015

 საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა დათმო. მიხეილ სააკაშვილს ქართული პასპორტის უკრაინულით ჩანაცვლება ოდესის ოლქის გუბერნატორის სავარძლის მიღებისათვის მოუწია და ყოფილმა პრეზიდენტმა იურიდიულად არა მარტო ქართულ პასპორტზე, არამედ ქართულ პოლიტიკაში აქტიურობაზეც განაცხადა უარი.

რუსა მაჩაიძე
01.06.2015

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მესამე ვეტოსთვის ემზადება და, როგორც ჩანს, ახლა გაცილებით ადვილად შეძლებს საკუთარი პოზიციების დაცვას. საუბარია ეროვნული ბანკისთვის საზედამხედველო ფუნქციის ჩამორთმევასა და მთავრობის ხელში გადასვლაზე, რასაც პრეზიდენტი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

თიკო ოსმანოვა
01.06.2015

 "რესპუბლიკური" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მომხრეა. მისი თქმით, პროპორციული არჩევნებით პარლამენტში მანდატები სამართლიანად გადანაწილდება, რის შემდეგადაც მრავალპარტიულ და დემოკრატიულ საკანონმდებლო ორგანოს მივიღებთ. ამიტომ, ზურაბიშვილის თქმით, იგი მმართველ კოალაციაში შემავალი სუბიექტების დარწმუნებას ყველანიარად შეეცდება.

თაია არდოტელი
01.06.2015

 დაბინძურებული სკამები, სასრიალოები, გატეხილი საქანელები, დაბინძურებული სავალი ნაწილი და დაზიანებული ქვაფენილი სკვერის ტერიტორიაზე, მაწანწალების თავშესაფრად ქცეული დასასვენებელი ადგილი - აი, ასეთი სურათი დახვდებათ დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ არსებულ სკვერში დასასვენებლად მისულ მოქალაქეებს.

თაია არდოტელი
01.06.2015

"ნერვები მაქვს დამსკდარი, ქალაქში ყველგან გაფუჭებულია გზები. ძალიან ცუდი, კატასტროფული მდგომარეობაა. საერთოდ არ ვარგა არაფერი. არსად არ არის ისეთი გზა, რომელიც კარგი და გაკეთებული იქნება. საცობებია საშინელი. ამას რომ თავი დავანებოთ, მანქანები, დიდი იქნება თუ პატარა, ყველა ფუჭდება, რაც დამატებითი პრობლემა და ხარჯია," - აცხადებენ მძღოლები "მთელ კვირასთან" საუბრისას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×