მაკა ხარაზიშვილი
03.06.2015

სეტყვამ კახეთში ყარაღაჯისა და ხორნაბუჯის ტერიტორიაზე მოსავალი 100%-ით გაანადგურა. სტიქიას გადაურჩა სიღნაღის რაიონის სხვა სოფლები, სადაც სეტყვის საწინააღმდეგო აპარატის გამართვა მოხერხდა. სამაგიეროდ, დაზარალდა გორის რაიონი. ზოგიერთ სოფელში ხეხილის ბაღების დაახლოებით 30% გაფუჭდა. სოფლის მეურნეობისთვის სეტყვა ისევ მთავარ პრობლემად რჩება.

მარი ჩიტაია
03.06.2015

ლარის დევალვაციამ სამედიცინო მომსახურებაც გააძვირა. მედიკამენტების ფასის ზრდის შემდეგ არც კლინიკებმა დააყოვნეს და სამედიცინო მომსახურების თითქმის ყველა სერვისი 10%-ით გააძვირეს. დაახლოებით 5-6%-ის ფარგლებში მოიმატა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარების თანადაფინანსების ხარჯმა. გარდა ამისა, გაძვირდა კერძო კლინიკებში ექიმთან ვიზიტიც.

ია აბულაშვილი
03.06.2015

 ალექსანდრე მაკედონელის შესახებ უამრავი ისტორიული მასალა თუ ლეგენდა არსებობს - იგი 13 წლის განმავლობაში მეფობდა. ისტორიაში შევიდა როგორც ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო სტრატეგი, რომელმაც მაშინდელი მსოფლიოს ცივილიზაციის ნაწილი დაიპყრო და შექმნა დიდი იმპერია, რომელშიც შედიოდა მაკედონია, ეგვიპტე, სირია, სპარსეთი, მცირე აზია და პირველმა შედგა ფეხი ინდოეთის ტერიტორიაზე.

თაია არდოტელი
03.06.2015

 "გველების დაფიქსირებაზე გამოძახება გასულ თვეში უკვე იმატა, თუმცა ივლის-აგვისტოში ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ამავე პერიოდში ქვეწარმავალი ადამიანის საცხოვრებელს, სადარბაზოებს, სარდაფებს მიაშურებს და ხალხთან კონფლიქტიც უფრო გახშირდება", - აცხადებს ზაფხულში ქვეწარმავლების მომრავლების საშიშროების შესახებ "რეზონანსთან" საუბრისას ქვეწარმავლების ექსპერტი შოთა ზანდუკელი.

მამუკა ნაცვალაძე
03.06.2015

 დღეს, 19:00 საათზე, რუსთავის სარაგბო არენაზე მზარდი საქართველო უელსურ წვეულ (ინვიტატიონალ) გუნდს "ქროშეიზს" დაუპირისპირდება. ამ შეხვედრით გაიხსნება საზაფხულო სარაგბო სეზონი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა თბილისის თასია.

ელზა წიკლაური
02.06.2015

2015 წელს შემოსავალი ოჯახების 66%-ს შეუმცირდა. სწორედ ასეთი შედეგი აჩვენა "რეზონანსის" ვებ-გვერდზე ჩატარებულმა გამოკითხვამ. მათგან 40% აღნიშნავს, რომ დანაკარგი ძალიან საგრძნობია.

თეა ბეჟიტაშვილი
02.06.2015

 ლონდონის კრისტის აუქციონზე მილიონნახევარ დოლარად გაყიდული ნიკო ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით" საქართველოში ბრუნდება. ამ დრომდე კერძო კოლექციონერის საკუთრებაში არსებული ნახატი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა.

მაკა ხარაზიშვილი
02.06.2015

 რაჭა-ლეჩხუმში ყოველი მეორე ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. მძიმე მდგომარეობაა საქართველოს სხვა რეგიონებში. ამის მიზეზი ინვესტიციების სიმცირე, წარმოების დაბალი დონე, მოშლილი ინფრასტრუქტურა და არასწორი სახელმწიფო პოლიტიკაა.

ზვიად მახარაძე (ბრიუსელი)
02.06.2015

 ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ვარშავის 2016 წლის 8-9 ივლისის სამიტამდე მისი საქმიანობის პრიორიტეტებსა და გეგმებზე ისაუბრა.

მარი მგალობლიშვილი
02.06.2015

 მსოფლიოს საუკეთესო მეკარე, მანუელ ნოიერი უკვე შვებულებაშია, თუმცა, ბავარიელთა კიპერი დასასვენებლად წასვლამდე კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს გაესაუბრა.

ელზა წიკლაური
02.06.2015

ფერის მიმცემი, შაქრის შემცვლელები, სტაბილიზატორები, გემოსა და სუნის გამაძლიერებლები, ანტიდამჟანგველები, მოცულობის გამზრდელები - ეს ის საკვებდანამატთა მცირე ჩამონათვალია, რომელსაც საკვები პროდუქტების წარმოებაში თითქმის ყოველთვის იყენებენ. მათი რაოდენობა ხშირ შემთხვევაში ზღვრულ ნორმას აჭარბებს. ასეთი პროდუქტის მიღება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია. საქართველოში კი ისინი უპრობლემოდ იყიდება.

მაკა ხარაზიშვილი
02.06.2015

რამდენიმე დღეში მთავრობა და ეროვნული ბანკი განზრახვათა ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს. ამ საკითხზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუკი მთავრობა დოკუმენტში მოითხოვს, რომ მონეტარული პოლიტიკა გაამკაცროს, სებ-ი ამას გააკეთებს, მაგრამ ეს ცუდ შედეგს მოიტანს. სპეციალისტები აზრით, შესაბამისი რეგულაციის გარეშე მთავრობა ამ დოკუმენტით სებ-ს ვერაფერს დაავალდებულებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×