ელზა პაპოშვილი 30.05.2015
ეთნიკურად ქისტი, პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილი თბილისში, მირზა გელოვანის ქუჩაზე სახლიდან გამოსვლისას დაჭრეს. მისი ახლობლების ინფორმაციით, ხანგოშვილი მანქანაში ჯდებოდა, რა დროსაც მას უცნობმა პირმა მოძრავი ავტომობილიდან ცეცხლი გაუხსნა. თავდამსხმელმა სულ 8 გასროლა მოახდინა, საიდანაც 4 ტყვია ხანგოშვილს ხელსა და ფეხის არეში მოხვდა.
|
მაკა ხარაზიშვილი 30.05.2015
აპრილში ეკონომიკა, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამჯერ შემცირდა. არადა, თებერვალსა და მარტში შედარებით მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა მთავრობას იმედი ჩაუსახა, რომ აპრილი კიდევ უფრო აქტიური იქნებოდა. ამიტომაც, ეკონომიკური ზრდის ახალი პროგნოზის დადგენა და შესაბამისად, ბიუჯეტის კორექტირება ამ მიზეზითაც გადაიდო. რეალურად კი გასულ თვეს მშპ მხოლოდ 0,9%-ით გაიზარდა.
|
მარიამ აფციაური 30.05.2015
გამოკითხულთა უმეტესობა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს არ ენდობა. რესპონდენტების აზრით, უმუშევრობის დონის შემცირებაზე საუბარი აბსურდია. ნაწილი კი უმრავლესობის პოზიციას არ ემხრობა და ფიქრობს, რომ ქვეყანაში ბოლო 2 წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების ფონზე, უმუშევრობის დონის შემცირება ლოგიკურია. რამდენიმე მათგანმა სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრის დამადასტურებლად, ხელისუფლების მიერ განხორციელებული ეკონომიკური და პოლიტიკური აქტივობა მოიყვანა.
|
მაკა ხარაზიშვილი 30.05.2015
საქართველოში ღატაკთა რაოდენობამ 11%-ს გადააჭარბა, ხოლო ღარიბთა რიცხვი 21,4%-ია. "რეზონანსმა" სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს დაასწრო და გაცილებით ადრე გამოაქვეყნა, რომ მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, ღატაკთა რიცხვი 11%-ს მიაღწევდა. "საქსტატს" წინა წლები არ გაუსწორებია და ამიტომაც ღარიბების რიცხვის ზრდა თვალშისაცემი გახდა. სპეციალისტების აზრით, არ აქვს მნიშვნელობა, ღარიბთა რაოდენობა 2%-ით მეტი იქნება თუ არა, ეს მონაცემი რეალობას მაინც არ ასახავს.
|
თეა ბეჟიტაშვილი 30.05.2015
გაზაფხული-ზაფხული - სეზონი, როდესაც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო უამრავი სახეობის ხილის მიღება შეგვიძლია. გარდა იმისა, რომ ხილი გემრიელია და ზოგჯერ მას უზომო რაოდენობითაც მივირთმევთ, მათ სამკურნალო თვისებებიც გააჩნია.
|
მარი ჩიტაია 30.05.2015
ქართული ფეხსაცმლის წარმოებას პრობლემა აქვს. ბიზნესის ეს სფერო მთლიანად დამოუკიდებელ მეწარმეთა საქმიანობაზეა მინდობილი. იშვიათი გამონაკლისის გარდა, საქართველოში დამზადებულ ფეხსაცმელზე მოთხოვნა თითქმის არ არის. მეწარმეები ჩივიან, რომ ჩინური და თურქული წარმოების იაფიანი პროდუქციის მოჭარბების გამო რეალიზაცია უჭირთ.
|
მარი მგალობლიშვილი 30.05.2015
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნეველმა ჟურნალისტობას მიჰყო ხელი. სეზონის დასრულების შემდეგ მისი სტუმარი უეინ რუნი იყო, რომელმაც განვლილი სეზონი შეაფასა.
|
იაგო ნაცვლიშვილი 29.05.2015
"თავისუფალი დემოკრატები" "ნაციონალებთან" და ყოფილ "ნაციონალებთან" პარტიულ თანამშრომლობას გამორიცხავენ. ისინი მხოლოდ თემატურ საკითხებზე საკანონმდებლო ორგანოში ითანამშრომლებენ, - ამის შესახებ "რეზონანსთან" ინტერვიუში პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ალასანიამ ისაუბრა.
|
ელზა პაპოშვილი 29.05.2015
დედაქალაქსა და მის შემოგარენში ხეები მასიურად ხმება - სპეციალისტების აზრით, თბილისი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა. განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა აღმაშენებლის ხეივანში, ვაშლიჯვრის, ნუცუბიძის ფერდობებზე, კუს ტბის, ლისის ტბის მიდამოებში, ვაკე-საბურთალოს ახალ გზებზე და მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზეა.
|
თეა ბეჟიტაშვილი 29.05.2015
"დღეს არსებული ნაგავსაყრელები, რომლებიც გარემოსთან შეუსაბამოა, 60-80-იან წლებშია აშენებული. ამ ეტაპზე ძველი ნაგავსაყრელები გარემოსთან და მოსახლეობის მდგომარეობასთან შესაბამისობაში მოგვყავს, იმისათვის, რომ სანამ ახალს ავაშენებთ, ძველმა ნორმალურად იმუშაოს, ახალი ნაგავსაყრელების აშენების შემდეგ კი ძველი დაიხურება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი ქვეყანაში არსებულ ნაგავსაყრელებთან დაკავშირებით.
|
სალომე სარიშვილი 29.05.2015
ვარძია, უფლისციხე და გრემი - სამი ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი მუზეუმ-ნაკრძალია ტურისტებისთვის. ქვეყნის ეს ყველაზე მძლავრი მუზეუმ-ნაკრძალები ვიზიტორების ნაკლებობას არასდროს განიციდის, ამიტომ, როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მათ განვითარებასა და კონსერვაციაზე მუდმივად მუშაობენ.
|
ეკატერინე ბასილაია 29.05.2015
აფხაზები სოხუმში აფხაზური ახალგაზრდა ოჯახებისათვის ქართველების მიერ დატოვებილი ბინების გადაცემას ითხოვენ. ადგილობრივმა ჟურნალისტებმა ქართველი მოსახლეობისგან დაცლილ სოხუმის ახალ რაიონში უპატრონოდ დარჩენილ საცხოვრებელ კორპუსებს ვიდეო გადაუღეს და ერთ-ერთ ვებ-გვერდზე განათავსეს იმ მოტივით, რომ თუ მათი ხელისუფლების კეთილი ნება იქნება, სასურველია, ეს ბინები იმ ახალგაზრდა აფხაზურ ოჯახებს გადაეცეთ, ვისაც სოხუმში საცხოვრებელი ფართის მიღება სურთ და ამით უბინაო ოჯახების პრობლემა მოგვარდება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|