მარი ჩიტაია 09.06.2015
თბილისის სუპერმარკეტებში ქართული ლუდის გაყიდვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15-20%-ის ფარგლებში შემცირდა, ხოლო უცხოური წარმოების ლუდის რეალიზაცია თითქმის განახევრდა. როგორც მოსალოდნელი იყო, პროდუქტის გაძვირება გაყიდვაზე უარყოფითად აისახა და სავაჭრო ქსელების უმეტეს ნაწილში ლუდზე მოთხოვნამ იკლო.
|
თიკო ოსმანოვა 08.06.2015
უკრაინაში ვითარება კიდევ დაიძაბა. ქართული ლეგიონის ხელმძღვანელის მამუკა მამულაშვილის თქმით, მიმდინარეობს რუსული სამხედრო ტექნიკისა და რეგულარული არმიის მობილიზება და უკრაინა ფართომასშტაბიანი ომის მოლოდინშია. მამულაშვილი ვარაუდობს, რომ რუსეთის რეგულარული არმია პირველ რიგში თავდასხმას ქართულ ლეგიონზე განახორციელებს.
|
თაკო მათეშვილი 08.06.2015
სადავო, დასახვეწი, მაგრამ საჭირო - ასე აფასებენ იურისტები ნაფიც მსაჯულთა სისტემას და მიიჩნევენ, რომ კონკრეტული ვერდიქტის გამოტანის ან ვერგამოტანის გამო გული მთლიანად სისტემაზე არ უნდა აგვიცრუვდეს. მათი თქმით, ნაფიცი მსაჯულების არსებობა თუნდაც იმიტომაა გამართლებული, რომ ამ დროს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე იძულებულია, უფრო კვალიფიციურად იმუშოს - მეტი მტკიცებულება მოაგროვოს, მეტად დამაჯერებელი იყოს და ა.შ.
|
რუსა მაჩაიძე 08.06.2015
მმართველმა გუნდმა პოლიტიკური სპექტრის ნაცვლად საკუთარი გუნდის ლიდერთან მოილაპარკა და საარჩევნო სისტემის ცვლილებას დათანხმდა, ოღონდ მხოლოდ 2020 წლის შემდეგ. 2016 წლის არჩევნები დღეს მოქმედი პრინციპით ჩატარდება, რასაც, ხელისუფლების გარდა, ყველა აკრიტიკებს.
|
იაგო ნაცვლიშვილი 08.06.2015
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა არაბულს "ქართული ოცნების" ლიდერებისა და დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუხდა. მმართველმა გუნდმა მას მოსთხოვა დაესაბუთებინა, თუ რა კორუფციულ ჯაჭვზე საუბრობდა და ვის გულისხმობდა ამ ჯაჭვში. საბოლოოდ გუბერნატორის მოადგილემ რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატებს საჯარო ბოდიში მოუხადა.
|
სალომე სარიშვილი 08.06.2015
ბოლო ორი დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია რუსეთში ქართული სამარკო ღვინის - "ქინძმარაულის" შესაძლო ფალსიფიცირებასთან დაკავშირებით. ინტერნეტში რუსეთში ჩამოსხმული ქართული ღვინის ეტიკეტის ფოტოც გაჩნდა, სადაც მითითებულია, რომ "ქინძმარაული" რუსეთში, კერძოდ კი ტვერის ოლქშია ჩამოსხმული.
|
სალომე სარიშვილი 08.06.2015
მხატვარი გია ბუღაძე მიიჩნევს, რომ მთავრობას ქვეყნის განვითარების არათუ კონკრეტული გეგმა, არამედ შინაარსობრივი იდეაც კი არ გააჩნია. ამბობს, რომ ამის თქმის საფუძველს ყოველდღიურად უბრალო მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაცია აძლევს, რომელთაც, მისი თქმით, პრობლემა პრობლემაზე ემატებათ.
|
ლიკა ამირაშვილი 08.06.2015
"საქსტატის" ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში განქორწინებულთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. დემოგრაფების შეფასებით კი, არაოფიციალური მონაცემები შეიძლება უფრო მაღალი იყოს. ფსიქოლოგები გაყრის მთავარ მიზეზად ღალატს, ეჭვიანობას და ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებენ.
|
იაგო ნაცვლიშვილი 08.06.2015
ბოლო დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოს სოფლები არაერთხელ დაისეტყვა. უამინდობას და წვიმებს ხშირად თან სეტყვაც ახლავს. სეტყვამ სოფლებში ხილი და ბოსტნეული გაანადგურა. თანაც ასეთი ბუნებრივი მოვლენები ისეთ რეგიონებში ხდება, სადაც წინა წლებში სეტყვას მასობრივი სახე არ ჰქონდა.
|
თაია არდოტელი 08.06.2015
სიბინძურე, არასასიამოვნო სუნი, წვიმის დროს არსებული გუბეები, უსაფრთხოების არარსებობა, რიგ შემთხვევებში განათების პრობლემა - მიწისქვეშა გადასასვლელების საკითხი წლების განმავლობაში მოუგვარებელია.
|
თაია არდოტელი 08.06.2015
სოფელ დიღმის მოსახლეობა გზისა და კანალიზაციის არარსებობის გამო წუხს. როგორც ვაჟა-ფშაველას ქუჩასა და უგრელიძის პირველ შესახვევში მცხოვრები მოქალაქეები ამბობენ, ამ ქუჩებზე გზა საერთოდ არ დაგებულა.
|
თაია არდოტელი 08.06.2015
მარჯანიშვილის ქუჩაზე წლების განმავლობაში დაზიანებულია ტროტუარი. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო უარესდება მდგომარეობა და უფრო დიდ ტერიტორიაზე ჩნდება დაზიანებები.
|