მარი ჩიტაია 10.06.2015
გარე ვაჭრობა დედაქალაქისა და რეგიონებისთვისაც პრობლემაა. კვირა არ გავა, რომ სადმე გარე მოვაჭრეების საპროტესტო აქცია არ გაიმართოს. ისინი ხელისუფლებისგან უკანონო ვაჭრობის დაკანონებას ითხოვენ და "ქართულ ოცნებას" მუდმივად ახსენებენ წინასაარჩევნო დაპირებას, რომელიც ამ ადამიანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეეხებოდა.
|
მარი ჩიტაია 10.06.2015
ციფრული საეთერო სიგნალის მისაღებად რეგიონებში მოსახლეობა მოუმზადებელია. ახალ მაუწყებლობაზე გადამყვანი მოწყობილობის, ე.წ. "სეტ ტოპ ბოქსის" შესაძენად ხალხს ფული არ აქვს. საქმე ისაა, რომ არც საშეღავათო პირობა მოქმედებს, თუ არ ჩავთვლით სოციალურად დაუცველებს, რომელთაც აპარატურა უსასყიდლოდ გადაეცემათ.
|
თიკო ოსმანოვა 09.06.2015
მოახლოვებული საპარალმენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნით არასაპარლამენტო ოპოზიცია შემოდგომიდან მასობრივ გამოსვლებს დაიწყებს. მანამდე კი იწრმუნებიან, რომ "ქართულ ოცნებას" დისკომოფორტს შეუქმნიან და ხელისუფლებას გადაწყვეტილების შეცვლას აიძულებენ.
|
თაკო მათეშვილი 09.06.2015
ანტისაჰაერო თუ ანტისატანკო, საფრანგეთიდან თუ აშშ-დან - სპეციალისტები იმაზე მსჯელობენ, თუ რა ტიპის თავდაცვითი სისტემების შეძენას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში და რომელი ქვეყნისგან შეიძლება გადმოგვეცეს იგი. ზუსტი ინფორმაცია ამ დრომე არ ხმაურდება, თუმცა სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, რომ ნებისმიერი ტიპის შეიარაღება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას მნიშვნელოვნად აამაღლებს.
|
იაგო ნაცვლიშვილი 09.06.2015
"2020 წელს რა მოხდება, ეს "ოცნების" გადასაწყვეტი არაა. მათ არ აქვთ იმის ძალა, რომ ეს ცვლილება შეიტანონ დღეს. დარწმუნებული ვარ ამის საშუალება მათ მომავალ პარლამენტში სულ არ ექნებათ. ვგულისხმობ საკონსტიტუციო უმრავლესობას.
|
ლიკა ამირაშვილი 09.06.2015
ექიმებისა და მეცნიერების ნაწილი თვლის, რომ მობილურების გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. ფსიქოლოგები კი მასზე მიჯაჭვულობაზე საუბრობენ, რაც მოზარდის ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს.
|
მარი მგალობლიშვილი 09.06.2015
უელსის ნაკრების ნახევარმცველმა გარეთ ბეილმა "რეალის" ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა, სადაც ის განვლილ სეზონს აფასებს. ბეილმა ისაუბრა იმაზეც, რომ შესაძლოა მან მომავალ სეზონში არა ნახევარმცველად, არამედ თავდამსხმელად ითამაშოს.
|
მაკა ხარაზიშვილი 09.06.2015
საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდს კიდევ ერთხელ აუმხედრდნენ. ბოლოს 2010 წელს წინა მთავრობამ სცადა ფონდთან ურთიერთობის გაწყვეტა და იგი ყოფილმა პრემიერმა ნიკა გილაურმა გააკრიტიკა. მანამდე კახა ბენდუქიძემ სავალუტო ფონდს სოციალისტებისგან შემდგარი "იდიოტური ორგანიზაცია" უწოდა. ამჯერად, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის დაჭერა სავალუტო ფონდმა გადააფიქრებინა. გარდა ამისა, დეპუტატების ნაწილი აღნიშნავს, რომ ფონდი ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ერევა.
|
მაკა ხარაზიშვილი 09.06.2015
2014 წლიდან დღემდე უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა მხოლოდ 70,0 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი იყიდეს. მართალია, ამ მიმართულებით მორატორიუმი გაუქმებულია, მაგრამ შესაბამისი კანონის მიღებამდე ეკონომიკის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზაცია შეჩერებული აქვს. შესაბამისად, სახელმწიფო მიწებს ვეღარც საქართველოს მოქალაქე ყიდულობს და ვეღარც უცხოელი. ეს მაშინ, როდესაც სოფლის მეურნეობის განვითარება ქვეყნის პრიორიტეტია და ამ მხრივ მილიონობით ლარი იხარჯება.
|
ელზა წიკლაური 09.06.2015
2014 წელს ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 2,8%-ით შემცირდა, თუმცა ოფიციალური სტატისტიკით უმუშევრობამ ქვეყანაში მკვეთრად იკლო. ამ ორ მონაცემს შორის ცვლილება კი იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე თვითდასაქმებულებისა და საბიუჯეტო სექტორში მომუშავეთა ხარჯზე მცირდება, ბიზნეს-სექტორი კი ფართოვდება და შესაბამისად, დამატებითი მუშახელის აყვანა მათთვის კვლავ პრობლემაა.
|
მარი ჩიტაია 09.06.2015
მაისის ბოლოს აფხაზეთში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ოკუპირებული რეგიონში "იაფი დასვენების ხანა", შეიძლება ითქვას, დასრულდა. მომსახურების ფასმა იქაც მოიმატა, არადა სიიაფე ერთადერთი ფაქტორი იყო, რაც აფხაზეთს ტურისტების მოზიდვაში ეხმარებოდა.
|
ელზა წიკლაური 09.06.2015
საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, რუსეთი და ბელორუსი - ყველა ამ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში სოციალური ფონი ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება. სხვაობა მხოლოდ პენსიასა და ხელფასებშია, პროდუქტების ღირებულება კი თითქმის ისეთივეა, როგორც საქართველოში.
|