ელზა პაპოშვილი
29.07.2015

 დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტი ორკვირიანი კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც ახალდაბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა. როგორც ინსტიტუტში აცხადებენ, კვლევის დროს მაქსიმალურად იყო გამოყენებული ყველა თანამედროვე ტექნოლოგია, რომ ობიექტური სურათი დადებულიყო, თუ რამდენად არსებობს ტერიტორიაზე მეწყრის განმეორების საფრთხე.

ლიკა ამირაშვილი
29.07.2015

თბილისის ზღვა, ლისის და კუს ტბა - ეს ის ადგილებია, სადაც თბილისის მოსახლეობა ზაფხულის დადგომასთან ერთად აქტიურად სტუმრობს. გარემოს ეროვნული სააგენტო სეზონის დადგომასთან ერთად ზედაპირულ წყლებზე მონიტორინგს ახორცილებს, რის მიხედვითაც აღნიშნული ადგილები დაბინძურებული არ არის.

თიკო ოსმანოვა
29.07.2015

მონობის თანამედროვე სახეშეცვლილი ფორმა - ტრეფიკინგი საქართველოში დღესაც ერთ-ერთ მტკივნეულ პრობლემას წარმოადგენს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველო სექსტრეფიკინგის წყაროდ სახელდება. "საქართველო არის ქალებისა და გოგონების სექსტრეფიკინგის, ხოლო მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების იძულებითი შრომის წყარო, ტრანზიტული და დესტინაციის ქვეყანა", - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

მარი ჩიტაია
29.07.2015

ცხინვალის რეგიონის ოსებსა და ქართველებს შორის სავაჭრო ურთიერთობები ბოლო დროს საკმაოდ გააქტიურდა, თუმცა მთელი რიგი შეზღუდვები ჯერაც ძალაშია. მოქალაქეებს ოკუპირებულ რეგიონში, განსაკუთრებით ცხინვალში, დიდი რაოდენობით ტვირთის შეტანა ეკრძალებათ, 5 კგ ტვირთის გადატანა უფასოა, ხოლო 5 კგ-ზე ზემოთ სპეციალურ გადასახადს ექვემდებარება.

მაკა ხარაზიშვილი
29.07.2015

 საქართველოში ტურისტების ბუმია. ამ ფონზე ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ისევ უფასურდება. შესაბამისად, ჩნდება საშიშროება, რომ შემოდგომის მიწურულს კურსი ისევ "გაიქცევა". ეკონომიკის მინისტრი ასეთ საფრთხეს ვერ ხედავს და ლარის გაუფასურებას მსოფლიოში ნავთობის გაიაფებას აბრალებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიზეზად - "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებს ასახელებს. ეკონომისტთა ნაწილი ლარის უკან სვლაში სებ-ის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის ბრალეულობას ამჩნევს.

იაგო ნაცვლიშვილი
29.07.2015

 ახალგაზრდული ოლიმპიადის გახსნაზე პრეზიდენტის არდასწრებამ კიდევ უფრო ნათელი გახადა, რომ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის დაძაბული ვითარებაა, რაც საქართველოს იმიჯზე დადებითად ნამდვილად არ იმოქმედებს, - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი მაია ფანჯიკიძე.

თაკო მათეშვილი
29.07.2015

 ირანისათვის სანქციების შესაძლო გაუქმებას მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით რეგიონში დიდი იმედით ელიან. სფეროს სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ახლო აღმოსავლეთში ბევრ რამეს შეცვლის, როგორც უსაფრთხოების კუთხით, ისე ეკონომიკის მხრივ. შეიცვლება და განიმუხტება პოლიტიკური კლიმატი და ასევე ირანული ნავთობის მსოფლიო ბაზარზე შემოსვლით, "შავი ოქროს" ფასი საგრძნობლად დაიწევს.

ელზა პაპოშვილი
28.07.2015

დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტი ორკვირიანი კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც ახალდაბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა. როგორც ინსტიტუტში აცხადებენ, კვლევის დროს მაქსიმალურად იყო გამოყენებული ყველა თანამედროვე ტექნოლოგია, რომ ობიექტური სურათი დადებულიყო, თუ რამდენად არსებობს ტერიტორიაზე მეწყრის განმეორების საფრთხე.

იაგო ნაცვლიშვილი
28.07.2015

 მთავარი პროკურორის კანდიდატურის დასახელების უფლება არა იუსტიციის მინისტრს, არამედ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს, - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "დემოკრატიული მოძრაობის" წევრი, იურისტი დიმიტრი ლორთქიფანიძე. კონსტიტუციით, პრეზიდენტი ნეიტრალური ფიგურაა, ამიტომ მიაჩნია, რომ ეს ფუნქცია მას უნდა ჰქონდეს, ვინაიდან ეს დამოუკიდებლობის მეტ შესაძლებლობას იძლევა.

თიკო ოსმანოვა
28.07.2015

 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის კანდიდატურას ახლა, 1 აგვისტომდე დაასახელებს. თუმცა რა გახდა გადადების რეალური მიზეზი, უცნობია. მთავრობის მეთაურს ამაზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

მამუკა ნაცვალაძე
28.07.2015

 ორიოდ თვეც და საკალათბურთო სამყარო თვალსასეირო ზეიმის მონაწილე გახდება - ევრობასკეტ-2105, რომელსაც პირველ ეტაპზე 4 ქვეყანა უმასპინძლებს, საქართველოს ეროვნული ნაკრებისათვის ზედიზედ მესამე ჩემპიონატი იქნება.

თაკო მათეშვილი
28.07.2015

 თურქეთი, რომელსაც "ისლამურ სახელმწიფოსთან" და ქურთ სეპარატისტებთან ფაქტობრივად ომი აქვს გაჩაღებული, ნატოს დახმარებასა და მეოთხე მუხლის ამოქმედებას ითხოვს, რაც ალიანსის წევრი ქვეყნების საგანგებო სხდომას გულისხმობს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×