თიკო ოსმანოვა 30.07.2015
რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დასავლეთის ქვეყნებისგან სამხედრო დახმარებას კიდევ ერთხელ ითხოვს. მისი თქმით, კიევს ამისთვის 1240 ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი "ჯაველინი" სჭირდება.
|
იაგო ნაცვლიშვილი 30.07.2015
"თუ პოლიტიკურ კონტექსტზე ვაკეთებთ აქცენტს, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ პოლიტიკური კონტექსტებით უნდა მოხდეს შეწყალება. ამით გავამყარებთ იდეას, რომ ქვეყანაში არის შერჩევითი სამართალი. რატომ უნდა ხელისუფლებას რომ ეს აზრი გაამყაროს, ამის ლოგიკა ნამდვილად არ მესმის. ხელისუფლების მოქმედებაში ხშირ შემთხვევაში ლოგიკას ვერ ვხედავ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას კონსტიტუციონალისტი და პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.
|
ელზა პაპოშვილი 30.07.2015
ტემპერატურის მკვეთრი ზრდის გამო სამუშაო პროცესის შეჩერებას საქართველოს მასშტაბით პროფკავშირების წარმომადგენლები და სპეციალისტები მოითხოვენ. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 30-31 ივლისს ჰაერის მაქსიმალური ნიშნული დაბლობსა და ბარში %38-39 გრადუსამდე იქნება.
|
მარიამ აფციაური 30.07.2015
თბილისელები ქალაქ თბილისის მერიისგან ტროტუარების სასწრაფოდ შეკეთებას ითხოვენ. მერიაში კი "რეზონანსს" განუცხადეს, რომ საკითხზე მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს, ქვეითთა ბილიკები სულ მცირე თბილისის რვა უბანში გაკეთდება. ზუსტად რა ვადაში იგეგმება სამუშაოების დაწყება, ცნობილი არ არის.
|
მაკა ხარაზიშვილი 30.07.2015
ბანკების ზედამხედველობასთან დაკავშირებით ვნებათაღელვა არ ცხრება. უკვე ცნობილია, რომ კვირის ბოლოს პრეზიდენტი "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის პროექტს ვეტოს დაადებს. არასამთავრობო ორგანზაციების ნაწილი კანონის დამტკიცების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილს არ გამორიცხავს. საბანკო სექტორი კი დუმს და მოვლენებს გვერდიდან აკვირდება.
|
ლიკა ამირაშვილი 30.07.2015
შრომის ბაზარზე ყველაზე წარმატებულ და მოთხოვნად პროფესიად ბიზნესის ადმინისტრირება და მენეჯერობა ითვლება. სპეციალისტების თქმით, ხშირად შრომის ბაზრისა და უმაღლესი სასწავლებლების მოთხოვნა ერთმანეთს არ ემთხვევა, ამიტომ უკვე უნივერსიტეტდამთავრებული სტუდენტები სხვა პროფესიაში საქმდებიან.
|
ია აბულაშვილი 30.07.2015
ამბობენ, რომ თემურ ლენგზე უფრო სასტიკი დამპყრობელი დედამიწაზე არ დაბადებულა, მას სიკვდილის მფრქვეველ ვეშაპს ეძახდნენ.
|
მარი ჩიტაია 30.07.2015
საბერძნეთში მყოფ ზოგიერთ ქართველ ემიგრანტს იმდენად უჭირს, რომ ფულად დახმარებას საქართველოში დარჩენილი ოჯახის წევრებისგან იღებს. ფულადი გზავნილი საქართველოდან საბერძნეთში თითქმის ყველა ბანკისა და მიკროსაფინანსო ორგანზიაციის საშუალებით ხორციელდება. საბერძნეთიდან თანხის გამოგზავნა კი გაურკვეველი ვადითაა შეჩერებული.
|
ლიკა ამირაშვილი 30.07.2015
"მშვიდობა შედევრის შესაქმენლად," - ამ თემის ირგვლივ ახალგაზრდები საქართველოს უნივერსიტეტში დებატებისთვის გაერთიანდნენ. დებატებში მონაწილეობას საერთაშორისო სამშვიდობო ორგანიზაცია, სამხრეთ კორეის ახალგაზრდული ორგანიზაცია და ქართველი ახალგაზრდები იღებდნენ.
|
მამუკა ნაცვალაძე 30.07.2015
მიუნხენის "ბაიერნმა" ოფიციალურად წარადგინა გუნდის ახალწვეული, ჩილეს ნაკრების ნახევარმცველი არტურო ვიდალი, რომელიც ბუნდესგრანდმა ტურინის "იუვენტუსისგან" 35 მილიონ ევროდ იყიდა. კლუბის სპორტულმა დირექტორმა მატიას ზამერმა ვიდალს 23 ნომრიანი მაისურა გადასცა.
|
მარი მგალობლიშვილი 29.07.2015
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებისთვის ემზადება. უკვე ჩამოყალიბებული აქვს წინასაარჩევნო პროგრამა, რომელითაც იხელმძღვანელებს.
|
თაკო მათეშვილი 29.07.2015
თუკი თურქეთი "ისლამურ სახელმწიფოსთან" ომში უფრო მასშტაბურად ჩაერთვება, გამოდის, რომ ბრძოლის ხაზი მეზობელ ქვეყანაში გაივლება და ისეთი ცხელი წერტილებისაგან, როგორიც სირია და ერაყია, აღარც ისე "შორს" ვიქნებით. ეს კი, სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებს ზრდის, რადგან თურქეთის ჩათრევით "ისლამური სახელმწიფო" კავკასიაში უფრო მარტივად შემოაღწევს.
|