იაგო ნაცვლიშვილი 13.08.2015
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა უახლოეს პერიოდში თანამდებობას დატოვებს, ამის შესახებ მან სამშაბათს "დინამო არენაზე" "ბარსელონა" "სევილიას" შორის გამართული სუპერთასის ფინალის შემდეგ განაცხადა. სიჭინავამ აღნიშნა, რომ ერთი კვირის განმავლობაში გამოაცხადებს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს, რომელშიც თავად მონაწილეობას აღარ მიიღებს. მისი განცხადებით, ის ფეხბურთიდან ბიზნესში მიდის.
|
ია აბულაშვილი 13.08.2015
"დღეს არც 2003 წელია და არც 2011 წელი. საზოგადოებრივი აზრი ამ საკითხზე უკვე შექმნილია, საზოგადოებამ, ყოველ შემთხვევაში მისმა გონიერმა ნაწილმა, მშვენივრად იცის "რუსთავი 2"-ის ანატომია და მისი პოლიტიკური სახე" - აცხადებს მწერალი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი რევაზ მიშველაძე, რომელსაც "რეზონანსი" ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ესაუბრა.
|
ლიკა ამირაშვილი 13.08.2015
რუსთაველის მეტროდან თავისუფლების მიმართულებით სეირნობისას რამდენიმე ადგილას ხშირად შეხვდებით ბავშვებს ჭუჭყიანი ხელებითა და სახით, რომლებიც ფულს გთხოვენ, თანაც ფრიად დაჟინებით. ამ ბავშვების "მსხვერპლი" უფრო ხშირად უცხოელი ტურისტები არიან, რომლებსაც ბავშვები პირდაპირ გასაქანს არ აძლევენ. ზოგჯერ ფეხებზე შემოეხვევიან და წასვლის საშუალებას არ აძლევენ, სანამ "მსხვერპლი" მათ ფულს არ მისცემს.
|
გვანცა ღვედაშვილი 13.08.2015
თბილისის ბაღებში არსებული პრობლემების აღმოფხვრას დღეს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ცდილობს. ამბობენ, რომ საკმაოდ მძიმე პრობლემები დახვდათ - დარღვეული იყო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, არ არსებობდა ცენტრალური გათბობა. პრობლემები იყო საკვების ხარისხის თვალსაზრისითაც.
|
თეა ბეჟიტაშვილი 13.08.2015
ტელეკომპანიამ ქონებაზე დადებული ყადაღა გუშინ გაასაჩივრა. ამ საჩივრით "რუსთავი 2" 5 აგვისტოს მიღებული განჩინების გაუქმებას ითხოვს, რომლის თანახმადაც ტელეკომპანიის მთლიან ქონებას ყადაღა დაედო.
|
ელზა წიკლაური 13.08.2015
ლარის დევალვაციის შედეგად გაძვირებული პროდუქტისა თუ სხვა მომსახურების გამო, მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა ყოველდღიურად მცირდება. იმ შემთხვევაში, თუ ფასების ზრდა არ შეჩერდა, საქართველოში ღარიბის მოსახლეობის რაოდენობაც გაიზრდება. ეკონომისტების თქმით, ყველაზე მეტად კი იმ ადამიანების სოციალური მდგომარეობა დამძიმდება, ვისაც ფიქსირებული შემოსავალი აქვს.
|
მაკა ხარაზიშვილი 13.08.2015
სავალუტო ბაზარი უკონტროლოა. სპეციალისტები მთავრობას უფრო მეტად გააქტიურებას ურჩევენ და ხელს ისევ ეროვნული ბანკისკენ იშვერენ. კერძოდ, ეროვნულმა ბანკმა სამშაბათს 100 მილიონი ლარის ერთდღიანი რეფინანსირების სესხი გამოუშვა და მცირედით გამყარებული ლარი ისევ "დაასამარა". სპეციალისტები ამბობენ, რომ მოკლევადიანი ლიკვიდობის პრობლემას კომერციული ბანკები ერთმანეთთან ვაჭრობით უნდა აგვარებდნენ და ამ პროცესში ეროვნული ბანკი საერთოდ არ უნდა ერეოდეს, ვინაიდან მისი ქმედება ლარს აუფასურებს. სები კი, თავის მხრივ, მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს და ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს მასზე "თავდასხმაში" ხედავს.
|
ელზა პაპოშვილი 13.08.2015
სოციალური ქსელებით გავრცელდა ინოფრმაცია, თითქოს ლომისის მამათა მონასტერში რუსი ოკუპანტები ბერებს აწიოკებენ. ამ ინფორმაციას საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თუმცა როგორც მამათა მონასტრის იღუმენმა მამა მათე ჯულაყიძემ "რეზონანსს" უთხრა, რუსი სამხედროები მათ მონასტერს ხშირად სტუმრობენ, ხოლო მათთან რაიმე სახის დაპირისპირებას უარყოფს.
|
მამუკა ნაცვალაძე 13.08.2015
ის, რაც გულშემატკივარმა 2015 წლის 11 აგვისტოს ბორის პაიჭაძის დინამო არენაზე იხილა, სამარადისოდ შემორჩება ჩვენი ქალაქის ისტორიას - ეს იყო ულამაზესი საფეხბურთო სპექტაკლი დასავლეთიბერიალთა მონაწილეობით. უეფას სუპერფინალში ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი კატალონიური "ბარსელონა" ევროპა ლიგის გამარჯვებულ ანდალუზიურ "სევილიას" დაუპირისპირდა.
|
თეა ბეჟიტაშვილი 12.08.2015
ე.წ. საზღვრის გადმოწევა, რუსული ემბარგო, ცეცხლის გახსნა ცენტრალურ მაგისტრალზე - ეს იმ ქმედებების ჩამონათვალია, რაც სპეციალისტების თქმით, რუსეთმა შესაძლოა, საქართველოში უახლოეს პერიოდში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტთან დაკავშირებით განახორციელოს.
|
გვანცა ღვედაშვილი 12.08.2015
ბოლო დროს აქტიურად დაიწყო ლაპარაკი ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის შესახებ - ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, რეფორმაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
|
მარიამ აფციაური 12.08.2015
მომხმარებელთა უმეტესობა საკვები პროდუქტის უხარისხობას უჩივის. ეს ეხება რძის ნაწარმს, ნახევარფაბრიკატებს, ძეხვეულობას, პურს და ბოსტნეულს. "რეზონანსის" რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ ხარისხის გაფუჭების მთავარი მიზეზი ხარჯის შემცირებაა. მწარმოებლები ზოგიერთ პროდუქტზე ფასის შენარჩუნებას იაფიანი და უხარისხო მინარევების გამოყენებით ახერხებენ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|