მარიამ აფციაური 14.08.2015
მძღოლების დიდ ნაწილს ძველი ავტომობილების იმპორტზე შეზღუდვის დაწესება სურს, რასაც ვერ ვიტყოდით ტექდათვალიერებაზე. მათი შეფასებით, დღეს ავტოპარკის სავსეა 2000 წელს ქვევით არსებული მანქანებით. ამ სიუხვის გამო მათ სწორედ მიაჩნიათ გარკვეული შეზღუდვების ამოქმედება. ამ საკითხზე შედარებით კრიტიკულია ტაქსისტების აზრი. მათი თქმით, ასეთი აკრძალვა მოახლეობას დამატებით პრობლემებს შეუქმნის.
|
მაკა ხარაზიშვილი 14.08.2015
საქართველოში მეცხვარეობა სულს ღაფავს. ქართული ცხვარი სომხურ ცხვართან კონკურენციაში დამარცხდა. მეცხვარეები მთავრობას დახმარებას სთხოვენ, მთავრობაში კი აცხადებენ, რომ კერძო პირების ბიზნესურთიერთობაში ვერ ჩაერევიან.
|
ლიკა ამირაშვილი 14.08.2015
გმირთა მოედნისა და თამარაშვილის დამაკავშირებელი გზა, რომელიც 13 ივნისის სტიქიამ გაანადგურა, სექტემბრის ბოლოს გაიხსნება. გზის გახსნა ორ ეტაპად მოხდება - ერთი ნაწილი 15 სექტემბერს, მეორე კი სექტემბრის ბოლოს.
|
მაკა ხარაზიშვილი 14.08.2015
იმპორტი და ექსპორტი, რეალურ რიცხვებში, თითქმის თანაბრად მცირდება. იმპორტის შემცირებაში მნიშვნელოვანი წვლილი ნავთობმა და ავტომობილებმა შეიტანეს. ექსპორტის ვარდნაშიც დიდი როლი ასევე ავტომობილებს უკავია. ეკონომისტების აზრით კი, სავაჭრო ბრუნვაში სერიოზული პრობლემები არ აღინიშნება, თუმცა ამ საკითხზე მთავრობამ ყურადღება უნდა გაამახვილოს.
|
მარი მგალობლიშვილი 14.08.2015
თბილისის "დინამოს" 18 წლის განშორების შემდეგ ალექსანდრე იაშვილი დაუბრუნდა. 38 წლის ფეხბურთელმა თბილისურ კლუბში კარიერა 1993 წელს დაიწყო, მას შემდეგ რამდენიმე კლუბი შეიცვალა, მაგრამ ახლა ისევ მშობლიური "დინამოს" ღირსებას იცავს. როგორც იაშვილმა "დინამო ტვ"-ისთან ინტერვიუში განაცხადა, "დინამოში" თამაში ოცნების ტოლფასი იყო. გთავაზობთ, ალექსანდრე იაშვილის ინტერვიუს, რომელიც ბევრ სხვა საინტერესო ამბებსაც იხსენებს.
|
ელზა პაპოშვილი 14.08.2015
თბილისის პირველ სამშობიაროში 12 აგვისტოს, გვიან მშობიარობისას ახალშობილი გარდაიცვალა, რომლის დაღუპვაშიც მშობლები სამედიცინო პერსონალს ადანაშაულებენ. მათი თქმით, ექიმები უპასუხისმგებლოდ და უყურადღებოდ მოიქცნენ, რასაც ჩვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. თუმცა სამშობიაროს დირექტორი ზაზა ავალიანი აცხადებს, რომ მშობიარობას თავად ესწრებოდა და მედიკოსებს შეცდომა არ დაუშვიათ.
|
გვანცა ღვედაშვილი 14.08.2015
უახლოეს დღეებში ჰიდრომეტეოროლოგიურ სამსახურში ამინდის ცვლილებებს არ ელოდებიან. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, 18-19 აგვისტოს ჩათვლით დედაქალაქში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.
|
სალომე სარიშვილი 14.08.2015
ა/ო "სიდას" დირექტორი ზვიად დევდარიანი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ "რუსთავის 2"-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არასამთავრობოებს შეკითხვები მომჩივან მხარეთან - ქიბარ ხალვაშთან აქვთ და მასთან შესახვედრად სამოქალაქო სექტორი მზაობას გამოთქვამს.
|
სალომე სარიშვილი 14.08.2015
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ფრანგულ მხარესთან ერთად ერთობლივი პროდუქტის - ანიმაციური ფილმის გადაღებაზე იწყებს მუშაობას. კინოცენტრის დირექტორის, ნანა ჯანელიძის განცხადებით, წლების შემდგომ ეს იქნება პირველი ანიმაციური ფილმი, რომელსაც საზოგადოება სავარაუდოდ მომდევნო წლის ბოლოს იხილავს. როგორც ჯანელიძემ "რეზონანსს" უთხრა, ახალგაზრდა ანიმატორის, ანა ჩუბინიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის სცენარზე - "ჯიბის კაცი" - არჩევანი "ფოლიმაჟმა" (ფრანგული ანიმაციური სტუდია) შეაჩერა.
|
ია აბულაშვილი 14.08.2015
50 წელზე მეტი გავიდა ფიდელ კასტროს საქართველოში ვიზიტის შემდეგ, თუმცა ჩვენს თანამოქალაქეებს დღესაც ახსოვთ რევოლუციური კუბის ლიდერის სტუმრობა. სწორედ ამ პერიოდის რამდენიმე ცნობილ თუ უცნობ ამბავს შევახსენებთ ჩვენს მკითხველს დღევანდელ სტატიაში.
|
იაგო ნაცვლიშვილი 13.08.2015
საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას საქმის განხილვა გრძელდება. გუშინ და გუშინწინ სასამართლომ ბრალდებულის სტატუსით მისი დაცვის ყოფილი წევრები კობა ხარშილაძე და მიხეილ ძაძამია დაკითხა. ხარშილაძემ სასამართლოს სკანდალური ჩვენება მისცა. მან თქვა, რომ ზურაბ ჟვანიას სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, უფრო მეტიც, ამტკიცებს, რომ ჟვანიასგან შეთავაზება მასაც ჰქონდა. აქამდე კი იმიტომ არ საუბრობდა, რომ გარდაცვლილი პრემიერის რეპუტაციას უფრთხილდებოდა.
|
სალომე სარიშვილი 13.08.2015
თბილისის საკრებულომ მირზა შაფის ქუჩის განაშენიანების კორექტირებულ ვარიანტს მხარი დაუჭირა, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციების, საკრებულოს ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. ისინი პროექტის ერთი თვით გადადებას მოითხოვდნენ, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ პროექტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით კომპეტენტური განხილვა არ გამართულა, ნაკლები იყო საზოგადოების ჩართულობაც, რაც თბილისის ისტორიულ უბანს კიდევ უფრო მეტი საფრთხის წინაშე აყენებს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|